ლუსიო, მილიტო და ალექსი ამ ეტაპზე არააქტუალური თემებია

გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟერომ ბოატენგის მოსალოდნელი ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიდან“ „ბაიერნში“ რეალური გახდა. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, რეკორდმაისტერი და „სიტი“ მოლაპარაკებებს აგრძელებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

დღესდღეობით ბავარიული გრანდისთვის ყველაზე პრობლემატური და შესაბამისად აქტუალური საკითხი დაცვის ცენტრი და მისი გაძლიერებაა. „ლელოს“ მკითხველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ „ბაიერნს“ „სიტისა“ და გერმანიის ნაკრების მცველ ჟერომ ბოატენგის ყიდვა უნდა, მაგრამ ამას წინათ გაცნობეთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მართალია, მიუნხენელები ბოატენგს უკვე შეუთანხმდნენ და ამ უკანასკნელმაც თქვა, „ბაიერნში“ გადასვლა ძალიან მინდაო, მაგრამ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მანჩესტერელ კოლეგებთან სატრანსფერო თანხის შესახებ მოლაპარაკებები გაუგრძელდათ. ბოლოს საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „ბაიერნს“ ალტერნატიულ კანდიდატებზე უნდა გადაეტანა ყურადღება.

ახლა ირკვევა, რომ „სიტიმ“ 22 წლის ბოატენგის (13 მატჩი გერმანიის ნაკრებში) სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ბავარიელებს კატასტროფულად ეძვირათ. „მანჩესტერ სიტიმ“ ჟერომ ბოატენგში შარშან 12.5 მილიონი გადაიხადა და მას მერე გერმანელმა მცველმა „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 16 მატჩი (38-დან) ჩაატარა, რის გამოც მისი ფასის გაორმაგება არალოგიკურია.

„კიკერის“ ინფორმაციით, „სიტიმ“ ბოატენგის შემცვლელის ძებნა დაიწყო და როგორც კი იპოვნის, ჟერომს „ბაიერნს“ შედარებით იაფად დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ ბოატენგი ბავარიელებს უკვე მოურიგდა ოთხწლიან კონტრაქტზე.

ალტერნატივებზე კი მიუნხენელები ახლა მხოლოდ ზერელედ ფიქრობენ. ამ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ „ბაიერნს“ ბრაზილიელი ლუსიოს დაბრუნება უნდოდა. ეს უკანასკნელი რეკორდმაისტერის ღირსებას 2004-დან 2009 წლამდე იცავდა, ახლა „ინტერშია“ და ამას წინათ თქვა, რაკი ლუის ვან გაალი „ბაიერნის“ მწვრთნელი აღარ არის, მიუნხენში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდიო. მაგრამ „კიკერი“ წერს, რომ 33 წლის ბრაზილიელმა მცველმა „ბაიერნის“ შეფებს ზედმეტად მაღალი ხელფასი მოსთხოვა. ამბობდნენ, „ბაიერნს“ „ჩელსის“ მცველი ალექსი და ბარსელონელი გაბრიელ მილიტოც აინტერესებსო - ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა