ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ოქრო-ვერცხლის დასაწყისი - ბიჭები არ ხუმრობენ

ოქრო-ვერცხლის დასაწყისი - ბიჭები არ ხუმრობენ

კოტონერაში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში ჭაბუკთა შორის ჩემპიონი ივანე მამისაშვილი გახდა, თამაზ კირაკოზაშვილი კი ფინალში დამარცხდა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო მალტის ქალაქ კოტონერაში გუშინ დაწებულ ევროპის ჩემპიონატში - თითო ოქრო და ვერცხლი, ასეთია გიორგი ვაზაგაშვილის შეგირდთა მონაგარი. კონტინენტის წლევანდელი ჩემპიონი ივანე მამისაშვილი (55) გახდა, თამაზ კირაკოზაშვილი (60) კი ფინალში დამარცხდა.

ორივე მოჭიდავე საქართველოს წლევანდელი ჩემპიონია, თუმცა შემდგომ შეჯიბრებებში უდავო ფავორიტად კირაკოზაშვილი იქცა. წლეულს ნაკრებმა ორჯერ იჭიდავა უცხოეთში - ანთალიასა და კიევში. კირაკოზაშვილმა ორივე მოიგო, მამისაშვილმა კი პირიქით, ორივე წააგო. ბუნებრივია, ხარისხი არც მის მიერ მოპოვებულ ოქროს დაეწუნება და ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გახდებოდა ევროპის ჩემპიონი, მამისაშვილიც ნამდვილად ქებას იმსახურებს ამ გამარჯვებისთვის, მაგრამ კირაკოზაშვილის შემთხვევაში გულდასაწყვეტი ისაა, რომ აქამდე ყველაფრის მომგებმა წააგო ყველაზე მთავარი! თუმცა სპორტი ასეთია - მუდამ ვერ გაიმარჯვებ...

მამისაშვილმა პირველი შეხვედრა საკმაოდ მძიმედ მოიგო რუს შაპი სურაკატოვთან - იუკოთი, ბრიტანელი სამეულ ჰალი კი დიდი უპირატესობით, ვაზარ-იპონით დაჯაბნა. მესამე წრეში ნაცნობი და საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა - აზერბაიჯანელი ელბრუს ზამანოვი, ვისთანაც კიევში დამარცხდა. ამჯერად ჩვენებურმა ღირსეული რევანში აიღო, თუმცა საამისოდ დიდი ბრძოლა გადახდა - ორივე მეტოქემ ვაზარი მიითვალა, მომავალ ჩემპიონს კი წარმატება იუკომ მოუტანა. ნახევარფინალში უკრაინელ ალექსანდრ იემჩენკოსთან მის ჭიდაობას გვარიანი სიფრთხილე ეტყობოდა, მაგრამ ინიციატივას მთელ შეხვედრაში ფლობდა. შედეგად, მსაჯებმა მეტოქეს დამსახურებულად მისცეს გაფრთხილებები.

შეხვედრის დამთავრებამდე 25 წამით ადრე ჩვენებური იუკოს იგებდა, მაგრამ თვითონაც მიიღო მერე გაფრთხილება და დამატებითი დრო დაინიშნა. საბედნიეროდ, იქ იუკო მიითვალა, თუმცა ეს გდება საკამათო გახდა - მსაჯებმა ერთი პირობა გააუქმეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ სამართალმა იზეიმა. ფინალში აზერბაიჯანელი ისკანდერ ტალიშინსკიც გავიდა, რომელმაც წლეულს ანთალიაში გაიმარჯვა, კიევში კი ფინალი წააგო. თანაც, ამჯერად მან ქვეჯგუფში ბაჩანა ბოლქვაძე დაგვიმარცხა, რისთვისაც მამისაშვილმა იძია შური. ჩვენებური უკანმოუხედავად არც ფინალში უტევდა, მაგრამ ინიციატივასაც ინარჩუნებდა და გაფრთხილებებით მოიგო. ნამდვილად არ ვიქნებით სუბიექტურები, მსაჯებს გადაწყვეტილებებს თუ შევუქებთ - აზერბაიჯანელი თითქოს ტრავმასაც იმიზეზებდა და ორთაბრძოლასაც გაურბოდა.

კირაკოზაშვილმა ფინალამდე ოთხი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო. გაფრთხილებებით მხოლოდ ბრიტანელ აიდენ მოფატს აჯობა მეორე წრეში, უნგრელ ერიკ კორმანისს ორ-ორი ვაზარ-იუკო აართვა, რუმინელი რიხარდ ბარდოსი ნახევარ წუთში დააიპონა, ფრანგი ვილჰელმ ჩერელი კი ჯერ ვაზარზე დააგდო, მერე კი ესეც იპონზე დასცა. ასეთივე უპირატესობით მოუგო აზერბაიჯანელ რაშად რუფულლაიევსაც, რომელიც წლეულს უკვე მესამედ დაამარცხა - კიევშიც მოუგო და ანთალიაშიც. სამწუხაროდ, ფინალში შემართება მხოლოდ საწყის წუთებში ეყო რუსთა დაღესტნელ ელდარ გაზიმაგომედოვთან. მაშინ ერთი გდებაც გააკეთა, რომელიც მთავარმა მსაჯმა იპონით შეაფასა, თუმცა გვერდითებმა გააუქმეს. ციდან ვარსკვლავები არც რუსს მოუწყვეტია, მაგრამ ერთხელ იუკო ალალად მიითვალა და შეხვედრაშიც უპირატესობას ფლობდა. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში კირაკოზაშვილი არ ჰგავდა ყველაფრის მომგებს და ვერც ვერაფერი გააკეთა საჩემპიონოდ.

მედალოსანთა დუეტის გარდა, გუშინ კიდევ სამმა ქართველმა იჭიდავა. იმათგან ზვიად ხუბულური (50) პირველივე წრეში დამარცხდა ჰოლანდიელ გლენ კოპერთან, ბაჩანა ბოლქვაძემ (55) და ჯუმბერ ჩიხიაშვილმა (60) კი თითო შეხვედრა მოიგეს, ოღონდ ჩიხიაშვილმა - პირველივე წრეში, ბოლქვაძე კი იმ ეტაპზე ისვენებდა. ჩიხიაშვილმა მოლდოველ გეორგე გაბუნს სძლია და შემდეგ სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა. ბოლქვაძემ რუმინელი ბოგდან პოპი დაჯაბნა, მაგრამ როგორც ზემოთ გითხარით, მომავალ ფინალისტთან, აზერბაიჯანელ ტალიშინსკისთან წააგო.

დანარჩენი წონების ფალავნები ამ უქმეებზე იასპარეზებენ. წილისყრამ ისე ინება, რომ გოგონათა ტურნირში მონაწილე ქართული კვარტეტი დღესვე გავა ტატამზე - გურანდა შოთაძე (52) სულაც წონით კატეგორიას გახსნის უნგრელ საბინა გერსაკთან შეხვედრით. ამავე წონაში მარიამ ციხელაშვილი პირდაპირ მესამე წრეშია გასული, სადაც რუმინელ ლარისა ალექსანდრა ფლორიანსა და კვიპროსელ მარილენა პანგალოუს შორის მოგებულს ელოდება. ჩვენი გოგოების გუნდის ლიდერი, ანთალიის ტურნირის მომგები მარიამ ჯანაშვილი (57) სერბ ნატაშა სიმონკოვიჩს ხვდება, ანი მინდიაშვილი (63) - პოლონელ ურსულა ჰოფმანს.

ბიჭებში დღეს, 25 ივნისს 66-73-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ჩვენებურთაგან აპოლონ ზურაბიანი (66) აზერბაიჯანელ მიხაილ ანანიევს ეჭიდავება, ამავე წონაში საქართველოს ჩემპიონი გიორგი მუზაშვილი კი პირდაპირ მეორე წრეშია გასული, სადაც მოლდოველ სერგეი სპაჩსა და ჩეხ ფრანტიშეკ სმელნიკს შორის მოგებულს დაეჭიდება. 73-ში ქვეყნის ჩემპიონი ბექა დონღვანი პირველივე წრიდან ჰოლანდიელ ბოიდ დერკსთან შეხვედრით მოსინჯავს საკუთარ შანსებს, ლევან გუგავა კი იმავე ეტაპზე პოლონელ მიესცკო პოლგრაბსკის ძლევას შეეცდება.

კვირას მოჭიდავეთაგან 81 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ტომ გორლიცს ხვდება, ადამ ვარაზაშვილი კი მეორე წრეშია გასული, სადაც მალტელ იაკობ ბეზინასა და ბელარუს ნიკალაი ბარადძინაუს შორის მოგებულთან იჭიდავებს. 90-ში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი გამოკვეთილი ლიდერი, საქართველოს პირველობის, ანთალიისა და კიევის ტურნირების მომგები შალვა ჩოჩელი პირველად ფრანგ ალექს ოლარტეს დაეჭიდება, გურამ თუშიშვილი კი - რუს ალექსანდრ გრაჩევს. მძიმე წონაში ქვეყნის ჩემპიონი გიორგი ლაზუაშვილი გერმანელ ბენჯამინ ბიუზგარნეს ხვდება, გიგა გელაშვილი - ხორვატ მატეი გრუბიცას.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

50 კგ. 1. ელიოს მანზი (იტალია), 2. ვალოდ ხიარი, 3. ლუის მასუ (ორივე - საფრანგეთი), ლუკა კავალო (იტალია).

55 კგ. 1. ივანე მამისაშვილი (საქართველო), 2. ისკანდერ ტალიშინსკი, 3. ელბრუს ზამანოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. ალექსანდრ იემჩენკო (უკრაინა).

60 კგ. 1. ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი), 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო), 3. ვლადისლავ აზოვცევი (რუსეთი), რაშად რუფულლაიევი (აზერბაიჯანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• puskula

გილოცააავთ!!!!!!

• puskula

ყოჩაღ ბიჭებოოო!! 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო მშვენიერი შედეგიაა!! თუ არ ვცდები, ჭაბუკებში ესეთი კარგი შედეგი არასდროს ჰქონია საქართველოს :) ამდენ ქვეყანას შორის მეორე ადგილზე ღირსეულად გავედიით! ერთადერთი რუსეთმა გვაჯობა, რაც გასაკვირი სულაც არააა...15 წლის ქართველი ჭაბუკის წინააღმდეგ 20 წელზე მეტის გაურკვეველი ეროვნების (მაგრამ რუსეთის სახელით მოჩიდავე) "კაცი" რომ იჭიდავებს, რაღა მოგებაზეა ლაპარაკიი??!! თუმცაა, ქართველი ბიჭების სიმამაცემ დაა "გიორგი ვაზაგაშვილის" და ბიჭების ერთობლივმა უდიდესმა შრომამ შედეგი გამოიღო და მედლებით ხელდამშვენებულნი უბრუნდებიან სამშობლოს!! გილოცავთ ბიჭებო! ეს ერთი და სხვა მრავალიიი!!! "თქვენი ერთგული გულშემატკივარი"

დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს