ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო პაუზა ახლოვდება. ვილი სანიოლმა "ჯვაროსნების" გაფართოებული შემადგენლობა უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. იქამდე, როცა საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს უნდა უმასპინძლოს, ბევრი დრო აღარ რჩება.

ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი მიქაუტაძის თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ისე მოხდა, 21-22 აგვისტოს უქმეებზე, სხვადასხვა მიზეზით, არცერთი მათგანი არ იასპარეზებს.

ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინის" განაცხადში არყოფნას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოფიციალური მიზეზი ტრავმაა, თუმცა ქართველ გარემარბს "ტოტენჰემს" ძალიან აქტიურად უკავშირებენ და ყაზანელთა დანაკლისის რეალურ საფუძვლად გულშემატკივრები სწორედ ამას მიიჩნევენ...

საქართველოს ნაკრების შეკრებამდე "რუბინი", 27 აგვისტოს, "კრასნოდარს" ესტუმრება. ამ დროისთვის კი ბევრი რამ გარკვეული უნდა იყოს...

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ერთწლიანი იჯარით ისევ "სერენს" დაუბრუნდეს (ამის შესახებ ბელგიური HNL-ი წერს). კარგია, როცა ტოპ-5 ლიგაში ქართველი ფეხბურთელი გამოდის, მაგრამ ისიც ფაქტია, "მეცში" ქართველ ფორვარდს ნაკლებ სათამაშო დროს რომ აძლევენ ("რეიმსთან" განაცხადშიც არაა). გიორგი ჩვენი ქვეყნის ნაკრების მთავარ შემტევად მიგვაჩნია - მისი სადებიუტო შეხვედრები ამის თქმის უფლებას გვაძლევს, მაგრამ შეუძლებელია, ნაკლები სათამაშო პრაქტიკა მასზე უარყოფითად არ მოქმედებდეს. მიქაუტაძის საკლუბო ამბავიც სანაკრებო შეხვედრებამდე უნდა გაირკვეს - იქნებ როგორც ქართველი ფეხბურთელის, ასევე "მეცისთვის" უკეთესი იყოს, გიორგის წარმატებული ბელგიური გამოცდილება გაგრძელდეს.

გიორგი ჩაკვეტაძე ეტაპობრივად სასურველ კონდიციებს უბრუნდებოდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის გამო, ბელგიური გუნდის შეხვედრა გადაიდო. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის რამდენად კარგი ამბავია, რთული სათქმელია, რადგან გიორგის ფორმის პიკში შესვლას მეტი სათამაშო დრო სჭირდება.

"რაკოვთან" განმეორებითი მატჩის შემდეგ და საქართველო - კოსოვოს წინ "გენტმა" "ბრიუგესთანაც" უნდა ითამაშოს და იმედია, გიორგი საქართველოს ნაკრებს ძველებურ ფორმაში დაუბრუნდება. "ერთა ლიგაზე" ნაკრების ლიდერი ჩაკვეტაძე მართლაც შეუდარებელ ფორმაში იყო და ევრო 2020 -თანაც ძალიან მიგაახლოვა...

საქართველოს ნაკრები, პირველ რიგში, ძლიერი გუნდი უნდა იყოს, რომელის წარმატებული თამაშიც მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებზე ნაკლებად იქნება დაყრდნობილი, მაგრამ კვარაცხელიას, ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა ფრანგი მთავარი მწვრთნელისა და საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯერ შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრას - კოსოვოსა (2 სექტემბერს, ბათუმში) და ესპანეთთან (5 სექტემბერს, სტუმრად) გამართავს, ამის შემდეგ კი ამხანური შეხვედრის ჩასატარებლად ბულგარეთს (8 სექტემბერს) ესტუმრება.

კალდუნა
ესენი რაც არ უნდა უთამაშებლები იყვნენ, ნაკრებში მაინც მაგრად ითამაშებენ, იმიტომ რომ თავის საქმის პროფესიონალები არიან.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ყავდა, ეგრეა ვილიც, მაგრამ რომც ყავდეს, მთავარია, რომ ზარბაზნები არა გვაქვს, არა! ტრუბაში ჩაყრილი სპიჩკა არ ითვლება, პუგაჩი და ტრიკოს რეზნით დამზადებულ რაგატკებით, ჯერ არავის მოუგია ომი...
emigranti
კვარაცხელია ისევ რუბინშია? უკვე მინიმუმ იუვენტუსში უნდა იყოს
აბგდ
ხვიჩას თქვენ უფრო უკავშირებთ აქტიურად ვიდრე უცხოელები ჰოდა შეეშვით რა!არ უნდათ ეტყობა არიან კომფორტულად რუბინში და სადაც იქნება ყველგან ვუგულშემატკივრებ )))
გიორგი თურმანაული
დამეკარგა ხალისი. მთელი ეს დრო ველოდებოდი ნაკრების თამაშს, რომ ლიდერები ეხლა მაინც ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრებში. იმედს ვიტოვებდი, რომ ამ ფეხბურთელებით ესპანეთის ნაკრებთან გვექნებოდა მოგების შანსი. ეხლაკი, ალბათ დროა შევეგუო, რომ ისტორია უცვლელი დარჩება და ისევ ვერ ვიასპარეზებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე? შეგუებული ვიყავი, როცა არ გვყვავდა საუკეთესო ფეხბურთელები. მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა გვყვავს, მაგრამ ვერ ითამაშებენ. არ ვიცი, როდისღა უნდა გავიხარო საქართველოს ნაკრებით. მაპატიეთ ნეგატიური კომენტარისთვის, მაგრამ იმედს ვერ ვპოულობ, რომ ჩავეჭიდო. ვისურვებდი ჩემი აღშფოთება უსაფუძვლო იყოს...
დიდგორელი
ტრავმების და უთამაშებლობით გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით ეს 11 კაცი მგონია ითამაშებს კოსოვოსთან ბათუმში. დანარჩენი ნებისმიერია მოსალოდნელი ლორია ჩაბრა კაშო ხოჭოლავა აზაროვი კაშია კვეკვე კიტე ოქრი ვაკო ლობჟანიძე(საბა) ზამენები: ჩაკვე ქვილითაია კვარა ჟორჟიკა
tngh
მთავარია ნაკრებისთვის მზად იყვნენ...
დევკალიონი
ქვეყანა კოსოვოს არ აღიარებ და ფეხბურთს ეთამაშები ?! პროტესტის გრძნობა მაინც არ გიჩნდებათ? აფხაზეთის ნაკრები ეთამაშება ბელარუსს ,როგორია თქვენი რეაქცია?
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ასევე არ დაგავიწყდეთ ზუგდიდელი გიო წიტაიშვილი! ეს ბიჭები ერთად გამართული ტაქტიკის შემთხვევაში,ბევრ მაგარ გუნდს შეუქმნიან პრობლემას!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან