ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

• Diax batono!!!

Gidastureb mteli werilis shinaarss.zusti aslia chemi nafiqris.

• sos

თავ ზემოთ საშველი არ არის არ არიან დასაძახებელი ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელები ნაკრებში

• თომა

თავდახრილები აბა რაა, კვდებიან სირცხვილით. მოაჯდებიან ბოლო მოდელის მანქანებს და დაქრიან გიჟებივით, ვითომც ისეთი არაფერი მომხდარიყოს და იმ წაგებულ მატჩში მათ კიარა, ბაბუაჩემ კუკურას მიუძღვოდეს ბრალი. აქ ჩვენ კიდე ვაწყდებით ნერვებს...

• მერე?

ისე კარგად მსჯელობს და ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, რომ არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ ქვეყნის პრეზიდენტიც ეგ უნდა იყოს, უბრალოდ ამ ეტაპზე დაკავებულია ის პოზიცია მზე ქალბატონით

• ოლეგი

ეგ პიროვნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია,თუ რიგითი გულშემატკივარი?ამის შემდეგ ჩემთვის არანაირი კითხვები და იმედიც არ არის...

• სოსო

ყველანაირ პატივისცემას კარგავ უკვე კობიაშვილო და ან აიღე პასუხისმგებლობა შენს ჩასვრილ საქმეზე, ეროვნული ლიგა იქნება, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები თუ ბავშვთა ფეხბურთი ყველაფერი, რომ აგიქოთდა წადი ბიძიკო თანამდებობიდან ან ნამუსი გეყოს და ფეხბურთელებს მაინც ნუ აწმენდ ხელს

• lm

ან სპორტს მიხედე ან პოლიტიკას , ორივე არ გამოდის, კომ პარტია ხო არ არი შე კაი კაცო

• სერგო

ევროპა იცი საერთოდ საითაა

• sergo

ისე ბაზრობ შენ პუტიოვი უნდა ჩანდე ქართული მერკებით ხომ არ შევხვდეთ და ფეხბურთზე და სხვა ბევრ რამეზე ხომ არ ვისაუბროთ , ერთ ბოთლ ტვიშზე დაგპატიჟებდი დასაწყისისთვის მერე კაკ კარტი ლიაჟუტ

• გოგა

ეროვნული ლიგა კატასტროფა, ყველა ასაკობრივი ნაკრებები ნული, ეროვნული ნაკრები ნულს ქვემოთ, გამოდიხარ და იმის ნაცვლად, რო დაგვაიმედო რებს ლაპარაკობ? ფეხბურთელობისას ყველას გვიყვარდი და ჯობია კაცურად გაეცალო აქაურობას, სანამ ხალხს თავს არ შეაზიზღებ

• gia

გადადექი რა

• sergo-s

შენ ვის რა უნდა ანახო ხელის ბიჭიხარ,გაიხესე ევროპაში გადავსებულია სტადიონები,თუ ვინმე ავად გახდა მოიხდის 85-პრ მსუბუქად მიმდინარეობს,აი დანარჩენში შენაირი ხელის ბიჭები არიან

• sergo

შენ ეტყობა არ შეგხებია კოვიდი რა შუაშია პოლიტიკა წამოდი წაგიყვან რეანიმაციაში ერთი დღე პატარა ბიჭები როგორ იხრჩობიან(ხანდაზმულებს თავი რომ დაანებო) რა შუაშია არ შეუშვა ჯერ ერთი მაგას ვინ კითხავს მეორეც ყველაზე მთავარი ისაა რომ ოღონდ შენ გაისწორო და სტადიონზე საყვირლად წახვიდე სხვები გკიდია, ეგრეა ძმაო

ეს ისეთი წარმატებულია ფედერაციაშიც და პარლამენტშიც რომ ერთი-ორი სფერო უნდა ჩავაბაროთ კიდევ!!! ინფრასტრუქტურის მინისტრია თუ ფედერაციის პრეზიდენტი?! ნაკრები ხომ გლიჯავს ყველაფერს და პარლამენტში კიდევ ტრიბუნიდან ვერ ჩსმოყავთ კანონპროექტების განხილვის დროს თურმე!!!

• ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!

ახლა მაინც მიხვდით რამეს? მეტი არაა ჩემი მტერი. მაგას რომ თავმოყვარეობა ჰქონოდა, მაკედონიასთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო. რაც მაგათ იკადრეს, სტადიონზე ნაცნობობით და პარტიულობით რომ დაუშვეს დამსწრეები და გულშემატკივრისთვის ჩაკეტეს და რაც იმ ორუჯრედიანმა ცქიტიშვილმა იკადრა მეორე დღეს, ფედერაციის შენობასთან. მაგრამ არა, მაშინ გამპრავებელი ბევრი გამოუჩნდა და იმ ბიჭებს ნაცები და პროვოკატორები ეძახეს. აგერ შედეგი-მორიგი უტიფრობა!

• როკო

სახელმწიფო მოხელე (ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი თუ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე თანამდებობის პირი), რომელიც დაკისრებულ საქმეს ვერ უძღვება უნდა გადადგეს (თუ სინდისი აქვს) ან უნდა გადავაყენოთ (გავიწვიოთ) , სხვანაირად სახელმწიფო არ შენდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს სპეციალური საკანონმდებლო ბაზა და მის შესრულებაზე უმკაცრესი კონტროლი საზოგადოებამ უნდა განახორციელოს.

• გიჩა

საბურთალომ არ წააგო ბათუმთან იქნებ შემდეგ თამაშზე შვედეთთან დავაყენოთ 6 საბურთალოელი. რა სერიოზული გადაწყვეტილებებიც იყო სამწვრთნელო შტაბისგან ის მიდგომა იყო ფეხბურთელებისაგანაც.საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც რო არ გამოირჩევიან არაფრით პირდაპირ ესპანეთზე რო მიუშვით საღად მოაზროვნე არავინ იყო ?

• Giga

ეს ისეთი გულიანი კაცი ყოფილა მესამე თანამდებობაც უნდა გამოვუძებნოთ.

• Giga

სულელურ კითხვას თუ არ დასვავ პასუხსაც გაგცემენ და დისლაიქებსაც არ დაგიწერენ. მე მაინც გაგცემ მაგ სულელურ კითხვაზე პასუხს: ხვალ დილით ქუჩაში რო გახვალ სახლიდან, პირველი ვინც შეგხვდება სადარბაზოში ის უკეთესი პრეზიდენტი იქნება ვიდრე კობიაშვილი და მისი ბანდაა

• Lasha

მოვითხოვ ფეხბურთის ფედერაციას ჩაუტარდესდამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი აუცილებლად საერთაშორისო კომპანიის მიერ!!!

• Giusha3232

ვკითხულობ კომენტარებს და რამდენი ცდილობს შავის გათეთრებას.წესიერება უწესობა ყოფილა და უწესობა თურმე წესიერებაა.რამდენი შეძლებია ბატონ ფულს და კარგ ცხოვრებას.

• კახა

თემურ ქეცბაია!! მასზე მართალი კაცი ქართული ფეხბურთში არ მინახავს..

• ქუთაისელი

კობიაშვილო გეყოს კაციბა და გადადექი და წაიყვანე შენი სადმაკაცო რაც გააკეთეთ იმაზე ნუ იმასლებით მაგიტომაც იყავით მაქ რო რაღაც გაგეკეთებიათ ამათ უნამუსობას საზღვარი არააქო იმადლებიან სტადიონები გავაკეთეთო აბა ხელფასის გულისთვის მოდით მარტო??? უნდა გაგეკეთებიათ იმასე მეტი ვიდრე გააკეთეთ და თქვენი მაქსიმუმი ამოწურეთ უკვე და გეყოთ წადით,,,, ერთი მაინტრრსებს კიდე სანიოლის თვითონ მოიყხოვა ხიზანიშვილი ასისტენტად მინდაო??? თუ თქვენ შეტენეთ??? უმუშავარი გჩებოდათ ხოო??? სად წაგეყვანათ არ იცოდით და შეტენეთ ნაკრებში როგორც უკვე გამოჩნდა ნათლულებს იძახებთ იმის გამო რო კარგათ გაიყიდონ და მოიწყონ ცხოვრება და მერე ნაკრებში ჩამოსვლაზე მიზეზები არ დაელევათ,,,,, წადი წადი წადი და სხვა მოვა შენ ადგილას მაგალითად მე მაგრათ მინდა ქეცბა მოვიდეს ჯერ საკითხავია თუ დდათანხდება მარა ქეცბა იმნაირი ჯიგარია ისეთი პატრიოტია ჩამოვა და სულს და გულს ჩადებს ფაქტი არა რო გამოუვა მარა ერთი ვიცი დანამდვილებით სიმართლეს გვეტყვის და გულს ჩადებს თავის საქმეში ასე რო მოსვით მაგედან თუ კაცები ხართ და აიღეთ თქვენი პასუხისგებლობა თორე ფეხბურთელები რო “ჭ” კლასის გვყავს და მოვალეობის მოხდის მიზნით რო ჩამოდიან ეგ ჩვენი ვიცით რათქმაუნდა ჯაბა კანკავას არ ეხება ერთადერთი კაცი ვინ ჟირკიანათ და გულით თამაშობს მართლა რო 100% იხარჯება,,,,,,თქვენ კი დავააი მოსვით მაქედან

• ასეა ეს ....

აჰა ამასაც მოვესწარით ადრე მწვრთნელის ბრალი იყო ხოლმე ეხლა ფეხბურთელების!!! მოკლედ მხოლოდ ფედერაციაა უმწიკვლო და მართალი!!!

• S.O.S.

ინფრასტრუქტურა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გააკეთოს და არა ფედერაციამ თქვენ სპორტულ შედეგებს მიხედეთ მილიონები რომ დახარჯეთ და 1-2 გუნდიღა დარჩა ჩვენთვის რომ არ მოუგია სან მარინო და გიბრალტარი ალბათ !!! და ამ ყველაფერზე პასუხი ვინ უნდა აგოს ფეხბურთელებმა ?! მაგარი ლოგიკა გაქვთ ვერაფერს იტყვის კაცი, ყოჩაღ!!! ფედერაციის ხელმძღვანელობას ყველას ერთად რამდენი წიგნი გაქვთ წაკითხული საინტერესოა?!

ფეხფურთელს თუ გული არ უძგერს თავისი დროშის ქვეშ რომ თამშობს, ეგეც ფედერაციას დავაბრალოთ? 3-4 მოთამაშე გვყავს მხოლოდ ვინც თავს დებს ბოლომდე და მადლობა მათ ამისთვის!

• გიორგი

ამას ერთი რა აქვს მოგებული ან რომელი მებრძოლი ეს იყო? შენი პაკალენიიდან დაიწყო თავჩაღუნული სიარული. ხორვატებსაც ვერ უტანდი იმ ფურთს მცველს რო არ მოხვედრილიყო. წადი რამე სხვა შენ პონტში აკეთე საჯაროდ ნუ იფუნქციონირებ.

• შენი კეთილის მსურველი

რომ გრცხვენოდეს გადადგებდი!

• Vasili

სასწაული პირდაპირ, ან ძალიან პატარა ასაკის ბავშვები შემოდიან ამ საიტზე და ვერ ხვდებიან და აზრი ვერ გამოაქვთ შეკითხვაში ან კიდე რა ხდება ვერ გავიგე…/ ვიკითხე ვინ შეიძლება ის პიროვნება ვინც შეუძლება აიღოს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე თქო ??? და ტიპებმა დისლაიკები დამიწერეს? //// ვაააა ძააან ცუდათააა ერი

• სიმართლე

სანამ ქოცი მეფობს არ წავლენ, რომ გადავარდება ქოცი თავისით გაყვებიან!

რომელიც მაგის ნათლული???? ძარია???

• სიმართლე

ჩამოთვალა ქვილითაია, კვეკვესკირი. მე დავამატებდი ყაზაიშვილს. ისიც უნდა ითქვას, ვინ ფიქრობს ნაკრებში ყოფნის დროს კლუბის მნიშვნელოვან თამაშზე. მგონი ესეთ ფეხბურთელების ადგილი გუნდშ არაა, ამ ეტაპზე კვარაცხალიას გარდა ყველა ერთი ერთი დონის არის აბსოლუტურად და ერთი კაცი იქით, ერთი აქეთ არაფერს შეცვლის სხვისთვის კი მაგალით იქნება. არ უნდა ნაკრები კარგად იყოს თავის გუნდში! აუცილებლად უნდა ითქვას ვინ არის!!

• Giusha3232

მეზობელი მყავს თამაზ შალამბერიძე, თავისი საქმის პროფესიონალი და უწესიერესი კაცი.დარწმუნებული ვარ ამ კაცის მსგავსი პატიოსანი და თავისი საქმის პროფესიონალი ბევრი მოიძებნება საქართველოში.დარწმუნებული ვარ სხვის ფულს რომ არ შეჭამენ .რა კობიაშვილით იწყება და არველაძე კალაძით მთავრდება საქართველო?

• სიმართლე

ზარია ხვადაგიანი რა ნიშნით იყვნენ ნაკრებში? რაც ითამაშეს ყველამ ნახა….

• vasil-s

ვასილ დაგავალეს რომ დაგეწერა უცებ,ხიზანიშვილის ნათლული და კობიაშვილის აი ვინ იყო ნაკრებში დავალებით და ახლობლობით გამოძახებულები..რომლებმაც სამარცხვინოდ ითამაშეს ნაკრებში..კობიაშვილი რომ წავა საძმო თან მიყვება უკან რომლებიც მცოლოდ სოლიდურ ხელფასებს იღებენ,ვინ რა გააკეთა რა გინახავს შენრასაც გეუბნებიან უნდა დაწერო,მორჩა ეგ არის შენი ფუნქცია,ბევრიაღირსეული თუნდაც არველაძე შოთიკო…

• გოგა

ხო კობიაშვილო 300 მილიონი დახარჯეთ და ფეხბურთი 0 ქვემოთ, რო დაეშვა ნაკრების ფეხბურთელებს დავაბრალოთ ეგეც:) შენ არაფერ შუაში ხარ კვეკვესკირის და მისნაირების ბრალია, ჭე ლიგა რო გვაქ და არცერთი ასაკობრივი ნაკრები, რო არ გვივარგა:)

• მეზარბაზე

და ამის მერე ათამაშებდებიან ჩვენი უთავმოყვარო ფეხბურთელები?

• rasa

და არ უნდა იყოს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული (ისევე როგორც სპორცმენები არ უნდა მიდიოდნენ მმართველ პარტიებში, როგორც ეს ნაცების დროს იყო და ქოცების დროსაა ახლა)

• Vasili

ვთქვათ გავუშვით კობიაშვილი და გადავაგდეთ, აი მერე ვინ გესახებათ მომავალ პრეზიდენტად??? მართლა მაინტერესებს, აი რომელი გუნდი მოგყავთ?? (ჟორდანია, ახალკაცი, სიჭინავეა&არველაძე ამათზე მეტი მაინც გააკეთა, სიმართლე რომ ვთქვათ კერძოდ ინფრასტრუქტურა, ამათზე მეტი არ გაუფუჭებია საქმე და აი ვინ შეიძლება რომ იყოს მომავალი პრეზიდენტი და ვინ იქნება ის სამუშაო გუნდი?? დაწერეთ გთხოვთ ვისაც გინდათ რომ ეხლავე გადადგეს./ და კიდევ ნათლულებიო რომ იძახით , მაგათ გვარებს რამტომ არ წერთ? რახან არ წერათ ესეიგი ტყულია!

• როკო

კითხვა მაქვს... რა უნდა კიდევ მოხდეს რომ ეს კალაძის საძმო გადაგეს?

• ირაკლი

თამაშების დასრულებისთანავე რომ გამოექვეყნებინა ეს წერილი კობიაშვილს დავიჯერებდი რომ ანალიზი გააკეთათქო, მაგრამ არა მეგიბრებო! დაელოდა რეაქციებს და მერე იძულებული გახდა. კი მაგრამ რაში გამოიხატება სირცხვილი და პასუხისმგებლობა? მხოლოდ სიტყვებში? გადადექი და გაიყოლე შენი გუნდი. ეს არ არის სირცხვილი.

• სიმართლე

ბათუმიდან შენი ნათლული რომ გამოაძახებინე ეს როგორ ჩაგითვალოთ?ან ხიზანიშვილმა თავისი ნათლული? გამოდიხარ და უკანასკნელივით ლანძღავ ფეხბურთელებს,შენ ის კობიაშვილი არ ხარ ვინც პარლამენტიდანაც და ფედერაციიდან ორივეგან ხელფას იღებ,საძმო სამეგობროთი გაავსე ფედერაცია თუ ასაკობრივი ნაკრებები,სალუქვაძე ასაკობრივის მენეჯერი რა დამსახურებუთ?ზამთარაძე ანალიტიკოსად ეროვნულში,რომელი ერთი ჩამოვთვალო და თანაც ჩვენ ვინც ფედერაციაში ვმუშაობთ გვთხოვ ჟურნალისტებს საერთოდ ზურგი ვაქციოთ, ასე არ შეიძლება მარტო კობიაშვილის და მისი მეგობრების არარის ნაკრები და ფედერაცია…

• ერიჰაა

სექტემბერშიც ორი კვირის დანიშნული იყო?

• ერიჰაა

შენ რა გვეკაიფები? რეფერენდუმით დანიშნული პრეზიდენტი დაამარცხებს კოსოვოს? პ.ს. ნაპოლეონი სახალხო რევოლუციის ტალღას მოყვა. და იმპერატორი რეფერენდუმით გახდა. ფანდარასტი კოკოითი ყოველითვის ბოლო კვირას ატარებდა რეფერენდუმს თავის პადიეზდში. მეტი რა ფაქტები გინდა პოპულიზმს რომ შეეშვა?

• ალექსანდრე ფერაძე

მაპატიეთ, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ერთდროულად უძღვებოდე ფედერაციას და პარლამენტის მანდატს, გულწრფელად მინდა პასუხი.

• ფ

100% გეთანხმები, კობი მართალი კაცი მგონია, ბარემ ხელი დაედო კონკრეტული ფეხბურთელებისათვის, გერმანელებმა მიულერი და ჰუმელსი არ დაინდეს და ესენი ვინ მიგდია, უნახავმა რა ნახაოები.

• დათო-რუსთავი

უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგას იგებს ტორპედო , მეზღაპრე კახაიე კუჭავამ ეგრე სთქვა და რა უფლება გვაქვს არ დაუჯეროთ !!! ნეტარ არიან მორწმუუნენი :-) კობიზე კიდე რა ვთვა მიუხედავად იმისა რო ქოცმატყუარების გუნდიდანაა მაინც მჯეროდა რო ფეხბურთს მიხედავდა, პარლამენტარობა რო მოინდომა მაშინ მივხვდი რო ფულის საკეთებლად და მარტო ქოც პარტიის ინტერესების გამტარებელი იყო და არა საქმის საკეთებლად მოსული, ეხლა გინდა ფეხბურთელებს დააბრალოს გინდაც მწვრთნელებს, მაგ ყველაფერის დალაგება და დისციპლინა ნაკრებში ფედერაციის პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა ... სამწუხაროდ ესეც მატყუარა აღმოჩნდა

• ზურა

ტრაგედია ის არის, რომ საკუთარი თავის არ გრცხვენია!

• გიორგი

მე კიდე მრცხვენია ქოცისტანში ცხოვრება

• zb

რომ გრცხვენოდეს გადადგებოდი!

• romandro

მაგაში გეთანხმები...ფაქქტია...ცენტრალურ სტადიონებზე ხელოვნური ბალახის მაგივრად ბუნებრივი მინდვრების დაგება რომდაიწყო...ასევე სტადიონების შენება და რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთი რო უფასო გახადა...ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს (2016 წლამდე 12ათასამდე ბავშვიიყო დარეგისტრირებული დგეს 21ათასამდე გაიზარდა) უბრალოდ ეგაა შედეგი გვეჩქარება და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს(ვისაც დანახვა უნდა დაინახავს)...

• Gia

სულ ეს მოიფიქრა?ვინ აგო ამ ქვეყნის შერცხვენისთვის პასუხი ამან რო აგოს.

• სუს

მერე პირადი ინტერესები ამპარტოვნობა გადადევი გვერდზე და ნეპოტიზმს შეეშვი გაზარდეთ პერსპექტიული ბავშვები და აღარ შეგრცხვება მერე... თუ ვერ ხვდები გეუბნები

• levani

მეგობარო, ეს მხოლოდ ფეხბურთში, რომ იყოს რა გვიჭირს? ყველგან ნეპოტიზმი და არაპროფესიონაიზმმა და ნათესავების დასაქმებებმა უკვე ნიჰილიზმმამდე მიიყვანა ერი, რათქმაუნდა უნდა დავდგეთ ერთად, უკვე ყელშია ამათი, ე.წ "ობშიაკები" და სულ ეგრე იქნება, ესენი კი იცოცხლებენ კიდევ 30 წელი და ველოდოთ? :დდდდ

• პაპა

2 სკამზე რომ ზიხარ არ გრცხვენია?ფული ხომ არ გიჭირს,არ ჯობია ფეხბურთს მიხედო,სპორცმენს რა გინდა პარლამენტში,მიხედე ფეხბურთს თუ შეგიძლია თუ არადა საქმის გამკეთებლებს ჩააბარე ეს საქმე.ფეხბურთის ყურება აღარ მინდა ისე შემაზიზღეს ეს თამაში.

• რა გვეშველება?

როგორ უნდა განეწყოს ფეხბურთელი თავდადებისთვის, თუ ხედავს, რომ ეროვნულ ნაკრებში კი არა, ვიღაციას კერძო კანტორაში გამოიძახეს. თქვენ მართლა დებილები ხომ არ გგონივართ ყველა? რა ესაქმება ბათუმის 4 ფეხბურთელს ეროვნულის სასტარტოში? იმ ბათუმის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ლიგას, რომლის წარმომადგენელი არცერთი ინტერევროპული ლიგის ჯგუფურ ეტაპს არ ახსოვს? გიბრალტარის ჩემპიონატმა აჯობა მაგ თქვენს ეროვნულ ლიგას და იქიდან 4 ფეხბურთელს რომ დააყენებთ ქვეყნის პირველი გუნდის სასტარტოში, ამის შემხედვარე ფეხბურთელებს რა თავდადებაზე ესაუბრებით? თქვენ ფული აკეთოთ და 35 წლის კანკავამ თქვენი შემოტენილი ფეხბურთელების სარბენიც ირბინოს? რომ მოინდომოს, არ ხდება ესე! ვერ განეწყობა! ერთხელ თუ არა, მეორედ თუ არა, მესამედ ჩაიქნევს ხელს! ქვეყანაზე კი არა და გულშემატკივარზე კი არა, თქვენს გამოსწორებაზე და საკუთარ სანაკრებო კარიერაზე ჩაიქნევს ხელს, თქვე არამზადებო! რცხვენია ბიჭს! თუ გრცხვენია, რაღას ელოდები, გადადექი!

• ფეხბურთი

ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი უნდა ერთად დავდგეთ, მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტის და მთელი მათი ამალის გადაყენება და რეფერენდუმის წესით დავნიშნით პრეზიდენტი,რომელიც იქნება ქართული ფეხბურთის და ქართველი ხალხის ქომაგი და არა ნათესავების და ძმა-ბიჭების გამდიდრებით დაკავებული.

• jigari

ისევ იმ ციკლში შევდივართ... როგორ მახსოვს ქეცბაია რო აკრიტიკებდა ჩვენს ნაკრებს მაშინ ყველა აგინებდა და ნაციონალს ეძახდა, ზუსტად იგივე სცენარი დღესაც... არადა ერთიც მართალი იყო და მეორეც.. ჩვენს ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში მოვალეობის მოხდად მიაჩნიათ და არა სამშობლოსთვის თამაშად!!!

• ატლანტამ მხრები გაშალა

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. რაიოოოოო????????

• mmm

პატიოსანი არის თუ არა თუ არ იცი ჰაერზე არ უნდა ილაპარაკო კაცმა. ყოველი შემთხვევისთვის როგორც ფეხბურთელი მშრომელი იყო. თავიდან გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ გუნდების დაფინანსებას დიდი არაფერი ეფექტი ექნება თუ ბიზნესმა არ ჩადო ფული. ამიტომ ის დაფინანსება ჯობდა ბავშთა ფეხბურთში ჩაედო სრულად. სამწუხაროდ დიდი დრო დაიკარგა. ჩვენ გვჭირდება 10 წლიანი გეგმა ბავშთა ფეხბურთში ფულის ჩადებით და უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, როგორც მწვრთნელების ისე ფიზმომზადების სპეციალისტების. ისე ვინც უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი შანსი არ აქვს ნაკლებ დროში ვერაფერს მიაღწევს.

• ჭუმიკა

სიაფანდია, გვაბოლებს.

• Levani

ანალიზი- ფედერაციამ ვაისი გაშვების მერე გადაწყვიტა 3-4 თვის ხელფასი დაეზოგა და მწვრთნელი ოფიციალურ თამაშებამდე რამდენიმე კვირით ადრე დანიშნა ისე რო დროც არ მისცეს გუნდის გაცნობის. სამაგიეროდ მიუჩინეს ხიზანიშვილი-"ამან იცისო".

• დავიდ რევაზოვიჩი

მე მჯერა!!

• Giusha3232

თავის გადარჩენა გინდა? ასუხისგებლობა არა? ამის ზღაპრების ვის გჯერავთ?

• პროფესორ

მართალს ამბობს!

• Giusha3232

პირველუ გასაწმენდი კობიაშვილია.თევზი თავიდან ყარს ატივცემულო!

• Giusha3232

ვიზე საუბარი იქნებ ჩვენც გაგვაგებინო.მადლობა წინასწარ

• Giusha3232

მაგით რის თქმა გინდა, რომ პატიოსანი კაცია?

• ირაკლი

არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თავისი ნებით წასულიყოს თანამდებიბიფან და არც მომავალში მოხდება მსგავსი რამ სამწუხაროდ. კობიაშვილის საოცარი იმედი ჰქონდა ხალხს, ამან კი დომენტის, ჟორდანიას და უმცროსს ახალკაცს გადაასწრო ნეგატივით. სამარცხვინო ბიჭი აღმოჩნდა ლევან კობიაშვილი, შეეძლო ლეგენდად შესულიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ეხლა შევა მორიგ კორუმპირებულ ჩინოვნიკად. მუჯირზე, ხიზანიშვილზე, ცქიტიშვილზე და იაშკაზე ლაპარაკიც არ მინდა. ეგენი საერთოდ ფეხბურთს კი არა არც ერთ საქმეს არ უნდა გააკარო. კითხვა ეხლა ერთია, როგორ მოვიცილოთ ეს წურბელები ფედერაციიდან?

• სიმართლე

კობი ალბათ ერთადერთი ქოცია, რომელიც არ იწვევს ჩემში ზიზღს! დავიწყოთ იქიდან რომ რაც კობის პრეზიდენტობისას სტადიონები გაკეთდა ჯამში უფრო მეტია ვიდრე ყველა სხვების პრეზიდენტობისას ერთად! დარწმუნებული ვარ რომ არც მწვრთნელის საქმეებში ერევა, იმიტომ რომ ვერც ერთ ქართველს ვერ ნახავთ რომ ჩარეულიყო და ის შემადგენლობა დაეყენებინა რაც ესპანეთთან იყო. ფეხბურთს კიდე ეხლა ნაკრების ფეხბურთელების ნაცვლად ვერ ითამაშებს, როცა შეეძლო არავისზე ნაკლებად და არავისზე ნაკლები თავდადებით არ თამაშობდა

• სამგურალი

გამოდის და ფეხბურთელებს ლანძღავს ეს რა უტიფრობაა,რატომ გამოაძახებინა თავის ნათლული ან თუნდაც ხიზანიშვილის ნათლული? ბათუმიდან საკმაოდ სოლუდურ თანხას რომ გირიცხავენ ეხლა მიუღებელია?

• Emigranti

ბუნებრივია მიზეზს ვერ იპოვნიდი, რადგან საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ და გირჩევნია შემადგენლობა გადათვალო ორჯერ. ორ კურდღელს დასდევ იცოდე…

• ანტა

ეს ისე ლაპარაკობს ფედერაციის პრეზიდენტობა და პარლამენტარობა არ ყოფნის ყველაფერს გაართვა თავი და ახლა სპორტის მინისტრობაც უნდა რომ შეითავსოს

• კახა. კ უ ჭ ა ვ ა

გვაცალეთ ცოტაც და ლიგას იგებს ტორპედო ... ამ სიტყვებითაა ყველაფერი ნათქვამი . ქოცხროვის ზღაპრების კიდევ გჯერათ

• დათო სიმართლე

შენ რომ საქმის და არა ფულის საკეთებლად იყო მოსული ორ სკამს ,კონკრეტულად პარლამენტარობას თავს დაანებებდი მაგრამ მაგ შენ ნაშოვ მილიონებს გაფრთხილება და გაორმაგება ხომ უნდა ... კიდევ ვის გაუგონია მთავარ მწვრთნელს ფედერაციის შეტენილი თანაშემწე ყავდეს . ამიტომ თავი დაანებე დემაგოგიას და ფეხბურთელებზე ყველაფრის გადაბრალებას , სანამ შენ და შენი მოძველბიჭო კორუმპირებული საძმაკაცო იქნებით ფედერაციის სათავეში მანამდე სულ ამ წუმპეში ვიქნებით . არ დამიბლოკოთ გთხოვთ

• 888

მოაშორეთ ეს ფულის მონა ფედერაციას!

• გიო

წადი ლევან, ორი კურდღლის დევნა ერთად არ შეიძლება!!!!!

• ნიკა

ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით... ამ თქვენს ნათქვამ ფრაზაში არის გასაღები. საქმეც ის არის რომ არ ვთამაშობდით თანაბარი შემადგრნლობით მინდვრის გადამწყვეტ ზონაში - ნახევარდაცვის საყრდენ ზონასი, ვინაიდან როგორც კოსოვოს, ისე ესპანეთს, ისე ბულგარეთ, ხოლო მანამდე ნიდერლანდებს, კიდევ უფრო ადრე კი ჩრდილო მაკედონიასა და სომხეთს ამ ზონაში მივლინებული ჰყავდათ დამატებით ორ-ორი ფეხბურთელი ხოლო ჩვენ ამის წინააღმდეგ რატომღაც კონტრპრესინგი არ ვითამაშეთ.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

რატომ არ თამაშობენ და უკვე პოლიტიკოსობაზე ფიქრობენ.

• დ.დ.

დათვლაც ცოდნია ! რას არ გაიგებს კაცი ! თურმე შერცხვა კიდეც, მაგრამ ჯერ ვერ გაწითლდა. ფედერაციის პირველ სამეულს გაწითლების უნარი არ გააჩნია. დანარჩენები წითლდებიან მათ მაგივრად ! ადამიანები კი, ცხოველებისგან მხოლოდ გაწითლების უნარით განსხვავდებიან .

• გიორგი

ეს რომ სხვას უსაყვედურებს. ფულის მოტეხვის გარდა არაფერი იცო კობიაშვილო.

• დევკალიონი

კიტეიშვილი მაგალითად, ჩამოვიდა, მერე ტრამვა აღმოაჩინეს ,ახლა გავა და მონაკოსთან ითამაშებს ,ასეა სხვებიც ,მიდი კობი შენს გვერდით ვართ ,გაწმინდეთ ნაკრები უგულო მანთურქებისაგან , მაგათთვის ფულია სამშობლო და უფალიც .

• ავჭალიდან

შენ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე რომ არაფერს ამბობ?! თევზი თავიდან ყროლდება ბაბა. მთლად ყველაფერს ნაკრების ბიჭებს ნუ დააბრალებ შენც მოგეკითხება ეს შედეგები!!!!

• merabi-1960

როცა ნაკრები წარუმატებლად თამაშობს და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება.წაგების მიზეზად ძირითადად სახელდება მწვრთნელი, ფეხბურთელების მოუნდომებლობა და სხვა...თითქმის არავინ ამბობს, რომ ჩვენთან პროფესიონალები არ იზრდება იშვიათი გამონაკლისის გარდა.ქვეყნის გარეთ ვინც მიდის,ფულს იშოვიან და მორჩა,ზრდა აღარავის აინტერესებს.აბა გადაახვიეთ და დააკვირდით რა დონეზეა ბოლო თამაშებში მონაწილე "ფეხბურთელების" მომზადება.რამდენი შეცდომა აქვთ ბურთის მიღების დროს, პასის მიცემის დროს, სამარცხვინოდ რამდენს გადაახტა ბურთი თავზე და ა.შ. როცა რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი, ვინც მართლა თამაში იცის, ნაკრებში გამოჩნდება, მაშინ თუ ვაჩვენებთ რაღაცას. ესაა სულ...სამწუხაროდ...

• Juve

Amas tavis gadarchena unda, tavs ver artmevs saqmes da axla sxvas axocavs xels

• მალაქია

საინტერესოა თქვენი პასუხისმგებლობის ზღვარი სად გადის?, ნაკრების მწვრთნელს როდესაც კონკრეტულ მიზანს უსახავთ, ეს ნიშნავს რომ თქვენც ავტომატურად ამ მიზნის შესრულებაში პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რომელიც მხოლოდ "სირცხვილის" გრძნობით (ისიც მხოლოდ ფეხბურთელების მიმართ) და ბოდიშის მოხდით (რომელიც ჯერ არ მოგვისმენია) ვერ შემოიფარგლება.

• გგგ

პირადი ინტერესების პრივილეგირება ჩვეულებრივი ამბავია ადამიანის ცხოვრებაში და ლეგიტიმური. აკეთონ ჩვენ ფეხბურთელებმაც თავისი პირადი საქმე. უბრალოდ ნაკრებზე ოფიციალური უარი თქვან. ჩვენ იმედი აღარ გვექნება მათი და აღარც იმედგაცრუებული დარჩება ვინმე.

• გენა

თავისი თავით დაიწყოს!

• ბათუმი

ვინც ბოლომდე არ იხარჯება, ვინც ვერ ხდება რა არის სამშობლო, შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და ვინც გვარცხვენს მისი უმოქმედობით,ზარმაცობით არ უნდა გააკარო ნაკრებს. დარწმუნებული ვარ ვინმემ რომ ემოციური სიტყვით მიმართოს ნაკრებს თამაშის წინ ბევრი დასცინებს კიდეც-ასეთი გარემოა ფეხბურთში სამწუხაროდ...

• არა?

ფედერაციის არჩევნებზე მარტო შენ რო იყავი კანდიდატი მაგის არ გრცხვენია ხო? გლდანის არჩევნები რო წააგე და მაინც შეხვედი პარლამენტში? ხიზანიშვილი რო გყავთ სამწვრთნელო შტაბში? სირცხვილია

• ჟორა გაბრიჭიძე

კობი, ხომ გაგიგონია "თევზი თავიდან ყროლდებაო". სწორეთ ამასთან გვაქვს საქმე. ანუ ჯანმრთელ თავს ტანი არასდროს აუყროლდება.

• გია

საკუთარი თავის არა გრცხვენია? რამდენი წელია სავარძელში ზიხარ? რა გააკეთე? მეორე სავარძელი, უფრო დიდი, მოიდგი? ვისაც რცხვენია, ის წავიდოდა. ამდენი წელია წყალს ნაყავ!!!

• Aleksandre

ყველამ უნდა შეიგნოს რომ ნაკრების მაისურს მოეკიდოს პატივისცწმით…

• geo

აი ეგეთი ფეხბურთელი ვის რაში სჭირდება როცა ნაკრებში ხარ და კლუბზე ფიქრობ ეგეთს საერთოდ არ უნდა გააკარო ნაკრებს რახან იძახი ბოლომდე თქვი ვინ იყო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!