ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანიელებმა კრედიტი აიღეს

ანიელებმა კრედიტი აიღეს

“გაძეტა დელო სპორტმა” ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა

გუშინ, “გაძეტა დელო სპორტმა” “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კლუბის მესვეურებმა ტრანსფერებისთვის 60-70 მილიონი ევრო გადადეს. ბევრს გაუკვირდა ეს ცნობა, რადგან ტურნულ გრანდში არც არაბული ინვესტიციები ჩადებულა, არც რუსული და არც ამერიკული - მაშინ, საიდან ამხელა ფული? - სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ჟურნალისტთან კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ:

“ევროტურნირებს მიღმა დარჩენამ ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ამიტომ, თანხების მოზიდვა იყო საჭირო. კომპანია EXOR-მა, რომელიც კლუბის საკონტროლო პაკეტს ფლობს, კრედიტის სახით 120 მილიონი ევრო აიღო, რომელიც მთლიანად “იუვენტუსს” მოხმარდება. ბუნებრივია, რომ მთელი ეს თანხა მხოლოდ ტრანსფერებში არ დაიხარჯება, მაგრამ დიდი ნაწილი სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. ანტონიო კონტესთან უახლოეს დღეებში მექნება შეხვედრა და ყველაფერზე დეტალურად დავილაპააკებთ - ვიცი, რომ კმაყოფილია იმ ტრანსფერებით, რომლებიც უკვე გავჩარხეთ, თუმცა ეს რომ საკმარისი არაა, ყველამ კარგად ვიცით”.

“გაძეტა დელო სპორტის” მტკიცებით, ამ 120 მილიონიდან, მინიმუმ 60 სწორედ ფეხბურთელთა ტრანსფერებზე დაიხარჯება. ვერ ვიტყვით, რომ ამ თანხით ხუთ-ექვს ექსტრაკლასის ფეხბურთელს გადაიბირებ, მაგრამ გუნდის გვარიანად გაძლიერებას კი ნამდვილად ეყოფა. პრესაში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, კიდევ ვინ უნდა დაიმატონ ტურინელებმა - აქამდე გაჩარხული ტრანსფერებიდან სამი უნდა გამოვარჩიოთ: რეტო ციგლერმა დაცვა გააძლიერა, ანდრეა პირლომ და მიკელე პაციენცამ კი ნახევარდაცვა. უახლოეს დღეებში, ტურინულ გრანდში შტეფან ლიხტშტაინერიც ჩაირიცხება, რომელიც ამპლუით მცველი გახლავთ. ანუ, შუა და უკანა ხაზი ასე თუ ისე გაძლიერებულია, ჯერი კი წესით შეტევაზე უნდა მიდგეს. შესაძლოა, ტურინელებმა ყველაზე გემრიელი ლუკმა, ან გნებავთ ლუკმები სწორედ ბოლოსთვის მოიტოვეს და მალე კიდევ უფრო ხმაურიანი ტრანსფერების შესახებ შევიტყობთ.

იტალიური პრესა სულ უფრო და უფრო აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ “იუვენტუსის” მესვეურები “პორტუს” თავდამსხმელით რადამელ ფალკაოთი არიან დაინტერესებულნი. 25 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი ფანტასტიკურად ჩაატარა და ის, რომ მისმა გუნდმა ყველა ფრონტზე გაიმარჯვა, ამაში ლომის წილი დაიდო. ფალკაოს მიმართ ევროპული ფეხბურთის არაერთი გრანდი იჩენს ინტერესს და მათთან კონკურენციის გაწევა იოლი არ იქნება. მსურველთა შორის გახლავთ ლონდონის “ჩელსიც”, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ "პორტუს” უკვე ექსთავკაცი ანდრე ვილას-ბოასი ჩაუდგა სათავეში. ესეც რომ არ იყოს, პორტიგალიური ფეხბურთის გრანდის მესვეურები წამყვან ფირვარდთან განშორებას არ აპირებენ, რადგან ვილას-ბოასის გაშვებით ერთი არაპოპულარული ნაბიჯი უკვე გადადგეს - თუ მას ფალკაოსაც მიაყოლებენ, შესაძლოა გულშემატკივართა აგრესიას შეეწირონ კიდეც. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ოპტიმისტურად არის განწყობილი:

“ფალკაო ის ფეხბურთელია, რომელსაც დაუფიქრებლად გავუფორმებდი ხელშეკრულებას. ან რა ფიქრი უნდა, როდესაც გასულ სეზონში “პორტუს” ყველაფერი მოაგებინა და ურიცხვი რაოდენობის გოლი გაიტანა. მისით მართლაც ვართ დაინტერესებულნი და უახლოეს მომავალში მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში ჩავერთვებით. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ რადამელი “იუვენტუსის” მიმართ დიდი სიმპატიით არის განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება. რა შეიძლება იყოს მისი სავარაუდო ფასი? - ალბათ 25-30 მილიონი ევრო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ კი გარიგებაში სხვა ფეხბურთელი არ იქნება ჩართული. ჩვენ ერთი დიდი პლუსი გვაქვს, არაერთი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ფალკაოს სანაცვლოდ შეგვიძლია “პორტუს" მესვეურებს შევთავაზოთ. უფრო მეტად დღეს ვერ დავკონკრეტდები, ყველაფერს დრო გვიჩვენებს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა