ორი ულიცენზიო გუნდი და სტადიონების სტადია
გუშინ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელი შემადგენლობა ბოლოჯერ შეიკრიბა. სხდომაზე ფედერაციის დღეს გასამართი ყრილობის რეგლამენტი დაამტკიცეს.

ფედერაციის ლიცენზირების განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ თქვა, რომ ფიფასა და უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზირების პროცესი გამკაცრდა. მან დაასახელა ის შვიდი კლუბი, რომლებმაც ეროვნული და უეფას ლიცენზიები მიიღეს - ”დინამო”, ”ზესტაფონი”, ”ტორპედო”, ”გაგრა”, ”ვიტ ჯორჯია”, ”სპარტაკი”, ”მეტალურგი”. მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზია მიენიჭათ ბოლნისის ”სიონს”, მარტვილის ”მერანსა” და ზუგდიდის ”ბაიას”, ულიცენზიოდ დარჩნენ გორის ”დილა” და ფოთის ”კოლხეთი”. მათ, ისევე, როგორც გასულ სეზონში ”სამტრედიას”, ხარვეზების დროულად გამოსწორება მოსთხოვეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ამ კუთხით დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ილაპარაკა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაცია ფოთის, ქობულეთისა და გორის სტადიონებზე მოედნის საფრების გამოცვლას გეგმავს. სიჭინავამ აღმასკომის წევრებს აცნობა, რომ ”ფაზისზე" საფრის გამოცვლასთან ერთად ფედერაცია ინდივიდუალურ სკამებსაც დაამონტაჟებს, თუ ფოთის მერია და რეგიონის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს შეასრულებენ. მოედანს კი ბერძნული კომპანია მიხედავს, რომელმაც ნაკრების ბაზაზე ჩინებული საფარი დააგო. თუ ფოთის სტადიონზე სამუშაოები ოქტომბრამდე დასრულდება, საქართველოს სუპერთასის მატჩს ”ზესტაფონი" და ”გაგრა" ”ფაზისზე” გაითამაშებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა სიჭინავას ამცნეს, რომ ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციისთვის თანხა გამოყოფილია და საქმეს მალე შეუდგებიან.

პარადოქსული მდგომარეობა შეიქმნა გორში, სადაც ასევე იგეგმებოდა მოედნის საფრის შეცვლა: ”დილას" ხელმძღვანელებს სახელობის სტადიონის საფარი მოსწონთ და ფედერაციას შესთავაზეს - ამას შეეშვით და ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაგვიკეთეთო. სახელმწიფო კი ფედერაციას თანხას კონკრეტულ საქმეში უხდის და ამ შემთხვევაში იმპროვიზაცია არ დაუშვებს. ამიტომ სიჭინავას გორში ჩასვლა და ვითარების გარკვევა სურს.

მან გორის სტადიონზე გასახდელებისა და საშხაპეების მდგომარეობაც ახსენა და თქვა, პრობლემების მოგვარებამდე ”დილას” სხვა სტადიონზე თამაში მოუწევსო.

ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხის ბაზის რეაბილიტაციას თანხის სიმცირე აბრკოლებს და ეს საქმე წლის ბოლომდე ვერ მოესწრება- ფიფა-უეფას მიერ გამოყოფილი სახსრები არასაკმარისია, 2012 წლიდან ზუგდიდში ახალი სტადიონის მშენებლობას კი საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დააფინანსებენ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეც მინდორს ბერძნული კომპანია ცვლის. ბერძნებმა ფედერაციას მისცეს გარანტია, რომ სამუშაოებს მაქსიმუმ 10 აგვისტომდე დაასრულებენ, 1 სექტემბერს კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2013-ის შესარჩევ მატჩში ესპანეთს ამ სტადიონზე უმასპინძლებს. ცხადია, აქ სხვა სამუშაოებიც იგეგმება - გასარემონტებელია გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, პრესლოჟა...

მოედნების უხარისხობის პირობებში ფედერაცია გუნდებს მის ხელთ არსებული მოედნების გამოყენებასაც სთავაზობს. მაგალითად, სანამ ცხინვალის ”სპარტაკი” გორში ”ქართლის” მოედანს მიხედავს, ფედერაცია მზად არის, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვის ”მიხეილ მესხის” არენა მიაქირავოს. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ”ლელოს” უთხრა, რომ გამოუვალი მდგომარეობისას გუნდებს ეროვნული ნაკრების ბაზის 3-ათასკაციანი სტადიონიც დაეთმობათ.

”გარემონტდება მიხეილ მესხის სტადიონი, ”მეტალურგის”, ”ვიტ ჯორჯიას”, ”ზესტაფონის”, ”ტორპედოს”, ”დინამოს” სტადიონები წესრიგშია, მალე მოევლება ფოთის და გორის სტადიონებს და, ფაქტობრივად, სტადიონების პრობლემა მოგვარდება. თუ რომელიმე სტადიონი ლიცენზიას ვერ მიიღებს, გუნდებს ალტერნატივად ფედერაციის კუთვნილ სტადიონებს შევთავაზებთ. გუნდს, რომელიც საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს, ცხადია, გასვლაზეც კარგ მოედანზე თამაშს სურს და მათი ინტერესი გასათვალისწინებელია. სხვა თუ არაფერი, ელემენტარული კომფორტი არავის აწყენს” - ამბობს არველაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა