გუშინ, 2 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ფლორენციაში, "არტემიო ფრანკის" სახელობის მოედანზე, ადგილობრივმა იტალიამ ბულგარეთს უმასპინძლა. მოულოდნელად, ევრო 2020-ის მოქმედმა ჩემპიონებმა რეიტინგის 75-ე ნომერი ნაკრები ვერ დაამარცხეს. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მივყვეთ მიმდინარეობას: მე-16 წუთზე "სკუადრა აძურამ" ანგარიში გახსნა. თავი ფედერიკო კიეზამ გამოიჩინა. პირველი ნახევრისთვის განკუთვნილი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ათანას ილიევმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ იტალია 10 ქულით C ჯგუფის ლიდერია. ბულგარეთს 2 ქულა აქვს და მე-4 ადგილს ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას "აპენინელები" 5 სექტემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ. ბულგარეთი იმავე რიცხვში ლიეტუვას დაუპირისპირდება.

Video

იტალია - ბულგარეთი

ტალინში ადგილობრივმა ესტონეთმა ბელგიას უმასპინძლა. შეხვედრა მხიარული და სანახაობრივი გამოდგა, საბოლოოდ კი ბელგიელებმა 5:2 იმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-2 წუთზე თავი მატიას კაიტმა გამოიჩინა. "წითელმა ეშმაკებმა" წონასწორობა ჰანს ვანაკენის გოლის წყალობით 22-ე წუთზე აღადგინა, 7 წუთის გასვლის შემდეგ კი (29-ე წუთზე) რომელუ ლუკაკუს გოლით წინაც გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტშივე, 52-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ ესტონელთა კარი მეორედ აიღო. 65-ე წუთზე თავისი გოლი აქსელ ვიტსელმაც გაიტანა. "წითელი ეშმაკების" რიგებიდან მეხუთე გოლი ტომას ფოკეტმა 76-ე წუთზე გაიტანა, შეხვედრას საბოლოო წერტილი კი ესტონელმა ერიკ სორგამ მატჩის 83-ე წუთზე დაუსვა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ ბელგია 10 ქულით E ჯგუფის ლიდერია. ესტონეთს 3 თამაშის შემდეგ ქულა ჯერ არ მოუპოვებია და მე-5 ადგილზე იმყოფება.

"წითელი ეშმაკები" მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. ესტონელები იმავე რიცხვში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან.

Video

ესტონეთი - ბელგია

ბუდაპეშტში, "პუშკას არენაზე", ადგილობრივმა უნგრეთმა ინგლისს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 0:4 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 0:0 დასრულების შემდეგ "სამი ლომის" ფეხბურთელებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და 55-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის წყალობით ანგარიშიც გახსნეს.

63-ე წუთზე ჰარი კეინმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, რასაც ჰარი მაგუაიერისა (69) და დეკლან რაისის (87) გოლებიც მოჰყვა.

ამრიგად, 4 ტურის შემდეგ "სამი ლომი" 12 ქულით I ჯგუფის ლიდერია. უნგრეთს 7 ქულა აქვს და პოლონეთთან ერთად მე-2-მე-3 ადგილს იყოფს.

ინგლისელები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ანდორის წინააღმდეგ გამართავენ. უნგრეთი იმავე რიცხვში ალბანეთს ესტუმრება.

Video

უნგრეთი - ინგლისი

ასდა
მადლობა შევასწორეთ
მართალი ხარ
და კიდევ ათანას ილიევი და არა ალიევი!
კოტე
ნეტა, თავებს არ იმცირებდნენ ეს ინგლისელები.
გიორგი
ამ დაჩოქილი ინგლისის გამარჯევა აღარ მიხარია.
status quo
არტემოი ფრანჩი კი არა,ფრანკი.თქვენ წერა-კითხვა არ იცით?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა