დღეს, 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის სეზონი დაიწყება.

E ჯგუფი

დღის ცენტრალური შეხვედრა "კამპ ნოუზე", "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გაიმართება, ბოლოს ამ გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირება ყველას კარგად ახსოვს (2:8), ამიტომ კატალონიელებს დღეს რევანშის აღება მართებთ.

ხსენებულ შეხვედრაში "ბლაუგრანას" მარტინ ბრაიტვეიტი, სერხიო აგუერო და უსმან დემბელე დააკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ხორდი ალბასა და სერჟინიო დესტის თამაშიც.

თავის მხრივ, "რეკორდმაისტერს" კორენტინ ტოლისო არ ეყოლება, მინდორზე შესაძლოა კინგლის კომანი და სერჟ გნაბრიც ვერ ვიხილოთ.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გერმანელებმა 6-ჯერ იმარჯვეს, ორი თამაში კატალონიელებმა მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მეორე შეხვედრა უკრაინაში, კიევის "დინამოსა" და "ბენფიკას" შორის გაიმართება.

მასპინძლები თამაშს დიდი დანაკლისით ხვდებიან, მათ იბრაჰიმ კარგბო, ვლადისლავ კულაჩი, ერიკ რამირესი, არტემ ბასედინი და დენის პოპოვი გამოაკლდებათ.

თავის მხრივ, პორტუგალიელებს ანდრე ალმეიდა და ლუკას ვერისიმო არ ეყოლებათ.

ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც პორტუგალიელებმა 3-ჯერ იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი უკრაინელებს დაუთმეს.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

F ჯგუფი

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდო დაბრუნდა, ახლა კი გუნდთან ერთად შვეიცარიაშია და "იანგ ბოისის" კარის შესატევად ემზადება.

მასპინძლებს დღეს ესტება პეტიგნატი, ნიკო მაიერი, ფაბიან ლუსტენბერგერი, ჯოელ მონტეირო და ჯინ პიერ ნსამე არ ეყოლებათ.

რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", დღევანდელ თამაშს მარკუს რაშფორდი გამოტოვებს, კითხვის ნიშნის ქვეშაა სკოტ მაკტომინეისა და ედინსონ კავანის მოედანზე ხილვაც.

ამ გუნდების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე 2-ჯერ გაიმართა, რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთში, "ვილიარეალსა" და "ატალანტას" შორის გაიმართება.

"წყალქვეშა ნავების" შემადგენლობაში შესაძლოა ხერარდ მორენომ ვერ იასპარეზოს.

ბერგამოელების მხრიდან, ლუის მურიელი და ჰანს ჰატებორი არ იქნებიან.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს პირველად შეხვდებიან, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

G ჯგუფი

ანდალუსიაში, ადგილობრივი "სევილია" "ზალცბურგს" უმასპინძლებს.

მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, თავის მხრივ, ავსტრიელებს სეკოუ კოიტა და ალბერტ ვალჩი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ზლატკო იანუზოვიჩის თამაშიც.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთის დღეს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი "ვოლსბურგს" უმასპინძლებს.

მასპინძლები რენატო სანჩესის, დომაგოი ბრადაჩის, ტიმოტი ვიესა და ჯონათან ბამბას გარეშე ითამაშებენ.

თავის მხრივ, გერმანელებს ხავიერ შლაგერი, უილიანი და ბარტოს ბიალეკი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთის დღეს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

H ჯგუფი

გათამაშებაში მოქმედი ჩემპიონი "ჩელსიც" ჩაერთვება. "არისტოკრატები" ტიტულის დაცვას "ზენიტთან" დაპირისპირებით დაიწყებენ.

ლონდონელებს კრისტიან პულიშიჩი გამოაკლდებათ, შესაძლოა ნგოლო კანტემაც არ ითამაშოს.

თავის მხრივ, რუსებს მაგომედ ოზდოევის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა.

ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთის დღეს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საშინელ ფორმაში მყოფი "იუვენტუსი" შვედურ "მალმიოს" ესტუმრება.

მასპინძლებს ოლა ტოივონენი, იოჰან დაჰლინი და იონას კნუდსენი არ ეყოლებათ.

ტურინელებს ფედერიკო კიეზასა და არტურის გარეშე მოუწევთ თამაში.

ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ, ორივე შეხვედრაში "ბიანკონერიმ" იმარჯვა.

უშალოდ დღევანდელი შეხვედრ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...