ალენა სერედოვას და ჯანლუიჯი ბუფონის ხანგრძლივი ურთიერთობა 2011 წლის 16 ივნისს ქორწინებით დასრულდა

ალენა სერედოვა

დაბადების თარიღი: 1978 წლის 21 მარტი

დაბადების ადგილი: ჩეხეთი, პრაღა

სიმაღლე: 180,5 სმ.

პარამეტრები: 94-61-92

თვალის ფერი: წაბლისფერი

თმის ფერი: წაბლისფერი

არის: იტალიური საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლე - ტელე-წამყვანი, მსახიობი და მოდელი.

უმშვენიერესმა ალენამ მსახიობის პროფესიას მოდელისა და ტელე-წამყვანის საქმიანობაც შესანიშნავად შეუთავსა. მსოფლიოს საუკეთესო ლამაზმანის ტიტულის მოპოვების მსურველთა შორის მყოფი ალენა 1998 წელს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მოგვიანებით საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. იტალიურ თეატრში სპექტაკლში „Guglielmo Tell e la Mela“ -ში მონაწილეობის პარალელურად ითამაშა ფილმში „მე ვნახე ვარსკვლავები“. 2004 წელს მონაწილეობას იღებს სათვალის მწარმოებელი ფირმა „BACI&ABBRACCI“-ს ფოტო-გადაღებებში. 2005 წლიდან ალენა იტალიური "Rai2"-ს სპორტული გადაცემა „მეორე საღამო“-ს უძღვება.

პატარა ელისკა

სერედოვების ოჯახში ალენას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ელისკა აღიზარდა. გოგონებმა ბავშვობა ჩეხეთში, ვინორადის დასახლებაში გაატარეს. მშვენიერი ალენას მსგავსად, მისმა უმცროსმა დამ სამოდელო საქმიანობას მიჰყო ხელი და იტალიაში წარმატებული სამოდელო კარიერა მოიწყო. დის მსგავსად ელისკასაც ფეხბურთელი საქმრო ჰყავს.

გრანდე ჯიჯი

ალენა სერედოვას მშვენიერებამ და პროფესიულმა წარმატებებმა "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონამდეც მიაღწია. მათი ხანგრძლივი ურთიერთობა 2011 წლის 16 ივნისს ქორწინებით დასრულდა. ჟურნალისტები ქორწილს ორი დღით გვიან 18 ივნისს ელოდებოდნენ. ჯვრისწერა პრაღაში, მშვენიერი ალენას მშობლიურ ქალაქში, წმიდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში გაიმართა, ხოლო საქორწინო წვეულება ტოსკანაში გაგრძელდა. სტუმართა შორის იყვნენ: ანდრეა პირლო, ჩირო ფერარა, სიმონე ვენტურა, ჯორჯო პანარიელო, ეროზ რამაცოტი, ფედერიკა პანიკუჩი და კარლო კონტი. საკურთხეველთან მიმავალ ალენას რობი უილიამსის სიმღერა “She’s the one” ჩაესმოდა.

ახალდაქორწინებულ ბუფონებს უკვე ჰყავთ ორი ვაჟი. 2007 წლის 28 დეკემბერს მათ ლუის ტომასი შეეძინათ. ბავშვის სახელი ჯიჯიმ კამერუნელი მეკარის ტომას ნ’კოსადმი უზომო სიყვარულის გამო შეარჩია. მეორე ვაჟი, დევიდ ლი, 2009 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა.

ბებერი ქალბატონი და ალენა

33 წლის ჯანლუიჯიმ, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა ბედი ჩეხი ლამაზმანისთვის დაეკავშირებინა სიახლე გულშემატკივრებსაც აუწყა: "მოგესალმებით ყველას. მსურს გახაროთ, რომ მე და ალენამ დაოჯახება გადავწყვიტეთ. ქორწილი პრაღაში გაიმართება".

ჯიჯი, რომ ერთგულია მან "იუვენტუსის" მიმართ არაერთგზის დაამტკიცა. რაღა გასაკვირია, რომ საკუთარი შვილების დედასთან ურთიერთობა ქორწინების ფიცითაც დააკანონა. ჟურნალისტებთან საუბარში მან ასეთი ფრაზაც თქვა: "ალენა და „იუვე“ სამუდამოდ“.

ჯანლუიჯი ბუფონი: "ალენა ერთადერთი ქალია, რომელიც მე მჭირდება. ეს ქორწილი ჩემს ცხოვრებაში ერთადერთია და აღარ განმეორდება.Aალენას ცოლობა დეკემბერში სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ვახშამზე შევთავაზე, თუმცა თანხმობას რამდენიმე დღე ველოდებოდი. იმის მიუხედავად, რომ ორივენი დაკავებული ვართ შევძელით დრო გამოგვენახა. ქორწილი პრაღაში გადავწყვიტეთ, რადგან სიმშვიდეს ვეძებდით. ახლა არა მხოლოდ მამა, არამედ ქმარიც ვარ.

ალენა სერედოვა: "დავქორწინდით, რადგან ლამაზი და ბედნიერი სიყვარული გვაქვს. ქორწინებით ბიოროკრატიული პრობლემებიც მოგვარდა. შევეცდებით მესამე ბავშვზეც ვიზრუნოთ".

განუმეორებელი საჩუქარი

მეორე ვაჟის არსებობა ჯიჯის ალენამ ორიგინალური გზით აუწყა.

ალენა სერედოვა: "გადავწყვიტე ჯიჯისთვის ეს სიახლე საჩუქრის სახით მეთქვა. ცნობილი საიუველირო ფირმის საჩუქრების ყუთში ფეხმძიმობის ტეტსი ჩავდე. მან კი იფიქრა ბრილიანტის სამკაულს ვჩუქნიდი. თავიდან სიცხის საზომი ეგონა. იმის გასაანალიზებლად თუ რა ხდებოდა ხუთი წუთი დასჭირდა".

სტუმრად კიამბრეტის შოუში

ჯიჯი ბუფონი და ალენა სერედოვა დაქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე პიერო კიამბრეტის შოუს ეწვივნენ. მომავალმა ცოლ-ქმარმა თავადაც იხალისეს და ტელე-მაყურებლებიც ახალისეს. ალენამ ხუმრობით ჯიჯისთან ქორწინების სამი მიზეზიც დაასახელა: "პირველი ის, რომ გვყავს ორი შვილი, მეორე - მაქვს გვარი, რომლიც არ მომწონს და მსურს გამოვცვალო. მესამე - როგორც იქნა, იტალიის მოქალაქე გავხდები". მომავალი მეუღლის ამ სიტყვებზე ჯიჯიმ ბევრი იხალისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა