"რუბინმა" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა სიიდან გაიყვანა, - ამის შესახებ ყაზანური კლუბი იტყობინება.

"ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო დროებით გაყვანილია რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინის" განაცხადიდან.

მის ნაცვლად განაცხადში მონტასარ ტალბი იქნება შეყვანილი", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კლუბი არ აკონკრეტებს თუ როდის და რამდენად სერიოზულად დაშავდა ხვიჩა. შესაძლოა, ეს მის ტრანსფერთანაა დაკავშირებული. ის რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

წესების მიხედვით რუსეთის პრემიერლიგაში კლუბს განაცხადში 8 ლეგიონერის ყოლის უფლება აქვს, მისი შეცვლა ყოველ ტურში შეიძლება და ადრე განაცხადიდან ტრავმირებული ჯორჯე დესპოტოვიჩი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, სანაკრებო მატჩებამდე ორი კვირა რჩება და იმედია, იქამდე კვარაცხელია მწყობრში ჩადგება.

vax-vax
ამ ბიჭს ნაკრებში არ გამოუშვებენ
მაშასადამე
თუ გადადის, თუ უფრთხილდებიან და თუ მართლა ასეა, მაშინ ნაკრებში უახლოეს თამაშებში ნაღდად ვერ ვიხილავთ.
რატი
"ანანიძის ბედი ელის"? რაღაც არ მგონია ჯანო ბედს უჩივოდეს.
ქ. გ.
Tottenham-ში გადადის. აგენტი დაბრუნდა ყაზანში და სატრანსფერო ფასის შემცირებაზე არის საუბარი რუბინთან.
Milani
10 dge darcha satransfero fanjris daxurvamde. Mag vadis gasvlis mere imedia raime komentars gaaketebt amdeni nacari rom gvayaret tvalebshi imis gamo. Ar dablokot
ლევანი
ეს სულ ასე იქნება.მასაც ანანიძის ბედი ელის.შეიძლება უარესიც.
Vasili
ხვიჩას მაგალითზე უნდა ისწავლონ სხვებმა, რო არ მაფიოზა აგენტებს და ამ ჭაობ რუსეთს აღარ გაეკარონ! ეს ბიჭი თუ ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს, ჯუღელის ბრალი იქნება ყველაფერი!!! აზაროვი რო ამ კაცის ხელშია, უკვე წინასწარ მენანება!
gio
არ დაიღალეთ ამდენი ჭორების წერით
H
ააა ძმაკაცი. სულს ჩააბარებს კაცი :)))
ერიჰაა
"ეს მის ტრანსფერს უკავშირდება?" არა. ეს უკავშირდება ნაკრების თამაშებს!!!
სოსო
რაკუვთან მატჩში,ხვიჩას კარგა მაგრად ურტყეს,თანაც მსაჯის სრული წამყრუებლობით.სამი დღის შემდეგ,კრილია სოვეტოვთან ბოლო 35 წუთი ითამაშა,თუმცა აშკარად ჩანდა,რომ ვერ იყო ფორმაში.რუბინი ესპანეთი ან ინგლისი არ არის,რომ ყოველი მესამე დღისთვის, ფეხბურთელი სათამაშოდ მზად იყოს და ტრავმების მოშუშებაც მოასწროს.არ აქვთ ასეთი აღდგენითი საშუალებები.რუსეთში უცხოელებზე 8 კაციანი ლიმიტია და თუ ფეხბურთელი ნამდვილად ვერ შესძლებს თამაშს,მის ნაცვლად სხვა ლეგიონერს შეიყვანენ განაცხადში.კლუბში ხომ 10 უცხოელი ჰყავთ.დესპოტოვიჩიც ტრავმირებულია და მის ნაცვლადაც სხვა ჰყავდათ, განაცხადში შეყვანილი.მაკაროვიც გაყიდეს და სამი ძირითადი თავდამსხმელიდან,არც ერთი აღარ ეყოლებათ.სავარაუდოდ, მომდევნო თამაშშიც ქულებს დაჰკარგავენ.
gela
თუ ჩემპიონატს არ ითამაშებს, ნაკრებში არ იქნება "ტკბილი მოგონებებით ვინ წაიყვანს?
ლევანი
ჰოლანდიაში ალკმაარში თუ გადავა კარგია, მაგრამ სადააქვთ მაგათ 20 მილიონი.
ქ. გ.
ძალიან ბევრი Tottenham-ის გულშემატკივარი ამტკიცებს, რომ დიდი პროგრესი არის მიღწეულია Tottenham-ის და რუბინის მოლაპარაკებებში.
ნუ მასწავლი
რატომ ვფიქრობ შუქის პეპლებზე?
Kutaisi
Monacoshi gadadis bidzamisis dzmakaci var ertad dzvliet da camocda
giga
რატომ ამბობთ რომ ცუდი სეზონი აქვს ვერ ვხდები, შეაგდო გოლი მეორე მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, კონფერენს ლიგაზე მარტო ათრია რუბინი ნუ ნაკუვთან მარცხი მისი ბრალი არაა. მხოლოდ ბოლო თამაში იყო რომ ზამენაზე შემოიყვანეს უბრალოდ გამოფიტული ჩანდა თან რასაც მაგას ფეხებში ურტყამენ ტერმინატორიც ვერ გაუძლებს
არტ
რა მაინტერესებს იცით? რა პრობლემაა იმაში, რომ ასეთ დროს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ან თვითონ ხვიჩას ან მამამისს და გაარკვიონ რაშია საქმე? საერთოდ რაღაც გაუგებარი ხდება ამ ბიჭის გარშემო და ვინმე რომ სერიოზულად დაინტერესდეს ჩვენი მხრიდან ვგულისხმობ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ფედერაციას - ბოლო ბოლო ნაკრების ერთერთი ლიდერია და რას გავს ეს საერთოდ, ფედერაციას ისეტი უჭირავს თითქოს მას საერტოდ არაფერი ეხება!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ეს საიდუმლო 20 მილიონი ევრო ღირებულა, აპპაა სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
ოოო, ჯუღელმა ნაღდად იცის ის, რომ არაფერი იცის, დანარცენებზე რა მოგახსენოთ, მართლა ისეა გასაიდუმლოვებული, რომ ცრუ და კგბ ერთად ბჭობენ, თუ რა ქნან. ააა, ასეა უკვე მათი საქმე... პუტინს თუთიყუში ყოლია, „„ბორია გადაი““ რაც ცრუ ში და კგბ ში ხდება ყველაფერი სცოდნია, რომ კითხეს ხვიჩას ტრანსფერზე რა ხდებაო? თურმე იტირა საწყალმა, მაგისი მართლა არაფერი ვიციო..
ნოდარ ღაჭავა
ცუდად დაიწყოო ხვიჩამ სეზონი, წერს ვიღაც. თუ უყურეთ საერთოდ თამაშებს? მე ყველა თამაშს ვუყურე და ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ტალანტი ასეთ სუსტ გუნდში რჩება დღემდე. აქ კვდება მისი განვითარების პერსპექტივა. რაღაცით სიტიდან არწასულ ქინქისაც მაგონებს. და ამის მიზეზი ის კი არაა, რომ კვარას შეძენა არ უნდათ, არამედ „რუბინის“ წარმუდგენელი სიხარბე. კაპიკი არ უზით ფეხბურთელი, რაც გადაიხადეს, ათმაგად ამოქაჩეს უკვე (ხვიჩა რომ არ ეყოლებათ, გადაითვალონ მაყურებელი და ტელეტრანსლაციის მსურველები) და კიდევ 20 მლნ ევრო უნდათ არაფრის გამო, ბედნიერი შემთხვევის წყალობით იშოვონ. ამის ნახევარი ფასი რომ დაედოთ, მუქთად იშოვიდნენ 10 მლნ ევროს და ხვიჩა დღეს ტოპ-კლუბში იქნებოდა.
მატადორ777
12 ლაიქი გაქვს ამ წუთისთვის და შენც და მოლაიქეებსაც მინდა გკითხოთ: ცუდი რა ნახეთ, თუ უყურეთ საერთოდ თამაშებს? მე ყვეკლა თამაშს ვუყურე და ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ტალანტი ასეთ სუსტ გუნდში რჩება დღემდე. აქ კვდება მისი განვითარების პერსპექტივა. რაღაცით სიტიდან არწასულ ქინქისაც მაგონებს ეს სიტუაცია. და ამის მიზეზი ის კი არაა, რომ კვარას შეძენა არ უნდათ, არამედ „რუბინის“ წარმუდგენელი სიხარბე. კაპიკი არ უზით ფეხბურთელი, რაც გადაიხადეს, ათმაგად ამოქაჩეს უკვე (ხვიჩა რომ არ ეყოლებათ, გადაითვალონ მაყურებელი და ტელეტრანსლაციის მსურველები) და კიდევ 20 მლნ ევრო უნდათ არაფრის გამო, ბედნიერი შემთხვევის წყალობით იშოვონ. ამის ნაცევარი ფასი რომ დაედოთ, მუქთად იშოვიდნენ 10 მლნ ევროს და ხვიჩა დღეს ტოპ-კლუბში იქნებოდა.
fake connoisseur
ბიჭო აი თუ მართლა გადადის, მაშინ რაღატო იტყუებიან, რატო მალავენ (ვაფშე განცხადებას არ გააკეთებდნენ) და თუ არ გადადის და მართლა ტრავმა მიიღო რა არის მაგაში დასამალი როდის მიიღო, რატო და რა სიმძიმის? ვინმემ კომპეტენტურად შეგიძლიათ ამიხსნათ? - ანუ ახალი დაწყებული მაქ ფეხბურთის ყურება ხვიჩას გამო და იქნებ გამოცდილებმა იცით ასეთ დროს ამას რატო აკეთებენ...
ძველი ანეკდოტი გამახსენდა..
რაბინია იზაურა იყოს კარგად და ჩვენი თავი ჯანდაბასო.. ხციჩას ტრანსფერი განხორციელდეს დროზე და ჩვენი თავი ჯანდაბას, გადავაგორებთ კორონას როგორმე..))
zaza
რა ტრამვა .დდ გვეკაიფება რუბინი და სად მიიღო რო.
გიორგი
არ მჯერა ტრანსფერის
merabi-1960
თუ ჩვენი ფეხბურთელები ნაკრების თამაშებისთვის ვერ გამოვიყენეთ,მაშინ რაში მჭირდება მათი საკლუბო წარმატებები.. იმედია, ტრანსფერი მალე განხორციელდება და ხვიჩა ნაკრების თამაშებში მაქსიმალურს აჩვენებს.
Levani
მე ვიცი კენედი ვინ მოკლა.ვაქცინების მაფიაზეც ვიცი ყველაფერი.კიდე ბევრი საიდუმლო ვიცი,მაგრამ ხვიჩას ტრანსფერი ისეა გასაიდუმლოებული არავინ არ იცის(მარტო 3 კაცმა 1 ჯუღელი,2ე კაცი გუანტანამოს ციხეშია ადინოჩკაში და 3ე გაყინეს დროებით მოსკოვკალბასხალადელნიკში-რამე რო არ წამოცდეს)
ტოტტი
შეიძლება იტყუებიან რო არ გამოუშვან ნაკრებში. ან და მართლა ტრანსფერის გამო გააკეთეს ეგრე.
კოტე ბრეგვაძე
გულდასაწყვეტია, რომ ამ ბიჭის ირგვლივ საეჭვო ხალხი ტრიალებს. თუ ასე გაგრძელდა, ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს, თორემ საშუალო ევროპულ გუნდს გაქაჩავს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
ფ
გენაცვალე ოპტიმიზმში, აბა რაა, ხვიჩა სუპერია!!!
გელა
ქეცბაიამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ თქვა რომ სანაკრებო თამაშების წინ ემართება ყველას ყველაფერიოო ჩემპიონატში თამაშობენ თავს იკლავენ და უცებ რომ მოდის სანაკრებო თამაშები რატოღაც მოულოდნელად მაშინ ემართებათ ტრამვები მაშინ ექმნებათ სავიზო პრობლემები ოჯახური პრობლემები გაიხსენეთ ჰოლანდიასთან არ ითამაშა კვარაცხელიამ მიზეზი რა იყო რომ ტრამვა არ მიიღოს ტრანსფერზეა საუბარიოო ხომ ასე იყოო არაა სადაა ის ტრანსფერი?? ეს კვარაცხელიას ბრალი კიარ არის ეს არის აგენტების და კლუბის ხელმძვანელობის "ნაჩალიჩარი" ამბები არცერთი კლუბის ხელმძღავნელს არ აწყობს რომ ეროვნული ნაკრების თამაშებზე გაუშვან ფეხბურთელები რადგან რისკია ტრამვის მიღების ზედმეტი გადაღლის და ა.შ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს სანაკრებო თამაშების წინ ე,წ ტრამვების უმრევლესობა სად ან როდის მიღეს ფეხბურთელებმა არავინ იცის ყველა ამბობს რომ ვარჯიშზე მიიღეს ტრამვები აქედან გამომდინარე დასკვნების გამოტანაც არ არის რთული.
beqa
ნაკრების თამაშის წინ როგორ ხდება ეს სუულ?!!
მაშასადამე
ეგ საკითხი სულ ეგრე იქნება. რუბინის გარეშეც
დიდგორელი
გადადის! გადადის! ეხ როგორ მინდა ესპანეთის ლა ლიგა ამ ბიჭისთვის!!!! უბრალოდ ვიტყვი რომ მესის ადგილი ჯერ კიდე ვაკანტურია. კვარა მინდა ბარსაში!!!!!!!! ოლე
დათო
იცი რამე ახალი ჩემო ძმაო?რასაც ამ ბიჭზე ვნერვიულობ არ ვიცი რა,დამემართა დიაბეტი მგონი
ზაზა
რა ტრავმა? გადადის! როგორც იქნა!
geo
დაიწყო ეხლა, რა მაინდამაინც სანაკრებო თამაშების წინ? მერამდენედ ხდება ასე რა
დათო
იმედია სატრანსფერო ამბებს უკავშირდება და არა ნაკრებში თამაშის არიდებას..
Მეზღვაური
ფაქტია,რომ მისი მე-3 სეზონი რუსეთში არც ისე სახარბიელოდ დაიწყო,იმედია მოუმატებს და კარგ სეზონს ჩაატარებს.ისეთი აჟიოტაჟია ამ ზაფხულს ხვიჩას გარშემო,რომ იმედია გაამართლებს ავანსებს და ეს ყველფერი ცუდად არ იმოქმედებს მასზე.ფაქტია სტარტი არც ისე კარგი აქვს.წარმატებები ხვიჩას.❤❤
ალექსა
დაიწყო...
ლაშა
იმედია რამე სერიოზული არაა, იქნებ მოიპოვოთ უფრო დეტალური ინფორმაცია, მადლობა.
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა