ზრენჯანინში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხვალ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟების შეჯიბრება იწყება
სერბულ ზრენჯანინში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს გოგონათა ტურნირი მთავრდება და ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ბიჭების შეჯიბრება იწყება.

მასში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120).

ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა ლიდერთა უმეტესობა ანუ საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს პირველობისთვის შემოინახა, რომელიც ერთ თვეში - 26-31 ივლისს ბუქარესტში ჩატარდება. თუმცა ახლაც ჭიდაობს ქვეყნის პირველობის რამდენიმე გამარჯვებული და არც ისეა საქმე, თითქოს ამ შემადგენლობიდან ვინმეს გადაწურული ჰქონდეს მსოფლიოზე მოხვედრა. პირიქით - ვინც ახლა განსაკუთრებით გამოიჩენს თავს, ბუქარესტში წასვლასაც გაინაღდებს.

აი, სხვა საკითხია, დროის ასეთ მცირე შუალედში რამდენად მიზანშეწონილია ამ დონის ორ შეჯიბრებაში მონაწილეობა. ამხელა დატვირთვას არათუ ახალგაზრდებს, უფროსებსაც კი არიდებენ. თან ჩვენთან არც სპორტსმენთა კონტიგენტია იმდენად დიდი, რამდენიმე სრულფასოვანი კანდიდატი გვყავდეს, თორემ ვისაც დიდი არჩევანი აქვს, იცოცხლეთ, იმათთვის კარგიცაა - ორ-ორ შემადგენლობას ზრდიან. ასეთი შემჭიდროებული ვადების გამო ორ გუნდს ჩვენი მწვრთნელებიც ამზადებენ, მაგრამ როცა თავს ზევით სხვა ძალა არაა...

შემადგენლობის შესარჩევად ადეიშვილის დიდი არჩევანი ჰქონდა - საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ შეგირდები რამდენიმე უცხოურ ტურნირშიც გამოსცადა. თანხების ეკონომიის მიზნით თურქეთში გასამართი შეჯიბრება გამოტოვა კიდეც, დაზოგილი თანხით კი აზერბაიჯანსა და სომხეთში წაიყვანა გუნდი ანუ დამატებითი სტარტი გამოუვიდა. საბედნიეროდ, შეგირდებმა ლამის ყველა ტურნირზე გაუმართლეს იმედები.

ცხადია, ცალკეული ჩავარდნები იყო, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალზე დამაიმედებელი სურათი დაიხატა - აშკარად გამოჩნდა, რომ, "თავისუფლებისა" არ იყოს, აქაც ნიჭიერი თაობა მოდის. ამ ტენდენციის დაგვირგვინება გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი იყო თბილისში, სადაც ახალგაზრდული ნაკრების წევრები წარმატებით გამოვიდნენ. მონაწილეთა შორის სერბული გუნდის რამდენიმე წევრიც ვიხილეთ, რომლებმაც, მართალია, წააგეს, მაგრამ საერთო ახალგაზრდული სურათი მაინც კარგი იყო.

სერბეთში ხვალ 50, 60, 74 და 96 კილოგრამის ფალავნბი იჭიდავებენ, დანარჩენები კი ზეგ იასპარეზებენ, ჩემპიონატის დახურვის დღეს.

ევროპის შარშანდელ პირველობაზე ჩვენმა ახალგაზრდებმა 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს. ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი (96) გახდა, მეორე ადგილზე კი თორნიკ მახარაძე (50) და საჩინო დავითაია (66) გავიდნენ. როგორც ვხედავთ, ამ სამეულიდან წლევანდელ ნაკრებში მხოლოდ დავიათაია დარჩა. საერთოდ, ნაკრებმა თაობათა ცვლის პროცესი საგრძნობლად განიცადა - უმეტესობამ დაამთავრა აქ გამოსვლა და უფროსებში გადავიდა, გუნდში კი უმეტესობა ახალბედაა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ქართველ "თავისუფალთა" შთამბეჭდავ გამოსვლას ზრენჯანინში - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ანუ ჯამში 6 მედალი რვაკაციან გუნდში. კონტინენტის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, ვერცხლი ბექა პეტრიაშვილს (74) ერგო, ბრინჯაო - თენგიზ ჩოჩიშვილს (60), თედო ებანოიძეს (96) და გენო პეტრიაშვილს (120). ღმერთმა ქნას, ბერძენ-რომაელებმა გააუმჯობესონ ეს შედეგი, თუმცა მისი გამეორებაც კი დიდი საქმე იქნება. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი "თავისუფლები" მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ, თუმცა - დამატებითი მაჩვენებლებით, თორემ თანაბარი ქულები დააგროვეს, 63-63.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა