"რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი დიდია. აი, რას წერს kazanfirst.ru:

"რუბინთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ოზდოევი და კარავაევი, თუმცა ამ უკანასკნელის თავისუფლად შეცვლა რაკიცკის შეუძლია ან თვით სუტორმინს, რომელმაც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. ამიტომ ყაზანში მისი დაცვის ფლანგზე ნახვა სავსებით შესაძლებელია. მაშინ დაცვის ცენტრში რაკიცკი და ჩისტიაკოვი იქნებიან.

მწვრთნელი სემაკი იმდენად წინდაუხედავი არ არის, რომ ხვიჩას წინააღმდეგ არაპროფილური მცველი დააყენოს. სუტორმინი თავდამსხმელია და მას ერთ-ერთზე ქართველი უბრალოდ შეჭამს. რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელისთვის საჯარიმოს ან პენალტის გამომუშავება სირთულეს არ წარმოადგენს. მისი ფრთიდან საჯარიმოში შესვლაც ადვილი იქნება. ამიტომ სემაკი დაცვის ფლანგზე სხვა ვარიანტს მოძებნის. საპირისპირო ფრთას კი დუგლას სანტოსს ჩააბარებს. ეს მხოლოდ ვარაუდია. თუ ასე მოხდა, საინტერესო იქნება, როგორ წარმოაჩენს თავს ახალწვეული დრეიერი ბრაზილიელთან და მის დამზღვევ ჩისტიაკოვთან. "ურალის" ფეხბურთელების მსგავსად მათი თრევა ნამდვილად არ გამოუვა. ორშაბათს ახალბედას ნამდვილ დონეს ვიხილავთ.

ყველაზე მთავარია, რომ "რუბინი" ფიზიკურად კარგად მოემზადა. ფლანგები, თავდასხმის ცენტრი, დაცვა - ეს ყველაფერი ტაქტიკაა, რომლისთვისაც ყაზანელები მომზადებული არიან. ფიზიკა კი თამაშში გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. რაც არ უნდა თქვა, "ზენიტმა" ლონდონურ მატჩში დიდი ძალები დახარჯა.

დაცვაში კიდევ უფრო მეტად მონდომებაა საჭირო. ტალბი და ურემოვიჩი ჯერ სუპერსტაბილურ ძალად არ გამოიყურებიან. "რუბინი" საკუთარ თავს არ უღალატებს და მოედანზე ორი ცენტრალური მცველით გავა. გაუჭირდებათ დაცვის მარცხენა ფლანგზე, სადაც დიდი ალბათობით არ იქნება ტრავმირებული სამოშნიკოვი. იქ თამაში ზუევს არ შეუძლია, რომელიც ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია. მოკლედ, მარცხენა ფრთა პრაქტიკულად შიშველი დარჩა და როგორც ჩანს, ხვიჩას მარტო საკუთარის კი არა, არამედ სამოშნიკოვის სამუშაოს შესრულებაც მოუწევს. გვინდა იმედი გვქონდეს, რომ სამოშნიკოვი აღდგენას და გუნდის დახმარებას შეძლებს.

სლუცკის მწვრთნელობისას ყაზანელები "ზენიტს" ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ დაამარცხეს. მის წინააღმდეგ "რუბინს" თამაში შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, სლუცკის "რუბინს". რას უნდა ველოდოთ ამ მატჩისგან? უეჭველი კვლავ ნერვიულობას. გუნდები გოლებს გაცვლიან, ხოლო შემდეგ წავა თამაში პირველ შეცდომამდე. იმისათვის, რათა ეს შეცდომა არ დაუშვა, ფიზიკურად კარგად მომზადებაა საჭირო, უბრალოდ უნდა გადაურბინო "ზენიტს".

ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
გაუმარჯოს მარგალეფს! გიყურებთ ხვალ ჯიმა!
ჰავლაბრელი ტიღუა
უფალმა კაცი თმითა და წვერით კი შექმნა, მაგრამ მისივე შექმნილია დალაქი, რომლის მოვალეობა კაცისთვის ზედმეტი ბურდღას მოშორებაა, ამიტომ ყველამ უნდა ისარგებლოს ამ საშუალებით.
ესეა!
ათლეტიკო ბილბაოში, ყავთ ერთი ფეხბურთელი, გვარი არ მახსოვს, აბა იმას აქვს წვერი მოშვებული თუ აქვს, არადა ახალგაზრდა ბიჭია. რაღა ეგ და რაღა ჩვენი "შენმა მზემ" გიგილაშვილი.ასევე წიტაიშვილს, რომ მოუშვია ჩეჩენივით წვერები, უხდება? ეხლა არ დამიწყოთ მტკიცება, უხდებაო! ფეხბურთელი მინდორზე უნდა გამოვიდეს ყველანაირად მოწესრიგებული, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
ზურა222
კი ბატონო მისი საქმეა თუ უნდა მოუშვებს წვერს თუ უნდა თმებსაც კიდევ უფრო გაიზრდის მაგრამ თუნდაც ეს გრძელი თმა აშკარად უშლის თამაშში ხელს და წამდაუწუმ თმების გასწორებაშია ! ერთ თამაშზე რზინიტ დაიმაგრა მაგრამ ეტყობას არ გაუმართლა და მოიხნა ! და კიდევ--უკვე თანაგუნდელებიც ეკაიფებიან პასი რატომ არ მისცა ალბათ ამხელა თმებში ვერ დაინახაო ! ფული შევუგროვოთ და გაიკრიჭოსო და ასეთებიი @
ზურა222
კარგია ! იქნება გოგოს აზრს მაინც დაუჯერონ ჩვენმა წვეროსანმა ბაბუებმა DDD
ზურა222
უკვე მერამდენედ წერ ამ იდიოტობას შე მართლა იდიოტო @ რა მოსყიდული ? ვინ მოისყიდა ? ეხაა ალბათ დაწერ ბიძომ ან ბერამ მოისყიდესო (შენი ტვინის პატრონი მაგასაც დააბრეხვებ) თუ პუტინმა მოისყიდა რომ გააყოყოჩოს და გააფუჭოს ხვიჩა ?? აქ ადრე დაწერა ეს იდიოტური აზრი შენნაირმა დაუნმა @ თუ ისიც შენ იყავი ??
ლაშა
ხვიჩას მიმართ კრიტიკას მავანნი აღიქმავენ, მისადმი ნეგატივს და უპატივცემულობას, ნუ ეს მათი პრობლემაა და მენტალურ მდგომარეობას ასახავს. გულშემატკივარს, რომელიც,თუნდაც არაკომპეტენტურ "რჩევას" იძლევა, ეს განპირობებულია ჩვენი მაქსიმალისტური ხასიათით, გვინდა რომ ჩვეი ბიჭი საუკეთესო იყოს საუკეთესოთა შორის, ხოლო რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, რადგან ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხად იქცა, ჩემი მორიდებული აზრია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ყოველნაირად უნდა ისწრაფვოდეს სრულყოფისათვის, ეს ფეხბურთი ბიზნესის გარდა შოუს ელემენტებსაც შეიცავს, ხელოვნების დონეზეა ვირტუოზების მოქმედება მოედანზე, აი წარმოვიდგინოთ მომღერალი ან მოცეკვავე ან ნებისმიერი საჯარო პირი, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს, ვიზუალით არცთუ მთლად ფოტო ან ტელე გენიურად გამოიყურებოდეს, რათქმა უნდა ი თაყვანისმცემელნი ისურვებდნენ, რომ მათი კუმირი, არამხოლოდ გენიალური შემსრულებელი იყოს, არამედ ვიზუალურადაც ესადაგებოდეს თავის პროფესიონალზმს, ასე რომ იტალია თუ გამოვიდა "სევილიელი დალაქი" მოვინახულოთ. მადლობა.
Thomas
გასაგებია მეგობარო, უბრალოდ ფეხბურთელი ჩემი აზრით ფეხბურთის თამაშით ფასდება და არა თმა-წვერის სიგრძით. ეგ თემა არ მგონია საკამათო იყოს. ძალიან მიკვირს მსგავსი კომენტარები, ალბათ მასა რომ ეგეთია ვერ მივეჩვიე. წვერს გაიზრდის ვინმე თუ მწვანედ შეიღებას თმას ეგ მხოლოდ იმ ადამიანის საქმეა ვისაც ეგ თმა და წვერი ეკუთვნის. რა უნდა ამის შეგნებას.
Thomass
მეგობარო! აქ ხვიჩაზე არ არის ლაპარაკი, საქართველოში ტენდეციაა ასეთი, რომ მოზრდილებს რომლებიც დიდიხანია ბავშვობის ასაკიდან არიან გამოსულები, ბავშვებს ვეძახით. ხვიჩა ყველას გვიყვარს და ვაფასებთ. მაგალითისთვის, ჩემი როგორც ფეხბურთის ფანისთვის , ლეო მესი არის ჩემი კუმირი, მაგრამ სასტიკად არ მომწონდა წვერმოშვებული, რომ გამოდიოდა მინდორზე, კიდევ კაი აღარ აქვს მოშვებული. ისე, რომ აქ მიუღებელი არაფერი არ არის. რაც შეეხება ხვიჩას წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ!
jigari
აქ მარტო მე ვარ ჯიგარი ძმა!! ეგ გრიგოლია დდდ
Thomas
20 წლის არის და თინეიჯრობიდან ახლა გამოვიდა. აქ ფეიქ სახელებს ამოფარებულებს დავიჯერო ყველას საოცარი ვიზუალი გაქვთ? არ გიტყდებათ 20 წლის ბიჭზე ასეთების წერა? გარეგნობაზე შეხება ფსკერია,მაგის იქეთ დაბალი დონე აღარ არსებობს. ადამიანს გარეგნობაზე რომ ეხები იქ მთავრდება შენი ყველაფერი. სპორტი შეაფასეთ
გაითვალისინეთ.
21-წლის ბიჭს ნუ ეძახით ბავშვს. ბავშვი ვიცი 10-წლამდე, მერე უკვე გადადის მოზარდობაში.
tngh
წარმატებები ხვიჩას!!! არ დაუჯერო "ბოღმით" დაწერილ კომენტერებს... ვარჯიში შემდგომი წარმატების საწინდარია!!!
ერეკლე.
აი წარმოიდგინე მსგავსი ვიზუალის ექიმი ან ოფიციანტი ან პედაგოგი, გესიამოვნება? რაგინდ წარმატებული იყო, მითუმეტეს ამხელა აუდიტორიის წინაშე, მეტად დახვეწილი და მოწესრიგებული წარსდგე.
სერგო
აი სიბნელეც ასეთი უნდა.
Thomas
ძალიან საყვარელი ბიჭია, უწვეროდ პატარა ბავშვს ჰგავს და ალბათ უნდა, რომ დიდს ჰგავდეს. რა არის ამაში გასაკვირი. როგორც უნდა ისე გამოიყურებოდეს ადამიანი. არ გირჩევნიათ თამაშზე გააკეთოთ აქცენტი? გარეგნობაზე რას ეხებით. მითუმეტეს რა აქვს შესახები, გადასარევი ბავშვია
. იმედია ხვიჩას არ ეწყინება. ნინი.
მეც უმრავლესობას ვემხრობი. ვიზუალურად ნამდვილად არ უხდება ხვიჩას წვერი. დარწმუნებული ვართ, უწვეროდ უფრო სიმპატიური იქნება, თუ თმის ვარცხლინობასაც შეუცვლიან, მაშინ მთლად უკეთესი! უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთელმა, რომელიც უნიჭიერესია, ცოტა გარეგნულ იმიჯსაც მიხედოს, რადგან უამრავი გულშემატკივარი ვუყურებთ და და ვიზუალურ ეფექტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
lado
მაკედონიის, ესპანეთის, საბერძნეთის ნაკრების მცველებიც მოისყიდა ვინმემ? ;) თუ ვერ ხვდები რას ვამბობ, დაგუგლე ხვიჩას გოლები მათ წინააღმდეგ
ლადო
შენ სად ნახე უფალი, გაგვანდე ერთი :D
სოსო
ვინ უნდა შეჭამოს კვარაცხელიამ? მოსყიდული მცველები რომ ატარებენ რუსეთში ეს ფეხბურთია,უკვე რუბინის და რუსების ხელის ბიჭია…
ავთო
საუბარია თავის მოვლაზე და იმიჯზე, არავინ საუბრობს გაპარსვაზე, ელემენტარულად შესწორებაზე და დავარცხნაზეა საუბარი, 20 წლ. რო არი, პირად ვიზუალს უნდა მიაქციოს ყურადღება, ხვიჩამაც და წიტამაც,და უფალთან შედარება ცოტა ზედმეტი ხო არ მოგდის ჯიგარ.
გრიგოლი1408
უფალმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად და ხატად. უწვერო უფალი გინახიათ სადმე

გაპარსულები ხომ მაგარ ქვეყანას ვუტოვებთ გაუპარსავებს?! რა შუაშია წვერი??? ეს უბრალოდ მოდაა, ისე როგორც 20 საუკუნემდე იყო მოდაში უამრავი საუკუნეები. რამე ჭკვიანური ურჩიეთ ამ ბიჭებს და თუ რჩევის მიცემა არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც. მეც არ მომწონს წვერები, მაგრამ მე ვინ მეკითხება.
დიტო
ა კაცი@ ერთი კვირის წინ ზუსტად მაგ ვიზუალურ მხარეს შევეხე,თმას და წვერს, ნუ აქ ამბავი ამიტეხეს, პირად შეურაწყოფაზე გადმოვიდნენ, ეს ნიკს ამოფარებული ფარჩაკები.
jigari-s
მართლაც რომ ჯიგარი ხარ! ზედმიწევნით ზუსტად დაწერე ჩემი სათქმელი
zaza
წვერი მარტო მესის უხდება კაცო.დდ ხელფას არ მიცემენ თუარ გაიპარსავს.
ლევან მაღლაკელიძე
წვერი წიტაიშვილს როაქ ისე უნდა. მართლა ვაჰაბისტია. რა უბედურებაა, რას გვანან. ეზარებათ მოპარსვა, ესეც მენტალიტეტია. უწესრიგობა, მიტომაც ვერ ირჩენენ ეს ჩემისები ტრამვას, უპასუხისმგებლობა და უნებისყოფობა.
jigari
რა მაინტერესებს იცით, ესე წინასწარ რო პროგნოზს აკეთებენ რო ვიღაცა ვიღაცას შეჭამს, რო ვერ შეჭამოს მერე დაწერენ რო შევცდითო ან რამე?!? ბიჭოოო გაიგეეეეეთ, რო სპორტსმენისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც რაიმეს მისაღწევად იბრძვის, არ შეიძლება, დაუშვებელია ასეთი წინასწარი კუშის აწევა!!! შეილება ბევრს არ გამოუცდია, მარა ნამდვილად ასეა!! აფიორა და ტყუილია ის რო "ეგ ყველაზე არ მოქმედებს კაცო". კიკიკიიი ვაი რო ყველაზე მოქმედებს, ისე რო ზოგი ვერც ხვდება... თქვი რო უპირატესობა ექნება ან რამე ასეთი და მოეშვი ამ ბავშვურ ფრაზებს - მამაჩემმა მამაშენს რო დაარტყას ამერიკაში გადაისვრის... ჯვალოს მეშოკივით ათრევს... შეჭამსს...დდდ
ზურა222
ეს წვერის მოშვება რა იდიოტურ მოდად შემოიღეს ? @ უხდებოდეთ მაინც ! ამ სურათში თალიბანის მეომარს რომ გავს PP
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"ნაპოლი" რუსეთის პრემიერ ლიგიდან ფეხბურთელის დამატებასთანაა ახლოს
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
სსრკ-ს და სტალინს ვერ ელევიან - "ზენიტს" შეიძლება ისევ "სტალინეცი" დაარქვან
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
სად არის რეალურად სკანდალურად ცნობილი ტიმოშჩუკი? - ამერიკელი ამბობს, რომ მან სანქტ-პეტერბურგი დატოვა, რუსები ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ