უიმბლდონის საჩოგბურთო კლუბის თავმჯდომარე იან რიტჩი მატჩების დროს ქალი ჩოგბურთელების ყვირილსა და კვნესას ბრძოლას უცხადებს
უიმბლდონის საჩოგბურთო კლუბის თავმჯდომარე იან რიტჩი ბრძოლას უცხადებს მატჩების დროს ქალი ჩოგბურთელების ყვირილსა და კვნესას.

ის სპეციალური მიმართვით გამოვიდა, რომელშიც მოუწოდა გოგონებს თავი შეიკავონ დარტყმის მომენტში ყვირილისგან, რაც ასე აღიზიანებს გულშემატკივარს და ხელს უშლის მეტოქეს კონცენტრირებაში. ინგლისელის აზრით, ასეთი საქციელი, როგორც წესი, ახალგაზრდა ჩოგბურთელებს ახასიათებთ.

"მათ რიგებში უკულტურობაა გამეფებული", - დაასკვნა რიტჩიმ.

უიმბლდონის კორტების სიმშვიდეს ყველაზე მეტად ბელარუსი ვიქტორია აზარენკა არღვევს. პირველი წრის მატჩში სპეციალურმა აპარატურამ 95 დეციბელის სიმძლავრის ხმა დააფიქსირა, რომელიც 1.5 წამი გაგრძელდა.

თუმცა აზარენკამ მაინც ვერ დაამხო მარია შარაპოვას რეკორდი, რომელიც 2009 წლის უიმბლდონის დროს არის დამყარებული - მაშინ რუსმა ჩოგბურთელმა 101.2 დეციბელის სიმძლავრის ხმა გამოსცა კორტზე! სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ მაშინ შარაპოვამ ბენზინის ხერხის ხმა გადაფარა და მხოლოდ აფრენის მომენტში "ბოინგის" ხმაურს ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა