"ვაკის ფალავანთა კლუბში" საქართველოსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება. დაიგეგმება ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები და ქართველი მოჭიდავეები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონგოელ კოლეგებს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანცისკო ენკუნგამ მოაწერეს.

თამაზ გეგეშიძე:

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ფრანცისკო ნკუნგას. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი მწვრთნელები და სპორტსმენები კონგოელ კოლეგებს მაქსიმალურად დაეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ფრანკოფონიის თამაშებისთვის ემზადება. ზოგადადაც, მათი მიზანი თავიანთი გუნდის განვითარებაა და თავად მოგვმართეს თხოვნით, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ამ მეგობრული ჟესტით, ჭიდაობის დიდი ოჯახის გაერთიანებაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ".

ფრანცისკო ნკუნგა:

"საქართველო უდიდესი საჭიდაო ტრადიციის მქონე ქვეყანაა. გყავთ უძლიერესი ნაკრებები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი. ჩვენ კი ჭიდაობის განვითარება, პოპულარიზაცია და წინსვლა გვსურს და ქართველების მეგობრულად გვერდში დგომის შემთხვევაში, ეს გაცილებით გაგვიადვილდება. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და პირადად თამაზ გეგეშიძეს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა სასურველ შედეგამდე მისვლაში დაგვეხმარება".

alex
არა, ცუდი არაა, კარგია... რაც უმფრო მეტ ქვეყნებს მოვიზიდავთ, მით მეტი ხეირის გამოწველა შეიძლება მაგათთვის.. მე ის მაინტერესებს, რატომ საფრანგეთს არ მიმართეს? არც ისინი არიან სუსტები და თან საუკუნეებია "მეგობრობენ". ზოგადად შეთქმულების თეორიებზე მაგრად ვკაიფობ-ხოლმე, მაგრამ კონგო და საქართველო, ბევრი ვეცადე, მარა ვერ ჩავაკვეხე ლოგიკის ჯაჭვში :D
Giusha3232
მოსცლია მაფიოზ გეგეშიძეს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გეგა გეგეშიძის ადვოკატი: ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა
"სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები" - ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს
დათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე არსებითი განხილვა 20 მარტს გაიმართება
ასეთ საქციელს ჰქვია "ვირთხობა" - ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს