საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა „თბილისი მარიოტში“ 21 სექტემბერს გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ – განაცხადა დავით კაჭარავამ და განაგრძო:

„კრიზისის დაძლევის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა მოგვცა; შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია. ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ; მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. უკვე დაანონსებულია ახალი მოედნების მშენებლობა. ამ მხრივაც დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რადგან ასეთი კრიზისისა და შეზღუდვების ფონზე რაგბის მოედნების მშენებლობა რომ ანონსდება, ეს უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს; მეოთხე უნიშვნელოვანესი პუნქტია ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. ჩვენ გვჭირდება გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან“.

კაჭარავა ამბობს, რომ გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ რაგბისთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“.

კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

rugby.ge

დიმა
შეიძლება ითქვას რომ ბოლო ხუთ წელში ნაკრები უკან მიდის.

პარტიული ნიშნით არ იყოს ხალხი და საქმე სადამდეც მიიყვანეს, იმაზე გასცენ პასუხი. რაგბია თუ პოლიტსაბჭო? რახან ბიძინა აფინანსებს პარლამენტის წევრი უნდა იყოს გამგეობის თავმჯდომარე? ეგ მოგწონს?
SL
აბა შენ რა გინდა, სხვას ფულები წველონ და მუსიკაც თვითონ შეუკვეთონ?
fff
ფეხბურთს ხომ დედაუტირეს ამ სამთავრობო ჩარევებით, ახლა რაგბს მისდგნენ.

ეს მეორე კობიაშვილია. გორგოძეც გამგეობის წევრად აირჩიეს, რაც ძალიან არ მესიამოვნა.მთელი კავშირი და გამგეობა პარტიული ნიშნით დაკომპლექტდა - ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე შესაძლოა, სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
10 მილიარდი დოლარი - "ლეიკერსი" გაიყიდა
ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა
"გარშემო ყველას აკრიტიკებს და რასისტებს კიდევ ჩვენ გვიწოდებს?!" - "ატლეტიკოს" ლეგენდამ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "შარლოტ ჰორნეთსთან" დასრულდა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
სენსაცია მწიფდება - მოახერხებს "ბარსელონა" ოსიმენის შეძენას?
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს