სეზონის სტატისტიკური შეჯამება. გრანდების შემდეგ ყველაზე მაგრები - ”ვალენსია” და ”ვილიარეალი”

თავიდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის სეზონის სტატისტიკური ანალიზი შემოგთავაზეთ. "ბარსელონას" და "რეალის" შემდეგ სხვა გუნდებს ცალ-ცალკე აღარ მიმოვიხილავთ - მათ სტატისტიკას წყვილად შემოგთავაზებთ.

მაშ ასე, დღეს მესამეადგილოსანი "ვალენსიის" და მე-4 ადგილზე გასული "ვილიარეალის" ჯერია. ამ გუნდებმა ესპანეთი (ზემოთ ნახსენებ გრანდებთან ერთად) ჩემპიონთა ლიგაზე უნდა წარადგინონ.

თ მ ფ წ ბ ქ

3. ვალენსია 38 21 8 9 64-44 71

4. ვილიარეალი 38 18 8 12 54-44 62

შეგახსენებთ, რომ ორივე კლუბი ვალენსიის მხარეს წარადგენს, ბოლო სეზონში სულ 4 გუნდი იყო ამ მხარიდან (ამ ორს პლუს "ლევანტე" და "ერკულესი"), მაგრამ ალიკანტეს "ერკულესი" პრიმერადივიზიონს დაემშვიდობა. იყო შანსი ვალენსიის კიდევ ერთ წარმომადგენელს შეევსო პრიმერა, მაგრამ "ელჩე" პლეი ოფის ფინალში ანდალუსიურ "გრანადასთან" დამარცხდა.

1 000 წვრილმანი

ვალენსია

შინ: "ღამურები" ყველაზე დიდი ანგარიშით სწორედ "ვილიარეალს" გაუსწორდნენ - 5:0 მოუგეს; ყველაზე უხვგოლიანი მატჩი "რეალთან" ითამაშეს, რომელიც 3:6 წააგეს, ეს იყო გუნდის ყველაზე დიდი მარცხიც. უნაი ემერიმ 19-დან 12-ჯერ 4-2-3-1 სათამაშო სქემას მიმართა; მეტოქის კარისკენ ყველაზე მეტჯერ "სევილიასთან" მატჩში დაარტყეს (21), არადა, ეს შეხვედრა 0:1 წააგეს; ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა "ვილიარეალთან" განახორციელეს - 10; "ბარსელონამ" "ღამურებს" კარისკენ მხოლოდ 6-ჯერ დაარტყმევინა, რომელთაგანაც ზუსტი მხოლოდ 1 იყო - ორივე ეს მაჩვენებელი უარესია სეზონში; ყველაზე მეტჯერ გუნდი "ხეტაფესთან" დაპირისპირებაში დაჯარიმდა (22), ყველაზე აკურატული კი "რეალთან" შეხვადრაში იყო (6); 13-13-ჯერ მოაწოდა კუთხური "ატლეტიკოსთან" და "ვილიარეალთან", 3-ჯერ "დეპორტივოსთან"; იმავე "დეპორტივოსთან" ვალენსიელი ფორვარდები 8-ჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში; ბურთის ფლობის პროცენტი საუკეთესო "ლევანტესთან" (0:0) ჰქონდათ - 72%, უარესი - რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" - 38%; ყველაზე მეტი მაყურებელი "მესტალიაზე" "ბარსასთან" მატჩზე მივიდა - 50,8 ათასი, ნაკლები - "ესპანიოლთან" და "რეალ სოსიედადთან" (30-30 ათასი).

სტუმრად: ყველაზე დიდი ანგარიშით "ალმერიას" მოუგეს - 3:0, ყველაზე მეტი გოლი "ხეტაფესთან" გავიდა (6), ყველაზე დიდი ანგარიშით "სარაგოსასთან" წააგეს - 0:4; 4-2-3-1 სქემა 11-ჯერ გამოიყენეს; ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ - "მალაგა" (21), ნაკლები - "სარაგოსა" - 2; ზუსტი დარტყმები: მეტი "მალაგა" (8), ნაკლები "სარაგოსა" და "ოსასუნა" 1-1; ყველაზე მეტი ჯარიმა - "ვილიარეალი" (28), ნაკლები - "ბარსელონა" (9); კუთხური 10 "მალაგასთან", 1 "სევილიასთან"; თამაშგარე: 5 "რასინგთან", "სპორტინგთან" და "დეპორტივოსთან", არც ერთი "რეალ სოსიედადთან" და "ლევანტესთან"; ბურთის ფლობა "რასინგი" - 65%, "სევილია" - 38%; მეტი მაყურებელი "ბარსასთან" - 85 ათასი, ნაკლები - "ალმერიასთან" - 10,5 ათასი.

ვილიარეალი

შინ: ყველაზე დიდი მოგება - "ესპანიოლი" 4:0, წაგება - "რეალი" 1:3, მეტი გოლი - "ოსასუნა" 4:2; ხშირი სქემა - 4-4-2 (10); კარისკენ დარტყმა: მეტი - "ბილბაო" 23, ნაკლები - "ბარსელონა" 7, ზუსტი დარტყმა: მეტი - "ოსასუნა" 11, ნაკლები - "რეალი" 2; მეტი ჯარიმა - "ესპანიოლი", "ალმერია" და "სევილია" 16, ნაკლები - "მალიორკა", "ერკულესი" 8; მეტი კუთხური - "სევილია" და "ხეტაფე" 9-9, ნაკლები კუთხური - "ვალენსია" და "მალიორკა" 1-1; მეტი თამაშგარე - "სევილია" 6, ნაკლები - "ბარსელონა" და "ხეტაფე" არც ერთი; ბურთის ფლობა: მეტი - "ლევანტე" 59%, ნაკლები - "ბარსელონა" 31%; დასწრება: მეტი - "ბარსელონა" 23 ათასი, ნაკლები - "დეპორტივო" 15,5 ათასი.

სტუმრად: დიდი მოგება - "სარაგოსა" 3:0, წაგება - "ვალენსია" 0:5, მეტი გოლი - "რეალი" 2:4; ხშირი სქემა - 4-4-2 (11); კარისკენ დარტყმა: მეტი - "რეალ სოსიედადი" 23, ნაკლები - "დეპორტივო" 3; ზუსტი დარტყმა: მეტი - "ერკულესი" 9, ნაკლები - "დეპორტივო" 2; მეტი ჯარიმა - "ერკულესი" 22, ნაკლები - "ბილბაო" და "ალმერია" 5-5; მეტი კუთხური - "სევილია" და "ალმერია" 9-9, ნაკლები - "სარაგოსა" 1; მეტი თამაშგარე - "დეპორტივო" 5, ნაკლები - 4 თამაშში არც ერთი. ბურთის ფლობა: მეტი - "რეალ სოსიედადი", "სპორტინგი" და "ხეტაფე" 64-64%, ნაკლები - "ბარსელონა" 35%; დასწრება: მეტი - "ბარსელონა" 90 ათასი, ნაკლები - "ალმერია" 7 ათასი.

ორი წყვილი

"ვალენსიამ" უფრო მეტი გაიტანა - საშუალოდ 1,68 გოლი მატჩში, "ვილიარეალის" 1,42-ის წინააღმდეგ. "ვალენსიამ" სეზონში 11 გოლი გაიტანა თავურით, კარგი შედეგი აქვს "ვილიარეალსაც" - 8. ამ ორმა გუნდმა სულ 4 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმებით და 2 "ვალენსიას" არგენტინელი ლეგიონერის, ტინო კოსტას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდში შესანიშნავად გაისარჯა თავდამსხმელთა დუეტი - "ვილიარეალში" იტალიელი ჯუზეპე როსის და ბრაზილიელი ნილმარის ანგარიშზე 29 გოლია, ხოლო "ვალენსიაში" რობერტო სოლდადომ და არიც ადურისმა ერთად 28 გოლი გაიტანეს.

"ვალენსიას" ყველაზე დიდი შემწუხებელი გონსალო იგუაინი იყო, რომელმაც ამ სეზონში 3 გოლი გაუტანა "ღამურებს", "ვილიარეალში" კი კრიშტიანო რონალდოს უკავშირებენ ცუდ მოგონებებს, მან "წყალქვეშა ნავს" 5 ტორპედო მოარტყა.

ვალენსია

გოლები: სოლდადო (18), ადურისი (10), მატა (8), პ. ერნანდესი (5), ტ. კოსტა (4), ხოაკინი (4), ჟონასი (3), სტანკევიჩიუსი (2), ბანეგა (2), ალბა (2), მადურო (1), მატიო (1), თოფალი (1), ვისენტე (1), დ. ნავარო (1), ლანცარო (სარაგოსა) ს.კ. (1).

საგოლე პასები

ფეხბ. პასი ვის

მატა 12 6 სოლდადო, 2 პ. ერნანდესი, 1 ტ. კოსტა, ალბა, მადურო, ჟონასი

ხოაკინი 7 4 ადურისი, 1 მატა, სოლდადო, ალბა

პ. ერნანდესი 6 3 მატა, 1 სოლდადო, ხოაკინი, ბანეგა

ბანეგა 4 1 ადურისი, მატა, ტ. კოსტა, ხოაკინი

ჟონასი 3 2 სოლდადო, 1 პ. ერნანდესი

სოლდადო 3 3 ადურისი

მატიო 3 2 სოლდადო, 1 პ. ერნანდესი

ბრუნო 2 1 მატა, სოლდადო

მიგელი 2 1 ჟონასი, სოლდადო

რ. კოშტა 2 1 სტანკევიჩიუსი, მატა

ადურისი 2 1 ხოაკინი, პ. ერნანდესი

ტ. კოსტა 1 1 მატიო

მ. ფერნანდეში 1 1 თოფალი

ა. დომინგესი 1 1 ვისენტე

ალბელდა 1 1 ადურისი

თოფალი 1 1 სოლდადო

ვილიარეალი

გოლები: როსი (18), ნილმარი (11), მ. რუბენი (5), კასორლა (5), კანი (5), ბ. ვალერო (3), კაპდევილა (2), კატალა (1), გონსალო (1), მარჩენა (1), მონტერო (1), სენა (1)

საგოლე პასები

ფეხბ. პასი ვის

კასორლა 9 5 როსი, 2 ნილმარი, 1 კანი, ბ. ვალერო

ბ. ვალერო 8 2 როსი, ნილმარი, რუბენი, 1 კატალა, გონსალო

როსი 5 2 ნილმარი, კასორლა, 1 კანი

ნილმარი 3 1 კასორლა, კანი, როსი

კატალა 2 1 მარჩენა, რუბენი

მარიო 2 1 კანი, ნილმარი

ბრუნო 2 1 რუბენი, როსი

კანი 2 2 როსი

რუბენი 2 1 კაპდევილა, როსი

ა. ლოპესი 2 1 კაპდევილა, ნილმარი

მუსაჩიო 1 1 მონტერო

კაპდევილა 1 1 ნილმარი

სენა 1 1 კასორლა

მონტერო 1 1 ნილმარი

სტაბილური წყალქვეშა ნავი

უნაი ემერიმ 27 ფეხბურთელი გამოიყენა (5 ისეთი ფეხბურთელიც იყო, რომლებიც მხოლოდ განაცხადში მოხვდნენ), ხუან კარლოს გარიდომ კი 28 ფეხბურთელი ათამაშა (+4 მხოლოდ განაცხადში). "ვილიარეალის" გოლკიპერმა დიეგო ლოპესმა ლა ლიგის ყველა, 3420 წუთი ითამაშა. მაშინ როცა "ვალენსიაში" ყველაზე მეტი ხანი მეოდანზე ხუან მატამ დაჰყო - 2582 წუთი. ეს მაჩვენებელი "ვილიარეალის" ხუთი ფეხბურთელისას ჩამორჩება. ამ ორ გუნდში ყველაზე ცოტა ნაჩო ინსამ ითამაშა - 9 წუთი (ვილიარეალი). "ვალენსიაში" ყველაზე ხშირად შეცვლაზე ხორდი ალბა შედიოდა (13), "ვილიარეალში" კი - მარკო რუბენი (18).

ვალენსია

მეკარეები: გუაიტა (20), სესარი (16), მოია (4).

მცველები: მატიო (29), რ. კოშტა (29), მიგელი (24), სტანკევიჩიუსი (21), ბრუნო სალტორი (19), დ. ნავარო (17), დეალბერტი (14).

ნახევარმცველები: ხოაკინი (30), ბანეგა (28), პ. ერნანდესი (27), ალბა (27), ტ. კოსტა (24), მ. თოფალი (23), მადურო (18), ალბელდა (16), ა. დომინგესი (9), მ. ფერნანდეში (7), ისკო (4), ფეგული (3).

თავდამსხმელები: სოლდადო (34), მატა (33), ადურისი (29), ვისენტე (14), ჟონასი (13).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): სესარი - მიგელი, რ. კოშტა, სტანკევიჩიუსი, მატიო - ხოაკინი, მ. თოფალი, ბანეგა, მატა - სოლდადო, ადურისი.

სასტარტო 11 (სტატისტიკით): გუაიტა - მიგელი, რ. კოშტა, სტანკევიჩიუსი, მატიო - მ. თოფალი, ბრუნო, - ხოაკინი, ტ. კოსტა, მატა, - სოლდადო.

ვილიარეალი

მეკარეები: დ. ლოპესი (38)

მცველები: მუსაჩიო (31), კაპდევილა (31), მარჩენა (28), გონსალო (23), მარიო (22), ა. ლოპესი (18), კატალა (15), ორიოლი (6), სისინიო (6), კიკო (4), ტომასი (1).

ნახევარმცველები: ბრუნო (37), კასორლა (37), ბ. ვალერო (35), კანი (33), სენა (20), ვაკასო (11), მატილია (11), კრისტობალი (2), გულონი (1).

თავდამსხმელები: როსი (36), ნილმარი (31), რუბენი (30), მონტერო (8), ალტიდორი (3), ბ. ნიელსენი (1).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, მუსაჩიო, მარჩენა, კაპდევილა - ბ. ვალერო, ბრუნო, კასორლა, კანი - როსი, ნილმარი.

სასტარტო 11 (სტატისტიკით): დ. ლოპესი - გონსალო, მუსაჩიო, მარჩენა, კაპდევილა - ბრუნო, ბ. ვალერო, კანი, კასორლა - როსი, ნილმარი.

უხეში ღამურები

"ვალენსია" უფრო უხეშობდა, ვიდრე "ვილიარეალი" - "ღამურების" ფეხბურთელები სეზონში 7-ჯერ გააძევეს (მათ შორის ლიტველი სტანკევიჩიუსი ორჯერ), "ვილიარეალის" - 4-ჯერ. ამ ორ გუნდში ყველაზე მეტი, 12 ყვითელი ბარათი ვალენსიელმა ტინო კოსტამ მიიღო.

ტრავმებმა ეს ორი გუნდი ნაკლებად აზარალა თუ არ ჩავთვლით ანხელ ლოპესის (ვილიარეალი) 130-დღიან არყოფნას ფეხზე ოპერაციის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ