თორნიკე შენგელიას ცსკა-მ კვიპროსში ამხანაგური ტურნირი მოიგო. წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა არმიელებმა გასულ დღეებში სანკტ-პეტერბურგის ზენიტსა (75:64) და ბერძნულ ლავრიოს (107:68) სძლიეს, დღეს კი, გადამწყვეტი შეხვედრა პირეოსის ოლიმპიაკოსს აჯობეს – 85:68.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამჯერად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტი – 27:00 წუთი ითამაშა. თორნიკეს მონაგარი 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ შენგელიას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა ოლიმპიაკოსზე 24 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო +/- კოეფიციენტი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ის ცსკა-ს რიგებში მხოლოდ იფე ლუნდბერგსა და ნიკოლა მილიტუნოვს (ორივე 15) ჩამორჩა.

მოსკოვის ცსკა-ს ახალ სეზონში პირველ ოფიციალური ტოტულის მოგების შანსი 18-19 სექტემბერს ექნება, როდესაც ვთბ-ლიგის სუპერთასში ჩაებმება. ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე ყუბანის ლოკომოტივი იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი ყაზანის უნიკსი და ზენიტი იბრძილებენ.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა