"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Бизнес Online-თან გუნდში დარჩენილ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დარჩა. ჩვენ წინაშე მისი გაყიდვის ამოცანა არ იდგა, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. შეძენაზე კი არც ერთი წინადადება არ ყოფილა - არც ერთი კლუბისგან ოფიციალური მომართვა. არანაირი თანხა მასზე არ გაგვიხმოვანებია. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. თუნდაც ერთი რუბლის შემოთავაზება რომ გამოეგზავნათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ასეთზე თანახმა არ ვიყავი. თუმცა რუბლზეც არ გამოუგზავნიათ შემოთავაზება და კიდევ რაზეა საუბარი.

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ წინადადებები არ იყო. ის დარჩა, რაც გვახარებს. ფეხბურთელი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ: ფეხბურთზე დიდი ინტერესით დაიწყეს სიარული. როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპის კლუბები ბევრ შენაძენს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ახლა ხვიჩა "რუბინის" მოთამაშეა.

ვფიქრობ, ყველა ამ საუბარმა კვარაცხელიაზე რაღაცნაირად იმოქმედა. რაც უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წავიდოდა. ამიტომ ამან რაღაცნაირად მისი დესტაბილიზაცია მოახდინა. ახლა დამშვიდდა და ითამაშებს".

გოჩა
მთავარია ტრავმა არ მიიღოს;წარმატებები ყვიჩას
Thomas
გეთანხმებით. მეც იმედი მაქვს ამათ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინც მას პირადში წერს და შეურაცხყოფას აყენებს, არაფრის ღირსი არაა. საქმე მეტი არ აქვთ, გარდა იმისა 20 წლის ბიჭი ლანძღონ და წყევლონ, ტრავმის გამო ნარებში რატომ არ ჩამოვიდაო. იგივე ხალხია ესენი, ვინც მარტის თამაშებზე მას ტაშს უკრავდა. მიხარია, რომ ნორმალური გულშემატკივარიც დარჩა ამ ქვეყანაში თორე მართლა ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამო უნდა დაიხარჯოს აქ ფეხბურთელი.
თერჯოლელი
ხვიჩას ლანძღვას თავი დაანებეთ,მას ამის მსგავსი არაფერი დაუმსახურებია,აქ სხვა რაღაცაშია საქმე,ბიჭს გულს ნუ უცრუებთ ყველაფერზე,თუმცა მე ხვიჩასი მჯერა,ასე იოლად მას ვერავინ გატეხავს და ყველა მოშუღლისაგან თავის დაცვასაც იოლად ისწავლის,ის ამას თავისი კარგი და გულიანი თამაშით ხშირად დაგვიმტკიცებს.
SHAME!
მალე იტალიურის მასწავლებელი რო მივა ხოლმე მაგასთან ბაზაზე მერე მიხვდებით რატო მოიქცა ასე
აბგდ
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!!! ალბათ ოქტომბრისთვისაც მამუკა ჯუღელი ჩაუპატკატებს და ვერ ჩამოვა((((
ქ. გ.
ხვიჩა! თავი უნდა გამოიჩინო საერთაშორისო შეხვედრებში. რუსეთის ჩემპიონატში თავი დაზოგე, ტრავმებს მოერიდე, პასებით ითამაშე, შორიდან გაიტანე. როგორმე ჯუღელი მოიცილე, თორემ რუსეთში დაგტოვებს სამუდამოდ.
გიორგი
რა დღეში ჩააგდეს ბიჭი ამ არაკაცებმა!!!!
stumari-ს
ჩაკვეზე ამბობს
gio
დაუკავშირდით ჟურნალისტები, რატომ არ ჩამოვიდა, რა აწუხებს და კითხეთ კიდევ რაღაცეები.
BOSS
გაუწყვიტე კონტრაქტი ჯუღელს სანამ დროა,თორე დაგალპობს რუსეთში.ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ვინც არ უნდა დაგიძახოს-წადი!
სოსო
ერიჰაა!ეხლა კი მიჰქარავს,ეს კაცი!სტადიონზე მაყურებელი მოჰყავს და არ აწყობს,ჯერ მაინც მისი გაშვება.ხვიჩას ძალიან ბევრს ურტყამენ და თუ დროზე ვერ გაასწრო,მართლაც დაამჟავებენ.რას ჰკარგავენ,ხელფასი არც ისე დიდი აქვს და კონტრაქტი,2024 მდე.ასე რომ კიდევ ორი წელი,შეიძლება ასე აცოდვილოს პრეზიდენტმა,თუ მართლაც მისთვის სასურველი თანხა არ გადაუხადეს.ალბათ ცოტა ხანმოკლე კონტრაქტი უნდა დაედოთ.მაშინ გაყიდვას დაეხარბებოდნენ,ან კიდევ გაცილებით უკეთესი კონტრაქტით,მის დატოვებას.
გიორგი
ამ ფარჩაკ ნაკრებში, ამ ფედერაციის და ფულზე დახამებული "ფეხბურთის მამების" ხელში არც მე ჩამოვიდოდა, თითსაც კი არ გავანძრევდი. იმის მეშინია მამარდაშვილის კარიერას არ იქონიოს გავლენა ამ ფარჩაკმა ნაკრებმა. რეპუტაციის ამბავია რომ ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ძირითადში რომ არ გაყენებენ, თორემ... დაგიძახებენ ნაკრებში ვაია, არ დაგიძახებენ ვუი
WTF
საერთოდ ეს რა სპეკტაკლი გაითამაშეთ კლუბიან-აგენტიანად?
სოსო
ტრავმა ნამდვილად ქონდა, ხვიჩა რუბინის ბოლო 2 ოფიციალლურ და 1 ამხანაგურ თამაშში არ ყოფილა და წააგო რუბინმა ყველა ესენი. სლუცკიმ წაგების მიზეზი ახსნა: ჩევნ არ გვყავს 2 კვარაცხელია და 2 დესპოტოვიჩი, რომლებიც ახლა ტრავმირებულნი არიან. მათ გარეშე კი მოგება ძალიან ძნელიაო
austria
რა იყო რეალი არ გამოვიდა? ძალიან გაბრექილი და ცხვირაბზეკილია რაღაც,ნაკრებში არ ჩამოვიდა,რუსული ჰიმნი გახდა მისთვის საუკეთესო
stumari
3-4 თვე რაში შჭირდება აღდგენას ვერ გავიგეთ? რამე სერიოზული ტრანვა ქონდა და 1-წელი გაუცდა?ბიჭმა 2-3 კვირა გააცდინა რა 3-4 თვე აღდგენა შემდეგ ტურში რუსეთში თამაშობს.
Me
თქვენ არ ყიდდით კაცო კვარაცხელიას ყოველ კვირაში ხან ტოტენჰემში, ხან მილანში, ხან რომაში და ალაჰმა უწყის კიდე სად არა.
ზიზ
ამ საიმანოვს სიძეთ ხო არ უნდა ეს კვარაცხელია... რაღა არ შემოუთავაზებიათ რაც თანხებზე დასავლურმა პრესამ წერა, ყველა შეშლილი ხომ არაა...
Semi
იმიტომ მეგობარო რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთელები ასარჩევადაა ეცროპულ კლუბებში, ჩვენ რომ ნორმალური ფეხბურთელი არ გვღირსებია იმიტომ გვგონია ხვიჩა მესი.
jigari
ის...დდდ ის კარგად დაიჯერეთ საიმანოვისგან და რუბინისგან რო ტრავმა ჰქონდა ხვიჩას და ამას არ იჯერებ?(თან ისე რო ტრავმის სახეობა და სიმძიმე არ დაუსახელებიათ) და მე მეუბნები რო მე დავიჯერე? სწორედაც რო არ დავიჯერე მაგათი მიტო ვამბობ რო ტრავმა არ ქონია და 13ში რო სასტარტოში შევა ამდენი ხნის "ნატრავმალი", როცა 8ში გამოტოვა ნაკრებში (15ში ქონდა ბოლო თამაში სოვეტოვთან, სადაც "ტრავმა" მიიღო) ეგ დაამატე კიდე... მაშინ დავიჯერებდი როცა აქ ჩამოვიდოდა და ნაკრების საექიმო შტაბი განსაზღვრავდა მაგის ტრავმის სიმძიმეს (საერთოდ ეს სავალდებულოა რომ იცოდეთ და არ ჩამოვიდა). ადმინ არ დაბლოკო
ის.
ნუ. სერიოზულად? საიმანოვის გჯერათ ესეიგი. ) კაი ნამეტანი jigari ყოფილხართ
ExorcisT.+
კვარაცხელიას დასამშვიდებელი არაფერი არ ჭირს, ვინც ახლოს იცნობენ ყველანი ამბობენ რომ სატრანსფერო ციებ-ცხელებას მასზე გავლენა არ მოუხდენია. აი საიმანოვს და მის დამქაშებს კი დამშვიდება არ გიწერიათ
გიორგი
დღეს ჩაკვეტაძის თამაშიდან გამომდინარე მივხდი რომ კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები შეტევაში არის უსუსტესი ელემეტარულად ვერ ვუტევთ ვერ ვამწვავეთ იმედი მაქვს რომ ჩაკვე აღდგენს ფორმას მაგრამ აშკარად მას მინიმუმ 3-4 თვე და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება ამისთვის თან ისე, რომ არანაირი მძიმე ტრამვა და დაზიანება აღარ მიიღოს.
ზაზა
ჯამრთელობას ვუსურვებ ამ ბიჭს სანთელი უნდა დავანთოთ მის ჯამრთელობაზე და იმედი ვიქონიოთ რომ რაც შეიძლება მალე გაეცლება რუსეთს მე რომ დღეს ნაკრების თამაში პლიუს ჩაკვეტაძე ვნახე იმის აჩრდილიც აღარაა რაც იყო და ვინ იცის რამდენი თვე დასჭირდება მას ფორმისაღსადგენათ დღეს საბოლოთ დავრწუნდი რომ საქართველოს ნაკრები თავიდან ბოლომდე არის ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებული ნაკრები კვარა თამაშობს ნაკრებში მაშინ ნაკრებიც სხვანეირი შემართებით და სხვანეირი მოტივაცით არის მოედანზე იგივე საბერძნეთან ესპანეთან კვარა რომ იყო სულსხვაა თამაში გვქონდა კვარას გარეშე კი ვხედავთ რაც დაემართა ნაკრებს კატასტროფა ბოლო 3 თამაში საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე არის ძალიან სუსტი ეს არის დღევანდელი მოცემულობა.
გიორგი
მამარდაშვილი არ გატყდეს ფსიქოლოგიურად მაგის მეშინია,ძალიან ვგულშემატკივრობ და არ მინდა ადგილი დაკარგოს ვალენსიაში
გოგა
ესღა გვაკლდა(( რა გვეხვიჩება? დაგ...ეს თავზე! ეს კიდე თავის მაყუთს ჩივის, წადი ჯუღელს მოკითხე.დ.დ.დ.
jigari
წარმოიდგინეთ, ტიპი იმას კი არ ამბობს რო დიდი ტრავმა მოირჩინა და ითამაშებსო ან დიდი რეაბილიტაცია გაიარა და აღიდგინა ძალები და ითამაშებსო...დამშვიდდაო და ეხა ვსიოო დდდ... აი ამ ყველაფრის მერე ვინც წერთ (რამდენი არგუმენტიღა გინდათ,ეს უკვე აღარაა კონსპირაციის თეორია) კვარაცხელიას ტრავმა ჰქონდა და მაგიტო არ ჩამოვიდაო, აი ზუსტად თქვენ, ზუსტად თქვენთვის არის განკუთვნილი ამ სექტემბრის თამაშების შედეგები... უპრინციპოები ხართ და ნაკრები მარტო ნაკრების თამაშებისას გახსენდებათ (საერთოდ ფეხბურთი). თქვენ არაფერი გაქვთ საერთო ფეხბურთის რეალურ გულშემატკივრობასთან!!!!
Thomas
კვარამ მაყურებელი დააბრუნა ტრიბუნებზე მაგ ჩემპიონატში. რამდენი გულშემატკივარი წერს ინსტაგრამზე, რომ მხოლოდ მისი თამაშის სანახავად მივდვართო. ეს იცის რუბინის ხელმძღვანელობამ და როგორი გასაშვებია ასეთი ფეხბურთელი? არაფრისთვისაც არ იყავით მზად, აღიარეთ, რომ უბრალოდ არ გაუშვით. იქნებ ზამთარში მაინც გადავიდეს. თავისი გადასაწყვეტია, უბრალოდ არ მემეტება რუსული არასანახაობრივი და უხეში ჩემპიონატისთვის. მუდმივად ფეხებში ურტყამენ და მძიმე ტრავმა რომ მიიღოს საერთოდ უკან დაიხევა მისი კარიერა
ჟორა
დამშვიდდით, ყველას და ყველაფერს თავის დრო აქვს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საიმანოვი: მივიღებთ თუ არა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ფულს? - უარესისთვის ვემზადებით
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
სლუცკის შემდეგ "რუბინი" საიმანოვსაც დაემშვიდობება
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"სირცხვილია, უფასოდ წავიდა..." - "რუბინის" ყოფილი გენერალური დირექტორი კვარაცხელიაზე
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს