ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

კვარაცხელიასთან ერთად, ცვლილებებითა და ტრავმებით - სანიოლის არჩევანი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სექტემბრის ცუდი შეხვედრების შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. როგორც ჩანს, უახლოესი მატჩები ექსპერიმენტებსა და მხოლოდ მომავალ "ერთა ლიგაზე" ფიქრს არ დაეთმობა.

კვარაცხელია, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი

რაც უნდა გუნდურობის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, საქართველოს ნაკრები აღიარებული ლიდერის გარეშე ცუდად ან კარგად კი არა, ფაქტობრივად, საერთოდ ვერ თამაშობს. ამაზე იმ შეხვედრებზე დაკვირვებაც საკმარისია, რაც ხვიჩას გარეშე გავმართეთ.

ამხელა ტვირთის ტარება ვარსკვლავებსაც უჭირთ, თუმცა ვერაფერს გავაწყობთ. "რუბინის" გარემარბის მოედანზე ყოფნა "ჯვაროსნებისთვის" ფსიქოლოგიურად ბევრს ნიშნავს - გუნდს სწამს, რომ გამარჯვება შეუძლია, მათ შორის, გრანდებისა და ფავორიტების წინააღმდეგ. თუნდაც უახლოეს მეტოქე საბერძნეთთან გასვლითი მატჩი რომ გავიხსენოთ, იქ ქულა პირადად კვარაცხელიამ მოგვიტანა.

ხვიჩა ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმაში არაა, მის მიმართ ყურადღება და მოლოდინი გაზრდილია და ვილი სანიოლის კომუნიკაციასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება.

გამოცდილი ფეხბურთელების დაბრუნება

ხშირად ისე ხდება, როცა მთავარი მწვრთნელი ამა თუ იმ მოთამაშეს სანაკრებო სიის მიღმა დატოვებს, იწყება საუბრები, რომ მათთან ერთად გუნდი გაცილებით ძლიერი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშეს მათ წინა შანსის დროს...

თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში მართლაც ბოლომდე იხარჯება, იმის მიუხედავად, ვინ დგას მის წინ ან მისი დღე არის თუ არა. ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალიც რომ გავიხსენოთ, თუკი ვინმეზე შეიძლებოდა გეთქვა, რომ მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გაიღო, "აპოელის" შემტევია. მას ახლა კარგი საკლუბო პერიოდი არ აქვს, თუმცა ნაკრების შეხვედრებისთვის განწყობა არ უნდა გაუჭირდეს.

სექტემბრის შეხვედრებში საქართველოს ნაკრები ნახევარდაცვაში ძალიან სუსტი იყო - შეტევის წამოწყებას ვინ ჩივის, დაცვით ფაზაშიც ვერ ვივარგეთ.

სანიოლმა ნიკა კვეკვესკირი ისევ დააბრუნა. 29 წლის ფეხბურთელი ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც დაცვასთან მაქსიმალურად ახლოს იხევს, რათა რგოლებს შორის კავშირი დაამყაროს. ის კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა. ნიკას სუსტი წერტილი ნაკლები სისწრაფეა, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

გუნდში ვაკო გვილიაც დაბრუნდა - ნახევარმცველი სანაკრებო დებიუტის პერიოდში გაცილებით პროდუქტიული იყო. ვაკოს ვერასდროს დაუკარგავ იმას, რომ მუდმივად შეტევის გამწვავებაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს ბევრ ტექნიკურ წუნსა და ბურთის დაკარგვას იწვევს, რაც მეტოქეს საპასუხო იერიშის შესაძლებლობას აძლევს.

ტრავმის შემდეგ ლაშა დვალი მოედანს დაუბრუნდა და ის სანიოლის რჩეულებშია. "ფერენცვაროშის" მცველი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, თუმცა ფრანგი სპეციალისტის საწყისი შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ მას ძირითადის მოთამაშედ განიხილავს. მით უმეტეს, დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია საბერძნეთის ნაკრებს ვერ დაუპირისპირდება.

ვისზე ითქვა უარი?

წინა მატჩების შემდეგ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში არაა, გიორგი ქვილითაია კი კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ გამოიძახეს.

რა თქმა უნდა, მათ შეხვედრები ჩაუვარდათ. ქვილითაიას კვიპროსში შედეგიანი პერიოდი არ აქვს. ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში წარმატებულ მატჩებს აგრძელებს, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება.

მომავალში მათ მიმართ სანიოლის დამოკიდებულება რამდენად შეიძლება შეიცვალოს, ამას დრო გვაჩვენებს.

ვინ გვაკლია?

საქართველოს ნაკრების განაცხადში ერთადერთი ნომინალური ფორვარდია - გიორგი მიქაუტაძე. კარგია, თუკი ის ძირითადის სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდება - ასე გუნდს შეეწყობა, რწმენას აიმაღლებს და იქნებ გოლების გატანაც გააგრძელოს. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ალტერნატივა მოსინჯა, თუმცა ახლა გადაწყვიტა, შემცვლელი ფორვარდი არც კი მიეწვია.

გიორგი ბერიძემ შანსი მარტის შეხვედრებში მიიღო და თითქოს, ცუდად არ გამოიყურებოდა. მას უნგრეთშიც გააქვს, თუმცა სანიოლის სიმპათიებს ვეღარ იმსახურებს.

განაცხადში ისევ არაა ლევან შენგელია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ნაკლები

სათამაშო პრაქტიკა აქვს, 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

იმათ შორის, ვინც "ჯვაროსნების" სამწვრთნელო შტაბს საქმეში არ უნახავს, უკრაინაში მოთამაშე ნიკა სიჭინავა შეგვიძლია დავასახელოთ. თუმცა 27 წლის შემტევს გასული სეზონები გაცილებით წარმატებული ჰქონდა, ვიდრე მიმდინარე.

კვიპროსის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში არაერთ ფეხბურთელს იწვევენ და 29 წლის, სანაკრებო გამოცდილების მქონე, ავთო ებრალიძე "დოქსას" კარგად შეეწყო.

და მაინც - მთავარი

ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა, რაც საქართველოს ნაკრების ირგვლივ ხდება, გაკვირვებას იწვევს. ვერასდროს ვახერხებთ, ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშოთ. თანაც სანაკრებო პაუზის წინ უკვე გამოძახებული ფეხბურთელები გვაკლდებიან ან მატჩისწინა ვარჯიშზე დაზიანებას იღებენ.

ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც შემოქმედებითი უნარები აქვს. სამწუხაროდ, მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება...

გიორგი ჩაკვეტაძეს ახლა დაზიანება აქვს, თუმცა, იმედია, ნაკრების მატჩებს სრულყოფილად დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თვეში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს საბერძნეთისა (9 ოქტომბერი) და კოსოვოს (12 ოქტომბერი) წინააღმდეგ გამართავს.

• ქორ-პარიკმახერი

მინიმუმ გამოძახებას იმსახურებს ეგ ბიჭი, იქნება ენახათ შეკრებაზე, გაესინჯათ, მგონი არ არი ცუდი მცველი

• Levani

ერთა ლიგა არა კურკუმა. ერათა ლიგაზე თუ რამე გინდათ ამ ციკლში ყველა თამაში უნდა წავაგოთ რო დავქვეითდეთ და 3 წლის მერე ახალ ერთა ლიგას მოვუგებთ გაგაუზიას(მოლდოვაშია ჯერ) და რუს დუხობორების ნაკრებს,თუ მანამდე კვარა "გრანდში"გადავიდა და ჩაკვე ფეხბურთს არ შეეშვა. სავარაუდოდ დაქვეითების გამო ჟურნალისტები სანიოლს გააგდებინებენ და ახლავე ხო არ დაგვენიშნა მწვრთნელად კაშია ან ლორია,ან ჯაბა? 3 წლის მერეც Dდივიზიონის ფინალს გადაჭედილ ფოთის "ხამსა არენაზე" სან მარინო მოგვიგებს.ასე რომ საქართველოს ნაკრები უნდა მოვხანათ საერთაშორისო პირველობებიდან და მარტო დავით ყიფიანის თასზე ვათამაშოთ

• ელგუჯა

ნათესავია)))

• კ ო მ ბ ლ ე

ჯერ გვაგიჟებენ, დაგვაიმედებენ და მერე ბაც! წააგებენ და ეგრევე გვეტყვიან. ეს მომავალი ტურნირის მზადებააო. არ ჯობია საერთოდ არ წავიდნენ, 3.0 წაგებას ჩაგვიწერენ, არადა შეიძლება 5.0 იყოს, სხვაობას ხომ ხედავთ, თან ოფლსაც არ გამოიდენენ.

• სუს

ეს ყველაფერი ზღაპრებია და შედეგი ვნახეთ უკვე...ახლა უნდა დავიწყოთ თავიდან ბავშვებუდან და უნდა მოვსპოთ მამიკოს შვილიანობა ...წინ უნდა დავაყენოთ პერსპექტიული ბავშვები და მონაცემები....არა ფული და ძმაკოცობ მეგობრობა.... თავიდან უნდა დავწყოთ სწორი მიდგომით...ჟურნალისტებო თქვენხ გეხებათ....არ დაბლოკოთ

• ზურა222

ბერიძეს რატომ არ იწვევენ რატომ გადაემტერნენ ??? @@@

• ა

ეს ქვილითაია ისევ მოდის?

• რა მაფიაა?

ბუდი ზივზივაძე კიდევ რამდენჯერ უნდა გამოსცადონ რომ პირველ ოფციად მისი განხილვა და მოთხოვნა აღარ იყოს... შარშან გოლები გაქონდა მაინც და რამდენჯერაც გამოიძახეს ვერაფერი ქნა, ქვილითაიაც ძააან ძონძია, მარა მაღალი მაინცაა და პირველ ბურთზე ნორმალურად იბრძვის და ეგეც შეცვლის ვარინატი თუ იქნება... ამ დონდლო თავდასხმელებში მიქაუტაძე თუ იზამს რამეს, თუ არადა საერთოდ უთავდამსხმელოდ ჯობია ისევ...

• semi

არ ვიცი ვაისი ბუდუს გამო არ გავაგდეთ? ეხლა არავინ იღებს ხმას არადა მეზოკოდოშოვეცი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.

• Michael

კიტეს მძიმე ტრავმა აქვს. ხვალინდელი დღე დაგვრჩა, რომ კვარამაც ტრავმა არ მიიღოს. მერე მართლა დაგვერხევა. ხვალ აქვს თამაში როგორც ვიცი. იქნებ არ ითამაშოს ხვალ ან რამე მოიფიქროს რავი :დ

• maroko

ბუდუ ზივზივაძეს ტრავმა აქვს თუ რა ხდება იქნებ ეგეც გავარკვიოთ და ხარაიშვილი მაინტერესებს კიდევ

• semi

ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას ლობჟანიძის და კიტეიშვილის გარდა არცერთი ფეხბურთელი ოდნავადაც არ აკმაყოფილებს ფეხბურთელობის მინიმალურ შესაძლებლობებს. ლობჟანიძე კიდევ 90 წუთსაც ვერ ქაჩავს, დანარჩენი ბიჭები ყოველ მეორე დღეს ტრამვირებულები არიან და რაშია ვილი სანიოლი დამნაშავე? ან ვაისი რაში იყო დამნაშავე გინებით რომ გააგდეთ ჟურნალისტებმა, ვეღარ აკმაყოფილებს ნაკრების დონესო?

• ლუკა

თამაშზე წასვლა იმიტომ გვაქვს აკრძალული, რომ ი მ ბ ე ც ი ლ ე ბ ი ვართ!

• ლევანი

4-ში ბავშვები სკოლებში მიდიან, სტუდენტები - ინსტიტუტებში. 9 ოქტომბერს თამაშზე დასწრება რატომ გვაქვს აკრძალული?

• sergo

გაგიკვირდებათ შეიძლება, მაგრამ მე შემოგთავაზებთ. ცნობილია რომ ფეხბურთელს ნაკრებში თამაშში არანაირი მატერიალური დაინტერესება არ აქვს, არის მხოლოდ პრესტიჟი, თანაც საეჭვო, 96-პოზიციაზე მყოფი ნაკრები რამდენად საინტერესოა ვინმესთვის, ჩვენი, გულშემატკივრის გარდა, რადგანაც მატერიალური სარგებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა მს.სპორტში, ფედერაცუამ, დააწესოს სოლიდური ბონუსი ნაკრების ბიჭებზე, ეს შეიძლება ეწინააღმდეგება ფიფას წესდებას, მაგრამ არსებობს უამრავი საშუალება ბიჭებს ფინანსური დაინტერესება მისცენ. ამით 1 რომ მოტივაცია გაიზრდება და 2, თვითონ ფედერაცია მეტად დაფიქრდება დაუმსახურებლად შეადგინოს ნაკრები ან მეტად გააკონტროლოს რეალური კანდიდატები, ეს სანაკრებო თამაშები წელიწადში 2-4 თუ ხდება, სიტყვაზე ნაკრების ძირითადს 50 ათასი ლარი, განაცხადში მყოფთ 30, რადგან სამწუხაროდ ჩვენი ლეგიონერები ისეთ კლუბებში არიან, რომ მათთვის ეს ზედმეტი "კაპიკები" საკმაოდ დიდი დაინტერესება იქნება და მერე ვნახოთ რა დიდი სიამოვნებით ჩამობრძანდებიან.

• Anti

დავიჯერო ბენიოს აღარ ჯობია კვირკველია?

• Anti

მაგრად მიტყდება ნაკრების ფეხბურთელები უკლუბოდ რომ არიან, დავიჯერო ქართულ კლუბებს აწყენს კვირკველიას ან გრიგალავას დამატება? ფორმასაც აღიდგენენ. არ არიან დასაკარგი ფეხბურთელები. თან თავისუფალი აგენტები არიან.

• გურამო

რა მომავალი ერთალიგიდან გავალთ ხალხო სასაცილოა რატომ გაქვთ კიდე ცრუ ილუზიები მომავალ ერთალიგაზე ყაზახეთი ანდორა ლატვია და ბელარუსია კი აღარ გვეთამაშებიან C ლიგაში ნახეთ რა ნაკრებები გამოდიან მომდევნო ერთალიგაზე და გადახედეთ რა კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობენ მაგ ნაკრებების ფეხბურთელები ჩვენ რომელი ამ ნაკრების დამარცხების თავი გვაქვს თურქეთს მოვუგებთ სლოვაკეთს ირლანდიას თუ მაკედონიას? ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი ისა რომ პერიოდულად რომელიმე ნაკრები გამწაროს თორე რაის სადმე გასვლა და სტაბილურად კარგი თამაში.

• Ucxo

Scori gadacyvetilebaa da saertodac agar unda gamoizaxon qvilitaia jobia tavdamsxmelis gareshe vitamashot vidrem eg gvyavdes tavdasxmashi amdeni celia nakrebshia da tu ar vcdebi ori goli aqvs gatanili mcvelebs ufro kargi shedegebi aqvt golis gatanashi vidre tavdamsxmel qvilitaias ristvis chirdebat da ristvis izaxeben mainc ver vxvdebi magas bevrad jobia ebralize gamoizaxo an arveladze cota praqtika unda tore qvilitaiaze uket aucileblad itamashebs.

• შოთა

სად თამაშობს და რა პოზიციაზე?

• zaza

ესეც კიტეიშვილი მიყვა ჩაკვეტაძეს ამას კვარაც მიყობა და სანაკრებო პაუზის მერე გამოჯამრთელდებიან.დდ

• გიორგი

ჩემი აზრით მომავალი მინიმუმ 3 წელი ჩვენს ნაკრებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს სამდე გასვლის ამ მსოფლიო ჩემპიონატში ნაჩვენებმა შედეგებმა გამოავლინა თუ რა დონეზეც ვართ და ანგარიშ გასაწევ ნაკრებებთან ძალიან გვიჭირს მოგებაზე თამაში ერთალიგაზე ბელარუსიასთანც კი გაგვიჭირდა მოგება და ახლა რომ ვწერთ ერთალიგიდან უნდა ვეცადოთო იმ ერთალიგის ც ჯგუფში არიან მაკედონია კოსოვო საბერძნეთი თურქეთი სლოვაკეთი ორლანდია ბულგარეთი ამ ნაკრებებთან საქართველოს ნაკრებს რისი შანსია აქვს ბოლო ერთალიგაზე ჯგუფიც ვერ მოვიგეთ როცა გაცილებით სუსტი მეტოქები გყავდა რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი და ამიტომ ვფიქრობ რომ ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 21 წლამდე ნაკრებზე იქ უნდა მივაჰწიოთ წარმატებას სამწუხაროდ ევროვნულ ნაკრებს არც ამ მსოფლიოს შესარჩევში დ დიდი ალბათობით არც შემდეგ ერთალიგაზე არანაირი შანსი არ აქვს.

• დემნა

ყველამ იცის შედეგი, ე.წ. გუნდის ძირითადი "ჩონჩხია" გამომპალი, მაგაზე ზედნაშენს ვერ ააგება, არანაირი მნიშვნელი არ აქვს ამ თამაშებს,გადაწყვეტილია ყველაფერი, სრულიად გაახალგაზრდავებული და ახალი სახეებია საჭირო.

• Gela

გიორგი გველესიანისთვისაც მიგეცათ ერთი შანსი, მგონი იმსახურებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს