20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

დავით 67
ამ ბურთის აუღებლობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ გიორგის,მაგრამ კარგი მეკარე ამ ბურთს აიღებდა, მან ცოტა დააგვიანა ნახტომი. ამის გამო არა მგონია მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დასვას. ისე ზოგიერთებს აქ მინდა შევახსენო, რომ მეკარე როგორიც არ უნდა იყოს ის ზოგჯერ უშვებს გოლს!
იდალგო
ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე განიკითხეთ სხვები
Superman
ლორია გამოდი გიცანით
Vasili
27 კომენტარიდან 5 იყო მხოლოდ ისეთი რო ნუ რავიცი, ( ერათი დისლაიკი დამეწერა შემთხვევით, პირიქით მინდოდა) ან აზრზე არაა, არ ბავშვია და ვერ ერკვევა, ან ვალენსიის მოგებაზე ედო, ან უბრალოდ ქართველთმოძულეა! ზოგმა შეცდომა დაუთვალა ხელით ვერ მიაწოდაო ერთხელო , ოლივერ კანს და ბუფონს, ვან დერსაარს ქონდათ შეცდომები , 90 წუთის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ დაუშვებ შეცდომას აბა რა იქნება? რობოტი ხომ არ ხარ? ადამინია! მთავარია აქ შეცდომის ხარისხი არ იყოს კატასტროფული, თორე ფეხბურთელს რომ ბურთი აეჭრება თამაშის დროს ეგ როგორ უნდა გაგიკვირდეს? გოლის გაშვების მომენტში კიდე, მთელი გუნდი ჩაწვა, კონტრიერიშზე დაიჭირეს, ნახევარდაცვა, დაცვა, ჩაეძინაა გუნდს, და გამოსვლაზე ვერ ითამაშაო რომ იძახი, ეტყობა ვერ უყურე თამაშს კარგად, მარტო გოლი ნახე მიმოხილვაში ალბათ! როგორ უნდა ეთამაშა გამოსვლაზე? ბურთზე რომ დაესწრო 10-15 მეტრი ქონდა გასარბენი და კარები ცარიელი რჩებოდა , მეტი შანსი უჩნდებიდა შემტევს გოლის გატანის, თავზე გადაეგდო ბურთი და გოლი იყო ისედაც და თან იმ თავდამსხმელს ბურთთან მხოლოდ 3-4 მეტრიღა აკლდა მისასწრებად , და ყველა ვარიანტში დაასწრებდა მამარდაშვილს, და საერთოდ ეგეთ დინამიკაში ყველა საშუალო დონის შემტევს 10-დან 6-7 გოლი მაინც გააქ! გასატანი უფრო იყო ეგ გოლი, ვიდრე ასაღები!! მეორე გოლი კიდე რაც არ ჩაითვალა სამართლიანად, 4 კაცი იყო ერთი-ერთზე საჯარიმოში და ხელზე თუ მუხლზე მოხვდა და ისე მიუვიდა იმ გოლის ავტორს და იყო თამაშგარე და ლოგიკურად არ ჩაითვალა!!! ვალენსიაში ფეხბურთელი გყავდეს ძირითადში, თან ლოკომოტივიდან გადასული და არ გიხაროდეს?? ძააან ცუდი ადამიანი უნდა იყო!!
სოსო
არ მჯერა,რომ შენ ის დათო ხარ,რომელიც ჩვეულებრივ ამ სახელით დებს პოსტებს და ჩოგბურთის დიდი მოყვარულია.
ვოოტ
ვალენსიას ჩვენს დინამოზე უარესი დაცვა ჰყავს და ვინც არ უნდა იდგეს კარში, გოლებს გარდაუვლად გაუშვებს, თუმცა თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსიც ექნება და ეს კარგია.... თუ დაცვაში ვერ დალაგდნენ, შემტევ გუნდებთან, შესაძლოა, დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და საუკეთესო მოთამაშედ მეკარე დასახელდეს - ასეთი გუნდია და გამოცდილების მისაღებად უკეთესს ვერც ინატრებდა გიორგი.... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან გასვლით მატჩში ნდობა გამოუცხადონ და სასტარტოში დააყენონ, წესით, ლორიას არ უნდა ეწყინოს...
გელა
ამ კომენტარებიდან ჩანს რომ 90% ხართ შურიანები, როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მიდი მამარდ მიაწექი
SL
ჩავთვალოთ ვალენია ჩემპიონია, თუ მსაჯებმა ასე გააგრძელეს. პრინციპში მე წინააღმედეგი არა ვარ ...
ავჭალიდან
ვერ ხვდებით რა ნაციის ხალხი დებს ამგვარ კომენტარებს? ჰააა?!
ქობულეთიდან
მეც ვფიქრობ, რომ გაშვებულ გოლში მამარდაშვილის დადანაშაულება უბრალოდ არ შეიძლება.იმედია შემდეგ მატჩშიც ვიხილავთ მას სასტარტოში
ATP 16
აბა რაა !!! საკუთარი ცხოვრების ვერ მომწყობმა ქართველმა " პროფესორებმა" უფრო არ იციან , რა შესაძლებლობები აქვს მამარდაშვილს , ვიდრე ვიღაცა , ათეული წლის განმავლობაში ვალენსიასა და ესპანეთის ნაკრების მეკარემ ?! აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის , მიუხედავად იმისა უსწავლია , წაუხითხავს , უშრომია თუ უთენებია ღამეები საკუთარი უნარების განსავითარებლად ! საკუთარი განიავებული შესაძლებლობების გამო , არ უნდა გაბოროტდე ადამიანი , რადგან სხვას შეიძლება ბევრი ვერაფერი დააკლო და საკუთარ თავს კი ძალიან ბევრი . წარმატებები გიორგის , საერთოდ არიაქციო ყურადღება , უფრო მეტნი ვართ შენი წარმატებების გამზიარებლებიი .
Მეზღვაური
შეიძლება საუკეთესო მატჩი ვერ გამოუვიდა გიორგის,მაგრამ არც ცუდი იყო გუშინ.ისეთი უპატიებელი შეცდომებიც არ დაუშვია.წესით ალავესთანაც უნდა მიეცეს შანსი. წარმატებები გიორგის,მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს და გამოცდილებას მიიღებს,პლუს ძლიერი მეკარეების მწვრთნელიც ყავს.❤ პ.ს. გამოსვლებზე თამაში რატომ უჭირთ ქართველ მეკარეებს? ლორიას,მამარდას,მაკარიძეს,კუპატაძესაც,4ვე არადამაჯერებელია გამოსვლებზე,არადა ხაზზე თამაშში 4ვე ძლიერია,იმედია ამ კომპონენტსაც დახვეწავს მამარდა და თავისუფლად შეუძლია იგივე ობლაკის დონეზე ავიდეს თავდაუზოგავი შრომით!!!
შოკირებული გულშემატკივარი
ქართულ ფეხბურთს ერთმანეთის წარმატებით გახარება გადაარჩენს
საიმონ
მორჩა ვერ ეღირსება აწი თამაშს,მოუწევს დუბლებში თამაში, ძალიან ცუდი იყო გუშინ,ეტყობა აუარდა თავში
Mosexoneli
ახლა თუ ვინმე დაბოღბილი ან დებილი არაა მამარდაშვილი რაშუაშუაშუა???დაცვას ჩაეძინა ორივე შემთხვევაში.პირველად სად უნდა გამოსულიყო მცველი როცა მოყვება მეკარები არ გამოდიან ისტრუქცი დაიცვა. მეორეზე 2 მეტროში რეაქცია მოასწრო იმან ზევით დაარტყა რაც 100დან 10 პროცენტია გატანა ან ძელი ან ცდება სხვა ნახევარი კარი დაკეტა გიომ ესეც სწორი ნახტომი,უბრალოდ რაღაცები უკვე იღბალზეცაა.მან სწორი ქმედება განხორციალა და მის შეცდომას არ მოყოლი გოლი და რატო უნდა ამიაგდონ???აი მცველები კი გასასახედია.

20 წლის ბიჭია.სტაბილური თამაში სასურველი კია, მაგრამ ყოველ მატჩში სასწაულების მოხდენას ნუ მოვთხოვთ. გიორგი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში თამაშობს.მთავარია რომ ენდობიან!
გიორგი
რათქმაუნდა ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ სილესენი 30 მილიონი არ ღირს. 5 მილიონი ევრო არის მისი ღირებულება.
CHEROELI
30 მილიონიანი მეკარე სათადარიგოზე ზის და ეს ბიჭი თამაშობს.ნუთუ არ გეამაყებათ? მე ცრემლები მახჩობს,როცა ვუყურებ?
წარმატება სპორცმენ და სრულიად დისციპლინირებულ ქართველებს
იმ ადამიანებმა, რომლებიც თქვენსავე ტაქსიში საკუთარი წინდების სუნში იხრჩობით, რადგან ძროხის მოვლა გეზარებათ და ისენი ვინც მენეჯერები უნდა იყოთ, თქვენი ახლობლების აზრით, არ შეულახოთ სახელი იმ ადამიანებს, ვინც საქმეს მართლაც აკეთებენ.

პრაფესორ
აჩი***
სულ რომ 10 გოლი გაეშვა ერთ თამაშში გამოიღოს გოლი ვერც გავიფიქრებდი და არც დავწერდი, დაფიქრდი სად თამაშობს და რა გუნდში, ეს ხომ წნორის მილანის მეკრე არაა
kavkaz
დღეს ვერ იყო მაინცდამაინც დმაჯერებელი მეორე დარტყმაც მაგარი შეცდომა დაუშვა ჯერ ვერ დაიჭირა ბურთი მერე კიდე მის წინ მოიგერია ამას მწვრთნელი ყველაზე კარგად დაინახავს ცუდია მარა შემდეგში არამგონია დააყენოს პირველ თამაშშიც შევამჩნიე რო გამოსვლებზე მაგრად უჭირს თამაში ვერ საზღვრავს თითქმის სულ კარის ხაზზე დგას არ გამოდის ხომე წინ!
დევკალიონი
ჯერ ლორიას შეცვლამდე ბევრი უკლია .
გოჩა
სანამ არ ჩააგდებს თამაშს მანამდე ათამაშებენ არ დაგვავიწყდეს,რომ სილესენი ითვლება ევროპის ერთ ერთ საუკეთესო მეკარედ,მაგრამ სერიოზულ გუნდებში ითამაშა კარგად არის ძირითადში ჩააგდო სკამი ეს როდესაც მეკარეს ეხება თან სკამზე სილესენი თუ გიზის.დღევანდელი თამაში მამარდაშვილს არ ჩაუგდია ესეიგი მომდევნო თამაშში ძირითადში იქნება და ძალიანაც კარგი.
აჩი**
ჩემი აზრით ძალიან კარგად იდგა კარში, უბრალოდ ეს გოლი გაეშვა სილენსენს იტყოდენ აუღებელი იყოვო, და მართლაც მასეა, რადგან გიომ გაუშვა ასაღები იყო გამოსულიყო უნდაო, შეიძლება ბევრი გაუშვას მაგრამ სტაბილურად დგას კარში და ბევრ არ ასაღებ ბურთსაც იღებს, 20 წლის ბიჭია და ვალენსიაში ენდობიან, ჩვენი 20 წლის ფეხბურთელები ესპანეთში ნამყოფიც არ არიან,
შოთიკო
რამ გაგაბოროტა? ასე თუ გააგრძელებ ცხოვრებას საბრალო იქნები...;)
სოსო
მეორე ,არჩათვლილი გოლის დროს,ვალენსიას 8 ნომერი,გოლის გამტანზე უკან იმყოფებოდა.ასე რომ თამაშგარე ნამდვილად არ იყო და ვალენსია,ხელით თამაშმა გადაარჩინა.ძალიან დასალაგებელია,ვალენსიას თამაში.შეტევაში კი,უნიჭოც.კვარაცხელიას ტექნიკის ფეხბურთელს ვერ ვხედავ,მათ შემადგენლობაში,თუმცა ძალიან ბევრს კი დარბიან და იბრძვიან.უკვე ორი ტურია,პენალტების დახმარებით იღებენ ქულებს და ასე,ვერ გაგრძელდება.მამარდაშვილი,ერთხელ შეცდა აშკარად,როცა სწრაფი შეტევა სცადა და ხელით ძალიან ძლიერად შემოტანილ ბურთს,პარტნიორი ვერ დაეწია.დანარჩენი ნორმის ფარგლებში იყო.გოლის მასზე დაბრალება არ შეიძლება,ვერც მეორე,არჩათვლილ გოლში გავამტყუნებთ,ხოლო როცა ბურთი მკერდზე მოხვდა და კარის ხაზიდან ხელით უხერხულად გამოაგდო,დარტყმული ახლოდან იყო და სრულფასოვანი რეაგირება,ძალიან ძნელი იყო.
ლადო
საკვირველია ადამიანი ამდენი ბოღმით როგორ ცხოვრობ. მამარდაშვილი კარგად იქნება, მაგრამ თქვენ ღვარძლი დაგახრჩობთ.
roma
ტფუი
ემიგრანტი
რა ჭირდა დღეს მამარდაშვილს უძილარი იყო? რას გავდა
თედო
მგონი კარგად იდგა დღეს კარში, პირველ გოლში რამდენად შეიძლება მისი დადანაშაულება? სავარაუდოდ ყველა მეკარეს გაუჭირდებოდა აღება, რადგან იდეალურად დაარტყა იმ თავგასიებულმა!
დათო
გამოიღოს გოლი
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს - მამარდაშვილი და მიქაუტაძე
წიტაიშვილის "გრანადა" "კორდობასთან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ