თელავის კორტებზე დასასრულს უახლოვდება რენას და დათოს თასის გათამაშება, რომელშიც 10 ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მონაწილეობს
თელავის კორტებზე დასასრულს უახლოვდება რენას და დათოს თასის გათამაშება, რომელშიც 10 ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მონაწილეობს. 14-წლიან ვაჟებში 32 მოასპარეზეს შორის საქართველოს 12 წარმომადგენელი ჩაება მთავარი პრიზისთვის პაექრობაში. სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა პირველი წრე ვერ გადალახა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი აიხან მანაფლი (აზერბაიჯანი) გუშინ რუს პაველ კოტოვთან დამარცხდა (0:6, 1:6), მეორე ნომერმა ტიმურ იგამბერდიევმა (რუსეთი), რომელსაც თბილისის თასზე ალექსანდრე ბაქშიმ აჯობა, გუშინ თელავში თანამემამულე ილია სტრუკოვი დაამარცხა (6:1, 7:5) და დღეს ფინალში კოტოვს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გამარჯვებულ ბაქშის, თელავში მან 16-წლიანებში მოსინჯა ძალები და ნახევარფინალამდე მიაღწია, იქ კი შოთა მეფარიძესთან წააგო (2:6, 4:6). ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ პაექრობაში პირველ ნომრად განთესილი გიორგი ჯავახიშვილიც დაჯაბნა (6:7, 6:1, 7:5) და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.

გოგონებშიც პირველობა ქართველ ჩოგბურთელს ხვდა: ბარბარე ერისთავმა ნახევარფინალში ბელარუს ალინა ზუბკოვას დააყრევინა ფარ-ხმალი (6:3, 6:2), გადამწყვეტ პაექრობაში კი მოლდოველ იანინა მინასიანს აჯობა - 2:6, 6:4, 7:5.

თოთხმეტწლიან გოგონათა ფინალში დღეს ქართველები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ოღონდ, თბილისელი მარიამ ბოლქვაძის (გუშინ ქრისტინე გეგეშიძე დაამარცხა - 6:3, 6:2) მეტოქე რუსეთის მოქალაქე ანა ყიფიანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა