ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისთვის დანიშნული ამერიკელი რეფერის ხენარო როდრიგესის შეცვლა მოითხოვა
ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისთვის დანიშნული ამერიკელი რეფერის ხენარო როდრიგესის შეცვლა მოითხოვა, - წერს გაზეთი "სანი". ჰეისა და მის გუნდს აწუხებს ის ფაქტი, რომ ადრე როდრიგესი ოთხჯერ მსაჯობდა კლიჩკოს ბრძოლებს. არ დაზუსტებულა აქვს თუ არა ბრიტანელ ჩემპიონს რეფერის შეცვლის შესაძლებლობა.

პირველად როდრიგესმა კლიჩკოს ბრძოლა 2001 წლის მარტში იმსაჯა, როცა უკრაინელმა ნოკაუტით მოუგო ამერიკელ დერიკ ჯეფერსონს. ერთი წლის შემდეგ ამერიკელმა რეფერიმ განსაჯა კლიჩკოსა და სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოთას ჩხუბი და უკრაინელის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა მერვე რაუნდში.

2003 წლის მარტში როდრიგესი კლიჩკოსა და კიდევ ერთი სამხრეთფარიკელის კორი სანდერსის ბრძოლის მსაჯად დაინიშნა. ვლადიმერმა ის შეხვედრა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. დაბოლოს, 2010 წლის მარტში როდრიგესმა იმსაჯა კლიჩკოსა და ამერიკელი ედი ჩემბერსის ორთაბრძოლა. მე-12 რაუნდის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე უკრაინელმა მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა.

კლიჩკოსა და ჰეის ბრძოლა 2 ივლისს ჰამბურგში გაიმართება. უკრაინელი IBF-სა და WBO-ის ტიტულებს დაიცავს, ბრიტანელი - WBA-ის ტიტულს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა