გუშინ, 5 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბელგიამ ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველი გოლი კი დებიუტშივე, მე-8 წუთზე გაიტანეს. თავი რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა. პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ედენ აზარმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში ჩეხები გააქტიურდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა. მატჩის საბოლოო ანგარიში ალექსის საელემაეკერსმა 65-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, E ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ბელგია ლიდერობს. ჩეხეთს 7 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. "წითელი ეშმაკები" მომდევნო თამაშს 8 სექტემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. ჩეხეთი მე-6 ტურს გამოტოვებს და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშებაში 8 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ჩაერთვება. მანამდე კი იმავე 8 სექტემბერს უკრაინის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდებიან.

Video

ბელგია - ჩეხეთი

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისმა ანდორას უემბლის სახელობის მოედანზე უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს. ჯესი ლინგარდმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა. მეორე ტაიმში გულშემატკივარმა გოლი 72-ე წუთამდე ვერ იხილა, აქედან მოყოლებული კი, "3 ლომის" ფეხბურთელებმა მეტოქის კარის ბადე 3-ჯერ შეარხიეს. 72-ე წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 78-ე წუთზე ჯესი ლინგარდმა ანდორის კარი მეორედ აიღო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ბუკაიო საკამ 85-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ I ჯგუში 15 ქულით ინგლისი ლიდერობს. ანდორას 3 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

"3 ლომი" მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. ანდორა იმავე რიცხვში უნგრეთს ესტუმრება.

Video

ინგლისი - ანდორა

სან-მარინომ საკუთარ კედლებში პოლონეთს უმასპინძლა და 1:7 განადგურდა.

პოლონელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს (ლევანდოვსკი 2, სვიდერსკი, ლინეტი), მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკი მწვრთნელმა შეცვალა, მის ნაცვლად კი ადამ ბუკსა შემოიყვანა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. პოლონელმა ფორვარდმა თავი 67-ე, 90+2-ე და 90+4-ე წუთებზე გამოიჩინა.

მასპინძელთა რიგებიდან ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გაიტანეს. თავი ნიკოლა ნანიმ გამოიჩინა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ I ჯგუფში პოლონეთს 10 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. სან-მარინო 0 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, პოლონეთი 8 სექტემბერს ინგლისს უმასპინძლებს. სან-მარინო იმავე რიცხვში ალბანეთს ესტუმრება.

Video

სან მარინო - პოლონეთი

შტუტგარდში, "მერსედეს ბენცის" არენაზე, ადგილობრივმა გერმანიამ სომხეთს უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს. გოლები სერჟ გნაბრიმ (2), მარკო როისმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. მეორე ნახევარში "ბუნდესნაკრებმა" თამაში იმავე სცენარით განაგრძო. 52-ე წუთზე იონას ჰოფმანმა მე-5 გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კარიმ ადეიემიმმა დააფიქსირა, ახალგაზრდა გერმანელმა თავი 90+1 წუთზე გამოიჩინა.

ამრიგად, J ჯგუფში გერმანია 12 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. სომხეთი 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

"ბუნდესნაკრები" მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს. სომხები იმავე რიცხვში ლიხტენშტაინს უმასპინძლებენ.

Video

გერმანია - სომხეთი

ალაშკერტის ფანი
აუუფ, სომხეთი მაინც მეორე ადგილზეა და იბრძვის მუნდიალზე მოხვედრაზე.
ცავატანე გაცატანე
ეეხ, სომხებმა მაინც გვაჯობეს რა! ი მე-6 რო არ გაეშვათ განა რა დაშავდებოდა მაგრამ მაგათ უნდათ ყველაფერში წინ იყვნენ რა...:)
გიო
კარგია საქართველო ამ ჩამონათვალში რომ არ არის
ასდ
უემბლის სახელობის არა, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის... შეეშვით რა ამ საბჭოთა ტერმინოლოგიას, სირცხვილია, 30 წელი გავიდა არ გამიკვირდება ხვალ რომ წავიკითხო ბარსელონას ბარსელონა მილანის მილანის წინააღმდეგ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა