მიკელე პაციენცას “იუვენტუსში” გადაბარგების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ “ნაპოლის” მესვეურები კვალიფიციური შუახაზელის გადაბირებას შეეცდებოდნენ

მიკელე პაციენცას “იუვენტუსში” გადაბარგების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ “ნაპოლის” მესვეურები კვალიფიციური შუახაზელის გადაბირებას შეეცდებოდნენ. ასე აგიხდეთ ყვლაფერი - გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლურ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება მარკო დონადელმა გააფორმა.

28 წლის ნახევარმცველი “მილანის” აღზრდილია, უფრო შემოქმედია, მაგრამ ჩაშლაც კარგად ეხერხება - გასული სეზონი “ფიორენტინაში” გაატარა, ფლორენციულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და სამხრეთს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა. ანუ, აურელიო დე ლაურენტისს მასში ერთი ცენტიც არ გადაუხდია - ამად იყო, რომ დონადელის დამატებაზე საგანგებო კომენტარი ბედნიერი სახით გააკეთა:

“ძალიან გახარებული ვარ, რადგან ყველანაირი საფასურის გარეშე მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ. დონადელი ცენტრს კიდევ უფრო შეკრავს და გააძლიერებს როგორც შეტევით, ისე დაცვით ფაზებს. სწორედ ისეთი ნახევარმცველები მომწონს, რომლებიც თანაბარი წარმატებით ასპარეზობენ შეტევაში და დაცვაში. თუმცა, მთავარი ისაა თუ რა მოწონს ვალტერ მაძარის და მინდა გითხრათ, რომ ისიც ძალიან კმაყოფილია. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან თითოეული ტრანსფერი მასთან შეთანხმებით კეთდება. გუნდს მთავარი მწვრთნელი აკომპლექტებს, “ნაპოლიში” მუდამ ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც”.

სამაგიეროდ, აურელიო დე ლაურენტისს მეორე ფრონტზე მოეცარა ხელი და დომენიკო კრიშიტოს გადაბირება ვერ შეძლო. “ნაპოლისა” და “ჯენოას” მესვეურებს შორის დიდ ხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი და თითქოს შეთანხნმებით უნდა დასრულებულიყო, როდესაც უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა. კრიშიტოს ასეთი პოზიცია ყველას გაუკვირდა, რადგან იქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ სიამოვნებით მოირგებდა ნეაპოლური გუნდის მაისურს.

იტალიელი ჟურნალისტების ვერსიით, ძაღლის თავი მის “ინტერში” შესაძლო გადასვლაშია დამარხული. მას შემდეგ, რაც “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჯანპიერო გასპერინი იქცა, კრიშიტომ “ნაპოლისთან” მოლაპარაკების პროცესი ჯერ შეაფერხა, შემდეგ კი ჩიხში შეიყვანა. როგორც ჩანს, გასპერინი ყოფილ შეგირდს “ინტერში” გადაყვანას შეპირდა და გენუურ-ნეაპოლური გარიგებაც ამად ჩაიშალა. თუ ეს მართლაც ასეა, გასპერინის "ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა