პრო დე2-ის გასულ ტურში მოედანზე 16 ქართველი ლეგიონერი გავიდა და მათგან ერთმა, ლუკა ნიორაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა.

მეხუთე ტური "ვანისა" და "ოიონას" შეხვედრით გაიხსნა და სტუმრებმა 23:6 მოიგეს. მათ რიგებში 59-ე წუთიდან ითამაშა ბექა კაკაბაძემ. 67-ე წუთზე ‘ოიონამ’ საჯარიმო ლელო გაიტანა და სეზონში მესამე გამარჯვება გაიფორმა.

მესამე თამაში მოიგო "ბეზიემაც", რომელიც "ნევერს" მასპინძლობდა – 25:7. მის რიგებში 69-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ. "ნევერის" ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს თორნიკე მატარაძე.

ბონუსით, 41:14 სძლია "კოლომიემ" "მონტობანს". ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ბურჯი იყო. ბექა შეყლაშვილმა ‘კოლომიეს’ რიგებში 51 წუთი ითამაშა, ხოლო "მონტობანმა" მირიან ბურდული 60 წუთი ათამაშა.

"რუანი" "პროვანსს" ეწვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 22:21. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს კახა ასიეშვილი, თუმცა 6 წუთში ის მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 9 წუთი გაისარჯა.

ასევე სტუმრად, 30:26 იმარჯვა "ორიაკმა", რომლის ძირითადში ოთხი ქართველი იყო. ანგარიში მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა. ის და ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს. სრულად ითამაშეს გიორგი ცუცქირიძემ და გიორგი გოგოლაძემ, ოღონდ ამ უკანასკნელმა 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა "მონ-დე-მარსანმა". ის "აჟენს" დაუხვდა და ბონუსით, 43:8 სძლია. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი) შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა