"ფიორენტინას" გულშემატკივრებმა მართლაც რომ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაიგეს - სტევან იოვეტიჩმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა...

"ფიორენტინას" გულშემატკივრებმა მართლაც რომ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაიგეს - სტევან იოვეტიჩმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ ექვსი თვით მოუწევს ლაზარეთში გადანაცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩერნოგორიელი შემტევი სეზონის პირველ ნახევარს მთლიანად გამოტოვებს და მხოლოდ 2011 წელს მოახერხებს მინდოირზე დაბრუნებას. გულშემატკივარი იქით იყოს და სინიშა მიხაილოვიჩი საგონებელშია ჩავარდნილი, სტევანს მის სათამაშო მონახაზში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა და ეს არაერთხელ აქვს გაცხადებული ჟურნალისტებთან საუბარში. სტევანს კიდევ ერთი გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება და გაცხადდება, საჭიროებს თუ არა დაუყონებლივ ოპერაციას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მკურნალობის პროცესი დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდება.

"ფიორენტინა" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის გარეშე დარჩა და ფაქტია, რომ სატრანსფერო ბაზარზე გასვლაა საჭირო. კლუბის სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო უკვე გააქტიურდა და რამდენიმე ფეხბურთელს დაადგა თვალი. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციელები ანდრეა კოსუს გადაბირებას შეეცდებიან, რომელიც "კალიარის" საკუთრებაა. კოსუმ გასულ სეზონში შესანიშნავი ასპარეზობით გაითქვა სახელი და თვით მარჩელო ლიპის ყურადღებაც კი მიიქია. მაესტომ კოსუ ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა და შემდეგ უკვე სამუნდიალე გაფართოვებულ შემადგენლობაშიც მოახვედრა, რაც თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავდა. ანდრეა ძალიან სწრაფია, ტექნიკური და მოედნის იდეალური ხედვა აქვს - ძირითადად გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა გამთამაშებლობაც შეუძლია.

მოკლედ, უნივერსალური თვისებებით გახლავთ დაჯილდოვებული და მისი სახით "ფიორენტინამ" წესით ძალიან კარგი შევსება უნდა მიიღოს. თუმცა, ჯერ ტრანსფერი უნდა შედგეს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ამისთვის კორვინომ მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს. "კალიარის" აღარ სურს მხოლოდ სერია A-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს და წამყვან ფეხბურთელებთან განშორებას არ აპირებს. მეტიც, სარდინიელები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ და უახლოეს დღეებში რობერტ აკვაფრესკას სახით, ძალიან კარგ შევსებასაც მიიღებენ. ვნახოთ, მალე ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა