ისეთი ფასი დაადო "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას (20 მილიონი ევრო), რომ მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ირწმუნებოდა, რომ ქართველის თაობაზე არავის მიუმართავს, ხოლო სპორტული დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის თქმით, 3.5 ძალიან დიდი კლუბისგან ოფიციალური წინადადება ჰქონდათ. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ თავის კლიენტზე "იუვენტუსთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩთან მოსალაპარაკებლად ტურინშიც ჩაფრინდა, მაგრამ შემდეგ ის სამუშაოდან დაითხოვეს და ხვიჩას 5-10 მილიონ ევროდ შეძენაზე უარს არავინ იტყოდა. ცხადია, ბატონი საიმანოვი აშკარად არ იძახის სიმართლეს.

მოკლედ, კვარაცხელიას "რუბინში" დარჩენა მოუწია, თავისთავად 20 წლის ბიჭზე ამან უარყოფითად იმოქმედა, თან ტრავმაც დაერთო და ძველებურად ვერ თამაშობს. "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩში მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ილია სამოშნიკოვის ტრავმის შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა გარემარბმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა, აქტიურიც იყო და 83-ე წუთზე მსაჯს მისი წაქცევისთვის კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ, ალბათ, ჩათვალა, რომ ყაზანელთა შემტევისთვის ორი პენალტის მიცემა მეტისმეტი იქნებოდა.

და ატყდა ერთი ამბავი: სლუცკიმ თქვა, რომ პენალტი ანდერს დრეიერს უნდა დაერტყა და ხვიჩამ არ დაანება, ხოლო მეკარე იური დიუპინის მტკიცებით, კვარაცხელიამ გაცუდებული თერთმეტმეტრიანის მერე თამაში მიატოვა.

ჩვენებური რუსულმა პრესამ გააკრიტიკა.

"კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რომელმაც პენალტი პარტნიორს წაართვა და რეალიზაცია ვერ მოახერხა, სიტუაცია უფრო რთულიც კია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ. სლუცკიმ ის სათადარიგოთა სკამზე დასვა და ჩვენი ინფორმაციით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს ურთიერთობა გაუცივდათ. "რუბინის" ფეხბურთელები გრძნობენ, რომ ქართველი ვინგერი ევროპაში განუხორციელებელი ტრანსფერის გამო მორალურად განადგურებულია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე კი კიდევ ბევრი მატჩია", - წერს Championat-ი.

"ცალკე პრობლემა ხვიჩაა. ამ სეზონში მის ანგარიშზე პრემიერლიგის პირველ 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. შარშანდელი კაშკაშა სეზონის მეორე ნახევრიდან გამომდინარე, მისგან სულ სხვა მოლოდინი იყო. თუმცა, წინა სეზონში პირველ 8 შეხვედრაში საერთოდ არ გაუტანია და მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა. ცოტა მოგვიანებით მოუმატა. სტატისტიკაც არ აჩვენებს, რომ მოეშვა: შემცირდა საკვანძო პასების და კროსების რაოდენობა, მაგრამ უფრო ხშირად ურტყამს კარში და ცრუმოძრაობის მხრივაც მოუმატა (პროცენტი შენარჩუნდა), - აღნიშნავს Sports-ი.

"რუბინი" საშინელია: სლუცკის გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია, ხოლო ხვიჩამ პენალტიც კი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ სიამოვნებით განიხილავენ მედიასამსახურის ახალ ვიდეოებს - მწვრთნელი ხუმრობს და მღერის, ფეხბურთელები ცეკვავენ. კონტენტი მართლაც მაღალი კლასისაა, მხიარული. ეგაა, სლუცკის გუნდს აშკარად დაეტყო პრობლემები. მათზე და წარმატებებზეც საუბარია საჭირო.

ხვიჩასა და დესპოტოვიჩის ანგარიშზე 2 გოლია. ეფექტური გასული სეზონის შემდეგ ქართველ ჰავბეკს ევროპის ტოპ-კლუბებს ურიგებდნენ, მაგრამ ახლა სადღაც გაქრა გასული სეზონის პროდუქტიულობა და შედეგიანობა.

გასაგებია, რომ კვარაცხელიას, რომელიც ჯერ ცუდ სეზონს ატარებს, რეაბილიტაცია და მნიშვნელოვანი გოლის გატანა სურდა. ფეხბურთელის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ ახლა მწვრთნელთან მკაცრი საუბარი ელის. პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა და გუნდი დააღალატა", - ეს ამონარიდი "სპორტ-ექსპრესიდანაა".

კვარაცხელიას კარგი თამაში ისედაც ბევრს აღიზიანებდა და ახლა რუსული გამოცემების კომენტარებში მთლად გესლს ანთხევენ. ხვიჩა მალე საქართველოში დაბრუნდება, სამშობლოსა და ნაკრებში სრულიად სხვა გარემოში მოხვდება, სადაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობს და ჩვენ, ყველამ, მას სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. რთული პერიოდი ცხოვრებასა და ფეხბურთშიც ყველას აქვს და აუცილებელია გვერდში დავუდგეთ.

ხვიჩა კიდევ იტყვის თავის სიტყვას ფეხბურთში, დიდ ფეხბურთში. აუცილებლად იტყვის. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ვილი
მივმართავ რუს კრიტიკოსებს.თქვე დედა ატირებულებო ნახეთ პსჟ ვარსკვლავებს წყვიტავს?ისე წააგო ეხლა კარში არ დაურტყავს.არადა მბაპე,ნეიმარი,მესი.მბაპეც იგივე დღეში არაა?არ მიყიდეს რეალს და საერთოდ ნოლი გახდა.აქამდე რასაც მიაღწიეთ ხვიჩას წყალობით და უცებ მოინდომეთ გამდიდრება.გაგეყიდათ 10 მილიონად.ეხლა ხო ეგ ფასიც სახვეწარი გაქვთ?ღირსები ხართ.ხვიჩა ნაკრებში დაამტკიცებს რა შეუძლია.
ზურას
ზუსტად ეგრეა!
დემნა
კი კი გორკა წავალთ აბა რას ვიზამთ, მარა ფული მოგვეცი ფული რო ვიცხოვროთ, ვიტამინი, ბუცი, ნორმ.ექიმი და წამოვალთ გორკა წამოვალთ.
გორკა
ძალიან მეცოდება ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა აგენტი დიდ როლს თამაშობს ტიპიური აფერისტი ფულის მონაა ეს ჯუღელი ან ამხელა კონტრაქტი რას დაადებინა ან თუ დაადებინა ფასი განესაზღვრა ან დაბრკოლების არ შექმნა ჩაედო კონტრაქტში რაც რუბინში უნდოდათ ისე ქნეს ბიჭი ფაქტიურად მონად გახადეს უნდა გავიდეს აიხვიოს მთელი რუსეთი და მოიგოს ჩემპიონატი? წადით ამ რუსეთიდან ბიჭებო წადით!!!! ხვიჩა არ გატყდე შენ და ჩაკვე საქართველოს ნათელი მომავალი და იმედი ხართ. გვიყვარხარ ქართველებს და მუდამ გვერდით დაგიდგებით!!!!!
კოკო
რუსეთში თამაში რას უშლის ხელს კალათბურთელ შენგელიას?
გიორგი გორგაძე
რუსული პრესის დედაც ჯეკ! ნახეთ თუ არ ათრიოს ხალხი ნაკრების თამაშებში
ზაზა
თვითნებობა დაიწყო უკვე გუნდში. პენალტი მას არ უნდა დაერტყა ეს სლუცკიმ განაცხადა.ეს იმის მანიშნებელი რომ პროფესიონალი არ არის. და ეს ყველაფერი მას როგორ ძვირად დაუჯდება ამას კიდევ სულ ახლო მომავალში ვიხილავთ.
Skeleton
ვის არ ულანძღია, თქვენ არ გინახავთ ალბათ აქ რასაც წერდნენ. პირადში უვარდებოდნენ და ლანძღავდნენ. ტრავმა მოიგონეო, ნაკრებში თამაში არ გინდაო მატყუარას ეძახდნენ და აგინებდნენ. პოსტიც კი დაწერა მაგაზე. მაგ ყველაფრის შედეგია ახლა რაც სჭირს და ეგ გამხნევებაც ყალბია, იმიტომ რომ როცა დასჭირდებათ ისევ ზედ გადაუვლიან. ზუსტად ეგაა ფანატიზმი, ტრავმის არსებობა რომ არ დაიჯერეს და ფეხბურთელს აგინეს. ახლა ცუდ მდგომარეობაში რომ დაინახეს ზოგს აღარ მოეწონა (ვისაც ცოტა ნამუსი შერჩა) ზოგი ალბათ ბედნიერიცაა. შემიძლია სქრინებიც გაჩვენოთ, სადაც აგინებენ და მძიმე ტრავმებს უსურვებენ. სპეციალურად შევინახე,ვიცოდი, რომ მერე ამის უარყოფას დაიწყებდნენ. აქ ჩაგდება არ შეიძლება სამწუხაროდ თორე ავტვირთავდი ყველას სქრინს თავისი სახელებით და გვარებით. უდიდესი ბოროტება გაუკეთა კვარაცხელიას გულშემატკივარმა და ახლა ყალბი გამხნევება აღარაა საჭირო. ძალიან ცოტა ვიყავით ვინც ვიცავდით სანაკრებო თამაშების დროს რომ ვერ ჩამოვიდა მაშინ!
სად
სად დაინახე ლანძღვა , არავის ულანძღია და რაზეც მიუთითეს იმისათვის რომ მეტი ყურადღება მიექცია სწორი იქნებოდა. ახლა კი გამხნევება ჭირდება და ამხნევებენ. გულშემატკივრობა არ ნიშნავს სიბრმავეს და ფანატიზმის.
ზურა
ხვიჩა მამაშენს მოკითხე რა მდგომარეობაშიც ხარ... ჯუღელს,რომ გადაგყარა!
კოკო
ადრეც ვწერდი ნაადრევი იყო ამხელა აჟიოტაჟი ხვიჩას გარშემო! ამდენად იყიდება, მილანში გადადის, ინგლისური ტოტენხემი ყიდულობს და ა.შ. რეალურად შეაფასოს თავისი შესაძებლობები და ილუზიებიდან ადვილად გამოვა, თორემ ისეთებს წერდნენ რომ ბიჭი სულ გადაირია!!!
Io
ეს იცის რუსეთში თამაშმა, და დროებით დიდმა ხელფასმა! როგორც კი მაგ ქვეყანას მოშორდები, მაშინვე დალაგდება შენი კარიერა ხვიჩა. დიდ ფეხბურთს ითამაშებ შენ
Skeleton
ამ გვერდზე რომ შემოვდიოდი ყველა კომენტარი უარყოფითი იყო ხვიჩაზე. ლანძღვა-გინება მიდიოდა პერმანენტულად. რა შეიცვალა? აა ატირებული ვნახეთ და გული მოგვილბა? მხარი რომ დაუჭირო მანდამაინც დაცემული უნდა ნახო ხო? დარწმუნებული ვარ ძლიერ რომ დაენახათ უფრო მეტად გადაუვლიდნენ სანამ რამეს არ დამართებდნენ, მერე ისევ მოეფერებოდნენ. არაფერი არ მწამდ ასეთი გულშემატკივრობის. მადლობთ ყურადღებისთვის
არტ
ხვიჩა, ნებისმიერ საქმეში რომ ადამიანი დიდ შედეგზე მიდის, ამ გზაზე რამდენჯერმე ხვდება სერიოზული კრიზისი. ამისთვის მზად უნდა იყო. ეს როგორაა იცი, მოყინულ ფერდობზე რომ ადიხარ და შეიძლება ფეხი დაგიცურდეს და ცოტა დაბლა ჩამოცურდე წინ წასვლის მაგივრად. ხოდა რა უნდა გააკეთო ასეთ დროს? უპირველეს ყოვლისა დამშვიდდე, თავი ხელში აიყვანო ფრთხილად და დაკვირვებით წამოდგე და გზა განაგრძო. შენი ყველაზე დიდი მტერი ეხლა შენივე გულგატეხილობა და პანიკაა. არავის მიაქციო ყურადღება გააგრძელე მუშაობა და კრიზისიც დამთავრდება. ნიჭი უხვად მოგცა უფალმა, შენი მხრიდან ხასიათის სიმტკუცე და თავდაუზოგავი შრომა უნდა დაუმატო. ყველაფერი წინ გაქვს, აბა შენ იცი!
ჟორა
კარგ დროსაა ნაკრების თამაშები, ხვიჩას აქ შეუძლია თავს რეაბილიტაცია გაუკეთოს და ისეთივე თავაწეული დაბრუნდეს რუბინში, როგორიც იყო.
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩა, სტუდენტი ვიყავი, როცა წავიკითხე ნარგიზა მგელაძის წერილი "დიდება თვითონ გიპოვის", სადაც გატარებულია ხაზი იმაზე, რომ დიდებას ნუ ეძებ, ის თვითონ გიპოვის და გიპოვის მაშინ თუ თავდახრილი მუშაობ და მაღალი დონის პროფესიონალი ხდები. მე ადრეც დაგიწერე და ახლაც შეგახსენებ, თუ შენ იმისთვის შრომობ, რომ როგორმე ტოპ გუნდში მოხვდე, იმასაც დაკარგავ სადაც ხარ და უკეთესია ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდო. კიდევ ერთხელ შეგახსენებ რუზველტის სიტყვებს: "გააკეთე რაც შეგილია, იმით, რაც ხელთ გაქვს და იქ, სადაც ხარ". მხოლოდ ასეთებს ეძებს და პოულობს დიდება.
Thomas
ესპანეთთან წაგების მერეც იტირა, ბოლო წუთზე რომ ჩაუყარა წყალში ჩვენმა მეკარემ მთელი შრომა.
მიშა
არ გეგონოთ მეგობრებო ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს პირიქით დიდი მახტომის პატრა პერიოდია რომელსაც ძალაინ მალე გადალახავს ხვიჩა და ვიხილავთ მას ჩემპიონთა თასით ხელში
ზაზა
დამშვიდდი ხვიჩა და საქმეს მიხედე,ხვალ კარგად ითამაშებ და ყველაფერი დალაგდება!ოღონდ კარგად რომ ითამაშო თავი ხელში უნდა აიყვანო და დაწყნარდე!
Michael
ყველაზე უკეთ თავად იცის როდის რა შეცდომას უშვებს. თამაშის კრიტიკა საჭიროა, უბრალოდ მასზე მეტად ვინ იცის რა აქვს გასაკრიტიკებელი და სად აქვს სუსტი მხარე?! გულშემატკივარს ერთმანეთში ერევა თამაში გააკრიტიკოს თუ შეურაცხყოფა მიაყენოს ფეხბურთელს. არც ვარქმევ ამას გულშემატკივრობას
zaza
რუბინი გუნდია საერთოდ?? ვინც იყიდეს გინდა ის პოლონელი გინდა დრაერი რომელშიც 8 მილიონი ევრო გადაიხადეს რა ფეხბურთს თამაშობს??? საქართველოს ნაკრებივით მარტო კვარას იმედზე არიან, კომბინაციები ვერ ვნახე. კვარას უნდა დაეთმო პენალტი ამაზე ორი აზრი არაა, როცა გადაწყვეტილია პენალტი ვინ უნდა დაარტყას ის უნდა გაკეთდეს. კვარამ რომ ააცდინა მაგრად დაიგრუზა მიხვდა რომ გუნდი ფაქტიურად დააღალატა. წინა თამაშებთან შედარებით კვარა 50% მზად არის. კაცი გამწარებულია და ეს გუნდელები მიდგნენ კვარას, ეს არაა სწორი ამ დროს. პირიქით გვერდში უნდა დაუდგნენ, კვარას გარდა ვინმემ რამე გააკეთა წინ მაგ თამაშში ეგ იკითხა ვინმემ?? ძალიან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა რუბინმა და ეს არის მთავარი პრობლემა.
f
ესაა რუსეთი და რუსები, ეს კლასიკური შემთხვევაა, რუსები ხომ ამითი გამოირჩევიან ყველა ერებისგან, რომ უაღრესად შურიანი და ბოღმა ხალხია, კომუნიზმის მენტალობა ვერ მოიშორეს და კიდევ კარგა ხანი ასე იქნება. ქართველებმა უამრავი ცუდი გადმოვიღეთ მათგან, განსაკუთრებით ადამიანის განკითხვა და ბოლომდე დამარხვა. ამ შემთხვევაში მაინც ნუ ვიქნებით მორუსოები და გავუფრთხილდეთ ჩვენს მარგალიტს. გვერდით დავუდგეთ ხვიჩას და მჯერა, რომ ის კიდევ ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს ქართველებს. ხვიჩა! გააკეთე ის, რაც შეგიძლია, არც მეტი და არც ნაკლები.
დათო
მოკითხვა ჯუღელს საქართველოდან
რატი
არ გატყდე, ხვიჩა! ყველაფერი წინ გაქვს, მაგრად დადექი! აქაც ბევრი ცხოვრებაზე დაბოღმილი გადმოანთხევს გესლს, იქ მტრებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მთავარია ახლობლებმა და გარემოცვამ ივარგოს, მხარში ამოუდგნენ და გაამხნევონ.
Irakli
ნამდვილად მასეა, და ვერავინ იტყვის სლუცკი ქარველს ოდესმე ცუდად მოქცეოდეს, და არ არის საჭირო ახლა იმის წერა რომ რუსული პრესა გესლს ანთხევს, ესეც სიცრუეა, აკრიტიკებენ სრულიად სამართლიანად. ახლა ჯერი ხვიჩაზეა, მან უნდა მოინდომოს და დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდევაც!
H
ალბათ ბერძენი, შვედუ და ესპანელი მცველებიც მოსყიდული ყავდა. ამდენი ბოღმა და ღვარძლი როგორ უბდა გქონდეს 20 წლის ბიჭის მიმართ?! დარწმუნებული ვარ ერთი წარუმატებელი ბირჟის და ტოტალიზატორის ლომი ხარ, რომელსაც გუშინ რუბინის მოგებაზე ედო დედიკოსთვის გამორთმეული ფული და მაგრად გამწარდი.
რა მაფიაა?
ანუ აი ვერ ვხვდები საიდან მოდის ამდენი ბოღმა და ღვარძლი... ხვიჩა რო ჯერ არაა იუვენტუსის ძირითადის დონის და შემდგარ ფეხბურთელად არ გადადიოდა სადმე გასაგებია, მარა ეს გამოჩნდა რაცაა და რაღაცეები საიდან მოგდით ტვინში ან რა მიზანი გამოძრავებთ ვერ ვხვდები...
Emre
ცუდი პერიოდი ვის არ ქონია? მაგრამ მწვრთნელი რო გეტყვის პენალტი სხვამ უნდა დაარტყასო უნდა ადგე და მისცე ბურთი რა მოქცევაა ეგ? სლუცკი მთლიანად მართალია ამ სიტუაციაში.
ილია
ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. ამ სირთულეებს ვერ ვხვდებოდით სხვა პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც,რომლებიც რუსეთში ვერ განვითარდნენ,მაგრამ ამაში რუსები კი არ არიან დამნაშავე, არამედ ის ქართველი ვაი მოკეთეები ,რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ შენი მარგალიტი ტალახში არ უნდა ამოსვარო.
Herbst
აუცილებლად განადგურებული და ატირებული უნდა გენახათ ახალგაზრდა ბიჭი, რომ კარგი კომენტარები დაგეწერათ, ვკითხულობ და ვხვდები რომ კარგი კომენტარის დასაწერად ქართველს ჭირდება, ვინმე ცუდ მდგომარეობაში და დაცემული ნახოს. დარწმუნებული ვარ ახლა არავის გსიამოვნებთ რასაც რუსები უწერენ ხვიჩას. დარწმუნებული ვარ თქვენც გაქვთ უსამართლობის შეგრძნება, იმის გამო, რომ ამ ბიჭმა რუსული ფეხბურთის რეიტინგი ასწია,(არამარტო გუნდის) და ასე უფასებენ რუსები. სულ რაღაც ერთი თვის წინ იგივეს აკეთებდით აქ, როცა ტრავმის გამო ნაკრებში ვერ ჩამოვიდა. პირადში უვარდებით, ლანძღავდით. კი დაწერა მაძლიერებს სიძულვილიო, მაგრამ არ აქვს მას (ჯერ) რონალდუს ფსიქოლოგია, რომ ამდენმა საშინელებამ ვერ გატეხოს. ტრავმასაც ვაბრალებ მის ცუდად ყოფნას და ქართველი გულშემატკივრის სამარცხვინო საქციელსაც. ინსტაგრამზეც ხომ უწერდით ტრიბუნებიდან დაგისტვენთო, ხოდა დაუსტვინეთ. მერე აქ რუსებზე დაწერეთ რომ ქართველი როა იმიტომ არ უნდათ მისი წარმატება და ასე შემდეგ.
Winter
კი არ აკრიტიკებდით, აბრალებდით, რომ ტრავმა არ ჰქონდა და სპეციალურად არ ჩამოვიდა ნაკრებში, იმიტომ რომ თამაში ეზარებოდა და ნაკრები ეკიდა. აი ამას უწერდით მთელი ის დრო. ზოგი პირადშიც უვარდებოდით, აგინებდით და მატყუარას ეძახდით. ამის შემდეგ ჩვენ რუს გულშემატკივარზე უკეთესი რითი ვართ? მანდამაინც ატირებული და განადგურებული უნდა ნახოს ქართველმა ვინმე, რომ მის მიმართ თანაგრძნობა გაუჩნდეს. ესაა ქართველების სენი. მანამდე უნდა გადაუაროს და მერე ნამეტანი მოგვივიდაო და შეგვეცოდოს... ტრავმის მერე რომ დაბრუნდა ვარჯიშზე ერთი გადავლა მერე გადაუარეთ, თურმე ცოცხალი ყოფილა და ნაკრებში არ ჩამოვიდაო. ყველას მაგივრად მრცხვენია ვინც მაშინ ამ ბიჭს აგინებდს, წყევლიდა და ემუქრებოდა. ჰო კიდე ის არ დაგავიწყდეთ, ინსტაგრამზე რომ უწერდით ნაკრებში რომ ითამაშებ და ბურთს რომ მიიღებ ტრიბუნებიდან დაგისტვენთ ყველაო. დაუსტვინეთ არც გამიკვირდება. ესაა რეალური ქართველი გულშემატკივარი, რომელიც არაფედს იმსახურებს. არ იმსახურებს გამარჯვებებს და ამიტომაც არ აქვს...რადგან თუ ვინმე კარგი გამოერევა, ერთი შეცდომის გამო ფეხქვეშ გათელავს. ახლა ნაკრებშიც რომ ვერ ითამაშოს კარგად მერე ნახეთ.
ლევანი
ხვიჩას ვურჩევდი თავიდანვე რომ როგორმე თავი დაეღწია რუსეთისგან,თორემ მერე ძალიან ინანებდა. აუხდა კიდეც.გაამხნევეთ ახლა მერუსეთეებო,ხომ მიაღწიეთ რაც გინდოდათ. დაღუპეთ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი.მაგ ტრესიდან ხვიჩა როდის გამოვა არავინ იცის.
ნუკრი
რუსეთიდან ნორმალურ გუნდში ვერ წახვალ.შენი ტრამპლინი ნაკრებია.ჰოდა დაიკიდე რუსეთის ყველაფერი და ამ ორ სანაკრებო თამაშში აჩვენე რა შეგიძლია.თუ დანარჩენ ნაკრების წევრებს ნამუსი მთლად დაკარგული არა აქვთ და აგყვებიან თამაშში,შენც მოიგებ და ნაკრებიც.თავი მაღლა(ოღონდ ცხვირი არა),წინ დიდი წარმატებებია.
ლევანი
თავმოყვარე ადამიანი არ ითამაშებს რუსეთში.
ჩასაფრებული
20-10-5 მილონი კი არა თავისუფალი აგენტის სტატუსითაც არაც ერთი გრანდი ან მასთან მიახლოვებული კლუბი არ აიყვანს კვარას დღეს იმ თამაშით, რასაც ის აჩვენებს მიმდინარე სეზონში,რაც შეეხება გასულს,მისი ეზოს ერთფეროვან ფეხბურთი უკვე რუსეთის მაჩანჩალა კლუბების მცველებმაც კი გაშიფრეს და უკვე წინასწარ იციან. "კვარა დიდი ტალანტიაოო,მაგრამ ფეხბურთის თამაში უნდა ისწავლოსო"-თუ არ ვცდები ვილი სანიოლმა დაწერა. ასე რომ მგონია ხვიჩას თავიდან აქვს შესაქმნელი საკუთარი საფეხბურთო იმიჯი,რისი ტალანტიც ნამდვილად აქვს,მიდი ჯიმა ბოლომდეეეეე!!!!!! რაც იყო იყო.
Roma
ხო იძახდნენ რუბინში დესპოტოვიჩი და ის მეორე იგროკი რო იყიდეს 3გოლი რო გაიტანა რა მაგარი ფეხბურთელები არიან რა ხვიჩაო.. არ თამაშობს ხვიჩა არაა მოგებები
გოგა
ესეთი პერიოდი ყველა დიდ ფეხბურთელს ქონია, ეგ არაფელი.. მთავარია ხვიჩამ ყველა და ყველაფერი დაიკიდოს, მარტო მოედანი და ბურთი.. გვეიმედები ხვიჩა, გვჯერა შენი
სიმართლე
რუსეთის პროვინციაში ყაზანში მოთამაშე ფეხბურთელი რომელსაც მოსყიდული მცველები ატარებდნენ და სეზონში მაინც სამი გოლი გაქონდა ვის რად უნდა იუვენტუსში ან ტოტენჰემში,გამოჩნდა აგერ ვინც არის კვარაცხელია,ჯუღელის მსგავს სუბიექტთან იუვენტუსის ან მილანის მენეჯერები არ დაჯდებიან სასაუბროდ,ჯერ სად არის ფეხს არ გაანძრევინებენ რუსეთში თუ სრ მოისყიდამცველები,ასეთი ფეხბურთელები როგორიც კვარაცხელიაა შაურად სამ ოთხს მოიყვან…
სოსო
წარმატებები ხვიჩა. უფალი გფარავდეს
რონალდო ტოჟე პლაჩეტ
ადამიანურად მართლაც სევდიანია სხვა ადამიანის გულისტკივილი და ცრემლის ღვრა. ტოტენჰემში, ბორუსია დორტმუნდში, იუვენტუსსა და მილანში პროფესიონალები არ იბუტებიან. ბროძოლობენ და ასრულებენ თავის მოვალეობას.
Cecxli
ჯუღელმა საბოლოოდ ჩამოიხია სახე, როცა თქვა რო ( "თურმე") ... ხვიჩასთვის იმდენი მაქვს გაკეთებულიო ეხლა თვითონ გამიკეთოს რეკლამაო(!). ღორი ბუძიების საქონლობის და უტიფრობის პიკი ... მაგრამ სინამდვილეში მინიშნება იმაზე რომ - მე რომ დაგღუპე ეხლა დამესევა ხალხიო გაცოფებული და შენ დამეფარე ისევო(!) დამიცავი ბიძიაო ეხლაო, თორე დიდი "ამაგი" მაქვს შენზეო და ნაგლიც ვარო საკმარისად. თფუ შენი ... ეს ტიპი ქართველია საერთოდ? არ არის ქართველი არც გავს ქართველს და რა იცით ჩალიჩობს რაღაცეებს
ემიგრანტი
რას ჰქვია გატყდეს! ეს ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდილება და სწავლაა, ყველაფერი წინაა, მეტი შრომა, სიმშვიდე და მიზანდასახულობა!! შენ ძალიან მაგარი ხარ ხვიჩა!!!
ვიღაც
გადასარევი გიორგი, "აკრიტიკებდი" კი არა ცილს წამებდი. სულს უკლავდი. და ეხლა კიდე ლაპარაკს ბედავ

* მეტი საქმე არა აქვს რუსს რომ თქვენ [ქართველები] გაგანლატაოთ .
Რაგბის ფანი
ხვიჩა, ბრძოლა ბოლომდე! შენ მაგარი ხარ.
ხო რა
და ჩვენ რაღას გვიპირებ შენი იმედი რომ გვაქვს? ძალიან საყვარელი ადამიანი ყოფილა როგორ განიცადა ძალიან ვინერვიულე. პენალტზე ასეთი განცდა როგორ შეიძლება ხვიჩა, ან გაუტან ან ვერა.მთავარია ლამაზად ითამაშო.სპორტი მარტო მოგება წაგება ხომ არაა.ასეთი ტალანტის პატრონი ხარ არ ინერვიულო ასეთ რამეზე
გადასარევი გიორგი
ხვიჩა! მეც გაკრიტიკებდი ნაკრებში არ ჩამოსვლის გამო, მარტო ამიტომ! არ დაუჯერო არავის! უნიჭიერესი კაცი ხარ შენც იცი! ეხლა ყველა ფეხებზე დაიკიდე ვინც გიქმნის პრობლემებს, პრესაც, გულშემატკივრებიც, მოწინააღმდეგეებიც! შენნაირი ფეხბურტელები 100 წელში 1 თუ იბადება და მთელ საქართველოს შენი იმედი აქვს. გულწრფელად გეტყვი არ მიყვარს სენტიმენტალობები, მაგრამ როგორც პიროვნება ისეც მომწონხარ და როგორც ფეხბურთელი! უმაგრესი და ნათელი წერტილი ხარ ჩვენი ფეხბურთის და მოეშვი ამ სისულელეებს და გულისაცრუებებს და ასე.შ აბა შენ იცი. 100% ვიცი, რომ ეს ფსიქოლოგიური ამბებია და მალე გაივლის, ხასიათითაც და გამოცდილებითაც უფრო მაგარი გახდები, ასე რომ თავი მაღლა და ველოდებით ნამდვილ კვარას!
Herbst
როგორ პატარა ბავშვივით იტირა. ძალიან ემოციურია, ალბათ ასაკის გამოა არვიცი... ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერა წავიდა უკან ფსიქოლოგიური წნეხის გამო. უნდა იმუშაოს თავის თავზე. ძალიან დიდი ტალანტი აქვს და ვალდებულია, ასე უბრალოდ ვერ გატყდება!!!
Sommer
ერთი ფეხბურთელიც არ არსებობს,ვისაც (მითუმეტეს 20 წლის ასაკში ) ან პენალი არ გაუფუჭებია და ან ჩავარდნა არ ჰქონია კარიერაში. რატომ ტყდება ამხელა აჟიოტაჟი და რატომ ატარებთ რენდგენში ამ ბიჭის ყველა ნაბიჯს. რატომ არის გუნდშიც და ნაკრებშიც ამხელა წნეხი მხოლოდ მასზე, და ყველაფერი ცუდი მხოლოდ მას რატომ ბრალდება?! ნახეთ ინსტაგრამზე რუსები რეებს წერენ. ბიჭმა მთელი რუსეთის ჩემპიონატი სანახაობრივი გახადა და მაყურებელი დააბრუნა ტრიბუნებზე, ევროსაგზურის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს და რამდენჯერ მარტომ მოაგებინა... ეს ყველაფერი ორ თამაშში დაავიწყდათ იმ უმადურებს. თუ წაგების დროს მხარდაჭერა არ შეგიძლია ვის რაში ჭირდება გოლის გატანის მერე შენი პრიმიტიული ტაში
X.Rayes
ხვიჩას ვერ მოერევიან. მისი განადგურების მცდელობა აქამდეც ქონდათ, ლოკომოტივიდან რომ გააგდეს ეგონათ დამთავებული იყო უკვე როგორც ფეხბურთელი მაგრამ არა. ბუნკერში მოუხდათ დამალვა ისე მწარედ შეარცხვინა. მერე მწვრთნელი გამოუცვალეს და სლუცკიმ ატირა თავიდან ისე ამწარებდა ვარჯიშებზე, მაგრამ ეგეც "მოინელა" სლუცკისაც აიძულა ქება და მთელი მსოფლიო აალაპარა. ეგ დაბლოკილი ტრანსფერი ისედაც მოსალოდნელი იყო, ეგ შოკი მხოლოდ იმათთვისაა გოიმები ვინც არიან და მართლა რო ეგონათ "ტკბილ" რუსეთში ქართველებს არავინ არ ბლოკავსო ... უცებ გაგაბლატავებდნენ, მაგრამ განა მართლა მეტი აქვს რუსს თქვენ გაგაბლატაოთ. გაგოიმებთ და დაგცინით კმაყოფილი, გველის წიწილი. ყველაზე ცუდი ისევ ის არის რომ ეს ერთუჯრედიანები ყველაფერს ისევ ხვიჩას აბრალებენ. ხვიჩა არაფერ შუაშია, ალალი წესიერი ახალგაზრდაა არავისთან არაფერი არ ეშლება. არც რუსებთან, მაგრამ იმას ვერ პატიობენ რომ თქვა ქართველი ვარ და ყველა ვარიანტში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. რუსეთის "ღალატს" ვერ პატიობენ დამპალი უტკები. საერთოდ რუსების დამპლობები ძალიან ძნელი ასატანია, მაგრამ ეხლა გვიანია ფაქტიურად მძევლადაა და იძულებულია ყველაფერი გადაიტანოს. მთავარია იყოს ისევ ისეთი მხეცი და 9მაგ ჯერ მეტი მოინდომოს მიზეზი არავის არ მისცეს. ისე პენალტს არც უნდა თვლიდე გოლად ეგეთი ფეხბურთელი როცა ხარ, კი ჭირდებოდა გატანა მარა არ ვარგა. პენალტი უნიჭოებისთვისაა და არც უნდა იკადრო სხვებს უნდა დაუთმო. შენ რო მოგჩეხავენ კი გინდა დასაჯო მარა, თუ ვიღაც უტიფარს კიდე აქვს ნერვი რომ სხვას დაარტყმევინეო მოგთხოვოს უნდა ადგე უნდა დაუთმო.
Შმაგი17
ხვიჩა მე და ჩემს ოჯახს გვჯერა შენი
bejo
ეს ჯუღელი რა ჭირია პროსტა , იმენა ზუსტად ასე იყო კვირკველიას ამბავიი ზუუსთად 100% ით ემთხვევა
ლომი
მაგიტომ უნდა წასულიყავი სადმე ევროპაში მაგ სასაფლაოდან!
სოსო
ეგრეა, თუ დამარცხების გზას არ გაივლი, გამარჯვებას ვერ ისწავლი. არ გატყდე და აღიარე, რომ ჯერ სამუშაო ძალიან ბევრია, არც გრანდში გადასვლაა ახლოს, მაგრამ მთავარია, რომ ლეგენდარული კარიერის გასაკეთებლად ყველაფერი გაქვს. შრომითა და მოთმინებით ყველაფერი გამოგივა. მიდი, მიაწექი, ჩვენ შენი გვეიმედება.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ