როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა კატასტროფული სექტემბრის შემდეგ, ფიფას რეიტინგში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. ვილი სანიოლის გუნდი 5 საფეხურით დაქვეითდა და 96-ე პოზიციას იკავებს. ჩვენზე წინ ვიეტნამისა (95) და ლუქსემბურგის (94) ნაკრებები არიან.

შეგახსენებთ, "ჯვაროსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრასა (კოსოვოსთან 0:1; ესპანეთთან 0:4) და ამხანაგურ მატჩში (ბულგარეთთან 1:4) დამარცხდნენ.

რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია;

2. ბრაზილია;

3.ინგლისი;

4. საფრანგეთი;

5. იტალია ;

6.არგენტინა;

7. პორტუგალია;

8. ესპანეთი;

9.მექსიკა;

10. დანია

საქართველოს ნაკრები 9 ოტტომბერს საბერძნეთს ისევ ბათუმში უმასპინძლებს, 12 ოქტომბერს კი კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება.

ირაკლი
ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ქართულ საფეხბურთო სამყაროში 99% ხალხის ძალიან გაუნათლებელი, მხოლოდ ფულის და ძალაუფლების მოყვარული ხალხია. მალე ასეულს მიღმაც აღმოვჩნდებით და ეს სრულიად ლოგიკური იქნება. აქეთ მხარეს კი არავინ არ იცის როგორ უნდა შევცვალოთ ეს მანკიერი მმართველობა.
გია
სადამდე დავიდა ქართული ფეხბურთი, სადამდე. უკვე არაფრის იმედი არ მაქვს. ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ და არა მწვრთნელები. დამისახელეთ გუნდი მსოფლიოში რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავდეს და შედეგები ჰქონდეს.ვერ დაასახელებთ. გული მიკვდება რაც საკლუბო ფეხბურთში ხდება.ისეთმა ქვყნების კლუბები მოხვდნენ ევროპის ჯგუფებში, რომ გული გეტკინება.მე 1976 წლიდან, ვუყურებ ფეხბურთს. ნანახი მაქვს დინამოს ოქროს თაობის თამაშები. იმათი შთამომავლები თუ ესა ვართ, გადაგვარების გზაზე ვართ და ეს არი.ყოფილ სსსრკ-ში თბილისის დინამო (ანუ საქართველოს ნაკრები) მესამე გუნდი იყო რუსეთისა და ურაინის შემდეგ. ეხლა კი ამ ორი ქვეყნის გარდა გაგვასწრეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, ყაზახეთმა, ბელარუსმა, ესტონეთმა და ლატვიამ.ჩამოთვლილი ქვეყნების კლუბების უმრავლესობას უმაღლესი კი არა პირველი ლიგაც არ ქონდათ ნანახი. ამიხსენით ასე როგორ დავჩაჩანაკდით. ეს დაახლოებით იგივეა , რომ ბრაზილია დაქვეითდეს ისე როგორც მაჩანჩალა გუნდი. იმას ვერავინ დამაჯერებს რომ საქართველოში ტალანტები არ იბადებიან, როგორ შეიძლება ამხელა წარსულის და ფეხბურთის ჯადოქრების ქვეყანაში ნიჭიერები არ იბადებოდნენ. ყველაფერს თავი რომ დაანებო 1981 წელს უეფამ საუკეთესო 20 ფეხბურთელში 4 თბილისის დინამოელი შეიყვანა : ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე და გუცაევი. ესიგი რა გამოდის ჩვენ არასწორად ვზრდით თაობებს თორემ ნიჭიერება ღმერთისგან ბოძებული სიმდიდრეა.ამაზე არის დასაფიქრებელი და სამუშაო ჩასატარებელი, ფედერაცია ამიტომ გვჭირდება რომ საფეხბურთო ფილოსოფია და პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენ კი თითქმის ბოლო ოცი წელიწადია ერთ ადგილს ვტკეპნით.სიმართლე თუ გინდათ მე ქართული ფეხბურთი ბოლო 40 წელიწადია არ მინახავს. 1982 წლიდან დაიწყო კრიზისი, რომელიც გაღრმავდა და დღეს სადაც ვართ კი ხედავთ, ეს უკვე კატასტროფაა.
ზაზა
და საერთოდ რეიტინგში რატომ არის ნაკრები? ეს ხალხი ფეხბურთს არ თამაშობს. ეს რაღაც სხვაა - პასი, ჯარიმა, ფინტი, კუთხური და ბევრი სხვა რამ არ იციან და ამას ფეხბურთის თამაშს ვეძახით ? ეს არის მეთევზეების, პოლიციელების, კურიერების, დალაქების ნაკრები. ითამაშონ თავისთვის, ერთმანეთში: არც რეიტინგი მოაკლდებათ და ხანდახან ერთმანეთს მაინც მოუგებენ. სირცხვილია ამათი მოედანზე გასვლა, სირცხვილი !!!
გოგა
ლუქსემბურგი ჩვენზე წინ, საკლუბო ფეხბურთით და სანქკრებოთიც, ამით ყველაფერია ნათქვამი, ყოჩაღ ფედერაცია
გოგი
გაგვატერეთ ვისაც სჯერა
ნკ
არ მჯერა! შეცდომა იქნება!!!
ფირუზა
ა, ძმაო, მუშაობს ფედერაცია და რას ერჩი.
gogia
დაიკიდეთ
beqa
ჟურნალისტებო არმოთხოვოოთ პასუხი არავიის კარგადაა ყველაფერი ვუსმინოოთ გუჩაევის ქება დიდება საკუთარ თავზე როგორი გლადიატორი იყო 40 წლის უკაან!! ნუ დაანგრევთ ამ აშენებულს, ხალხი ბრმაა ვერ ხედავს რამდენი რამე, გააკეთეს კობიმ და გუნდმა :)) მადაგასკარზე წინ ხოვართ ამასაც დანახვა უნდა
11
კობიაშვილს მესამე სამსახური მოუძებნეთ, შეთავსებით.
გელა
სამწუხარო რეალობა ასეთია ნაკრებს რომელსაც 9 წელია მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით თამაში არ მოუგია და ზოგადად შესარჩევ ციკლებში ძალიან უჭირს მოგებები აბსოლიტურად ლოგიკურია ეს პოზიცია რეიტინგში წინ წასვლა თუ გვინდა ამისათვის მოგებები და სარეიტინგო ქულების დაგროვება საჭირო. საკლუბო ფეხბურთში იგივე პრობლემა 2012 წელს ვიყავით 30 ადგილზე ევროპაში შიდა ჩემპიონატების დონით და ახლა ვართ 45 ზე 2015 წლის შემდეგ კატასტროფა ხდება იქაც თამაშების მოგება და ქულების დაგროვება საჭირო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვინც წინ არის რეიტინგში იმას შედარებით უფრო მარტივი გზა აქვს და მარტივი მეტოქები ხვდბა ყველა დონეზე საკლუბო თუ სანაკრებო.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა