საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები, ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატი 2017 წლიდან, ტრადიციულად იმართება. საქართველომ პირველ ჯერზე მესამე ადგილი დაიკავა, მერე ორჯერ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, შარშან კი ტურნირის ჩატარებას ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა.

წელს ტურნირში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და საქართველო „ა“ ჯგუფში, რუსეთის, რუმინეთის და თურქეთის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო „ბ“ ჯგუფში ხორვატია, მოლდოვა, ბულგარეთი და იტალია გაერთიანდნენ.

11 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო პირველ მატჩს მასპინძელ რუსეთთან, ჩვენი დროით 14:20 საათზე გამართავს; 17:20-ზე რუმინეთს ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 20 საათზე, თურქეთთან ასრულებს.

ფლეი ოფში რვავე გუნდი გადის და 12 სექტემბერს, „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი მეოთხედფინალში „ბ“ ჯგუფის მეოთხედგილოსანს ეთამაშება, მეორეადგილოსანი მესამეს და ა.შ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მორაგბით მიემგზავრება. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქოპილაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები ფინალში წელსაც ითამაშებენ:

„მიზანი წელსაც მინიმუმ ფინალში თამაშია და იქ ვნახოთ რა როგორ მოხდება. სამწუხაროდ, ყველა სასურველი მორაგბის დამატება ვერ შევძელით და მოსკოვში 12-ის ნაცვლად 10 მოთამაშით მივდივართ. „ხვამლი არენას“ ქვიშის მოედანზე ორი ვარჯიში გვქონა, მაგრამ ბაზაზე ვირუსი დაფიქსირდა და დღეს თბილისის ზღვაზე ვივარჯიშეთ.“

„რუსეთის ნაკრებს ქვიშის რაგბში ძლიერი გუნდი ყავს. წელს მათ უკვე 7 ტურნირი ითამაშეს, ჩვენს მორაგბეებს კი სამი თვეა რაგბი არ უთამაშიათ. რუმინეთს და თურქეთს არ ვიცნობთ, თუმცა ვფიქრობთ მათთან გამარჯვება არ უნდა გაგვიჭირდეს. ტრადიციულად ძლიერი გუნდი ყავს იტალიას, თუმცა ჩვენ მათთან ყველა ჯერზე შევძელით გამარჯვება და ახლაც იმედიანად ვართ“ – ამბობს ქოპილაშვილი.

ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

გიორგი ნათელაშვილი (ხარები); 2. გიორგი კოშაძე (ხარები); 3. ბიძინა სამხარაძე (ლოკომოტივი, კაპ.); 4. ლევან კალანდარიშვილი (ბორჯომი); 5. გიორგი ილურიძე (აკადემია); 6. ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია); 7. დიმიტრი კიკნაძე (იუნკერები); 8. დევი დევსურაშვილი (იუნკერები); 9. ალექსანდრე ძაბახიძე (არმია); 10. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები).

rugby.ge

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
მწარე სიმართლე - დელ პიერომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - დე ძერბი "ტოტენჰემის" ჩაბარებასთან ახლოსაა
გერმანიასთან მარცხი არ აპატიეს - განას მწვრთნელი გაათავისუფლეს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია