გუშინ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის "რუბინმა" ნოვგოროდის "ნიჟნის" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ხსენებულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც თავს დიდი კრიტიკა დაატყდა... გთავაზობთ გულშემატკივართა გამოხმაურებას, რომელიც რუსულ მედიაში დაიწერა.

"რაკუვთან" თამაშის მეორე ტაიმს ვუყურე და მინდა გითხრათ, რომ ხვიჩაზე წარმოდგენები გადამეტებულია, ის ეფექტური მოთამაშეა, თუმცა სარგებელი ცოტა მოაქვს. ამ მატჩში მან კაცი რამდენჯერმე მოატყუა, შემდეგ კი გამუდმებით ბურთს კარგავდა... თუ ის გუნდისთვის მეტს არ ითამაშებს, მაშინ "დორტმუნდთან" და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები უბრალოდ ჰაერში გაფრინდება"

"დიდი ხანია ყველაფერი დღესავით ნათელია, ხვიჩა ჩაის ჭიქაში შტორმს ჰგავს. ჩვენი "შეშა" ფეხბურთელების ფონზე, "კვარას" დრიბლინგი მართლაც რომ სასწაულია"

"ყველას სურს, რომ 20 წლის ბიჭმა კლუბი და მწვრთნელი "ათრიოს", ეს გეგმა ნელ-ნელა ვარდება, თუმცა სად არიან ვარსკვლავები, რომლებიც დავიმატეთ? ვგულისხმობ ჰაკშაბანოვიჩსა და დრეიერს. ხვიჩა გუნდში უფასოდ მოვიდა და მონსტრი გახდა, მათში კი 8-9 მილიონი ევრო გადაიხადეს, ამასთან ერთად სლუცკის კრეატივი შემოაკლდა, მარტივია, როდესაც ყველაფერს ერთ ფეხბურთელს აბრალებ"

"თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ხვიჩას ღირებული არაფერი შეუქმნია, სიმართლე გითხრათ, მას იმაზე მეტად აქებენ, ვიდრე იმსახურებს. როგორც არ უნდა გავნიხილო ფეხბურთის გენიალური მხარე, მასში ვერაფერს ვპოულობ... ბოლო 3-4 შეხვედრა საერთოდაც საშინელება იყო"

"ხვიჩას 2-3 მატჩი სათადარიგო სკამზე დროის გატარება სჭირდება, შემდეგ კი ცვლილებაზე შემოვიდეს, თუ რამდენიმე შეხვედრაში სლუცკი მოედანზე გაიყვანს, შემდეგ კი ისევ ცვლილებით გამოიყვამს, "მშვენიერება" კვლავ აღსდგება, მეორე რაუნდში კი ისე ათამაშებდა, როგორც ანჩელოტის მოსვლის შემდეგ ვინისიუსი"

რა თქმა უნდა, მონეტას ორი მხარე აქვს და ხვიჩას თამაშს როგორც ნეგატიურად, ასევე პოზიტიურად უყურებენ, ამის გამო გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

- არ მესმის რატომაა ხვიჩა კარგი. მიიღებს ბურთს და თამაშს ვერ ამწვავებს (მეტოქეს ვერ ცდება, პასს ვერ აკეთებს). ის ახლოს მდებარე თანაგუნდელს ვერ ხედავს. ფეხბურთელს, რომელსაც შედეგიანობა 0 აქვს ევროპაში არ სჭირდებათ. დროა სლუცკიმ სახალისო ვიდეოების გადაღება დაასრულოს და დრო ვარჯიშს დაუთმოს.

- ვინ მოიპოვა პენალტი? ამაზრზენები ხართ, აქამდეც ვიცოდი, რომ "რუბინს" გულშემატკივრები არ ჰყავდა, თუმცა ახლა დავრწმუნდი, რამდენად უნამუსო მოძულეები ხართ. თქვენ მხარს უნდა უჭერდეთ გუნდსა და ფეხბურთელებს, ამხნევებდეთ გასაჭირში და მათთან ერთად იზიარებდეთ წარუმატებლობას, საპასუხოდ, აკრიტიკებთ ლიდერებს და ცდილობთ დადებითი ნიშნები დააიგნოროთ.

შეგახსენებთ, ხვიჩას მიმართ დიდი კრიტიკაა, იმედია სანაკრებო შეხვედრების დროს შესაძლებლობების მაქსიმუმს შემოგვთავაზებს და კრიტიკოსებს "ჯოკერის ბანქოს" დაანახებს.

გიგა
ყველას ის უნდა, რომ ხვიჩამ, ერთმა კაცმა, ათრიოს ნაკრები და რუბინი. მან თავისი გენიალურობა უკვე დაამტკიცა და აღარ არის 10 და 15 დრიბლინგი საჭირო,.ამას ხომ დიდი ფიზ.ძალა ჭირდება.ასეთ დატვირთვას მესიც ვერ გაუძლებს, თან ხვიჩა დაცვასაც თამაშობს.ხვიჩამ ევროპულად უნდა ითამაშოს და მაშინ მასზე ტაციაობა დაიწყება. მას მოედნის ხედვაც კარგი აქვს, მაგრამ მოკლე პასებით უნდა ითამაშოს,იმოძრაოს და პასი მიიღოს, შემდეგ კი ერთი შეხებით ისევ პასი გააკეთოს.ასეთი თამაში მოწონს ევროპელებს.იქ მწვრთნელები გეხმარება მარადონას უშლიან. როცა სიტუაცია მოითხოვს ან პასს ვეღარ აკეთებს, მაშინ არის საჭირო დრიბლინგი. სხვანაირად ტრამვებს ვერ მოიშორებს, რუსები მასზე ნადირობენ. ასეთი თამაშით მას მალევე წაიყვანენ ევროპაში.
Gio
ძალიან დიდი ხანია კომენტარი არ გამიკეთებია მაგრამ ეხლა ერთს დავწერ ვნახავთ ხვიჩა რას წარმოადგენს დღეს დღეისობით რეალურათ და სჭირდება თუ არა მას ფსიქოლოგის დახმარება მთელი ამ სატრანსფერო ციებცხელების შემდეგ აი სწორი ეს იქნება და რეალურ სურათს ვნახავთ.
გადასარევ გიორგის
თქვენ შეიძლება არ აგინებდით და არ გეხებათ ის ბოროტება, რასაც იმ დღეებში ხვიჩას გულშემატკივარი უკეთებდა მაგრამ როცა ამბობთ უპასუხისმგებლოდ მოიქცა და თავისი საქციელი არ ახსნაო ეგ რას ნიშნავს იქნებ გვითხრათ? ახსნა, რომ ტრავმა ჰქონდა და პოსტიც გამოაქვეყნა მაგაზე, ტრავმიანი როგორ უნდა ჩამოსულიყო აქ ან ტრავმიანს როგორ ეთამაშა, ეგ იქნებოდა თქვენთვის დამაკმაყოფილებელი, რომ ის აქ ჩამოსულიყო, როცა კუნთის დაზიანება ჰქონდა და სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა გუნდში? ძალიან კარგია რომ აფასებთ და არ მოგწონთ ასეთ დღეში ხომ ხედავთ, ეს თქვენი კომენტარიც დასაფასებელია, უბრალოდ როცა 20 წლის ბიჭს ადანაშაულებთ უპასუხისმგებლობაში და სინამდვილეში არ იცით რა ხდება, ამით იმ უმრავლესობაში შედიხართ, ვინც ეგ ბიჭი ასეთ დღეში ჩააგდო. ზუსტად მაგ რეაქციის საპასუხოდ დაწერა ის პოსტი, ჩემს ქვეყანაში თამაში ყველაზე მეტად მინდა მაგრამ ტრავმა ამის საშუალებას არ მაძლევსო. მეტი რა უნდა ექნა რომ ტრავმა დაგეჯერებინათ არვიცი. თუ ტრავმის გჯერათ მაშინ ამ ბიჭს უპასუხისმგებლოს რატომ უწოდებთ ამასაც ვერ ვხვდები. აქ ზოგი გულშემატკივარი იმასაც უწერდა ნაკრებში რომ ჩამოვა დავუსტვინოთო... მე მსგავსი ბოროტად მოქცევა არცერთი ფეხბურთელისადმი არ მახსოვს და რისთვის ამოიჩემეს ეგ ბიჭი არვიცი. თუმცა ესეც დასაფასებელია რაც დაწერეთ, და სხვებივით ახლა მაინც აღარ გადაუარეთ. ძალიან ცუდია როცა ასეთ მდგომარეობაში ხედავენ ფეხბურთელს და მერე ჩნდება მის მიმართ დადებითი კომენტარები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხვიჩას ეს მდგომარეობა ქართველი გულშემატკივრის ბრალია, ვინც მას იმ დღეებში ტრავმის მოგონებას და აფერისტობას აბრალებდა. ლანძღავდა, აგინებდა, ემუქრებიდა... სქრინებიც კი მაქვს შენახული სახელებით და გვარებით. (პირადად თქვენზე ნუ მიიღებთ, ზოგადად გულშემატკივარზე ვამბობ) ვერ დაიცვა ამ მასისგან ეგ ბიჭი ვერავინ. ამ გვერდზეც სულ ორი კაცი ვიცავდით იმ დღეებში, როცა ყველა ზედ უვლიდა. იმედია ძალას გამონახავს ახლა მაინც საკუთარ თავში. პ.ს მეც ვუყურებთ რუბინის თამაშებს მის გამო და უსახურ რუსულ ჩემპიონატში მის გამოჩენას ველი. მეტი რომ შეუძლია მეტს ვთხოვთ რათქმაუნდა, მაგრამ კოვიდი დაუდასტურდება თუ ტრავმას მიიღებს ამ შემთხვევაში ფეხბურთელის მჯერა,სხვებისგან განსხვავებით მას მატყუარას არ ვუწოდებ და გულს არ ვტკენ. არ იცით საქართველოში რამხელა მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის კომენტარებს. თქვენ წარმატებები!
გადასარევი გიორგი
აქაც დავწერ, მართლა ვირო მადლიო! ვფიქრობ დავიკიდო აქ პოსტვა და დროის ფლანგვა მართლა ვინ ხართ თქვენ. მე დამიწერეს ხვიჩას სულს უკლავდიო! და თურმე მე ვამბობდი რომ ტრავმა არ ჰქონდა! წმინდა წყლის ცილისმწამაბლები ხართ ვინც ეს დამიწერეთ! ხვიჩას მინდა მივმართო აქაც - არასდროს , არც ერთ წამს არ შემპარვია ეჭვი შენ უდიდეს შესაძლებლობებში! როგორც კი დავინახე მივხვდი, რომ გენიალური ფეხბურთელია. ეხლაც ამ აზრზე ვარ და ვინც ამბობს, რომ ვერაფერი ფეხბურთელი ვერ ყოფილაო აზრზე არ არის საერთოდ ფეხბურთის! უდიდესი ტალანტი ხარ, რადგან იმ სისწრფეზე დრიბლინგი, რომელზეც და როგორც შენ აკეთებ მარტო უდიდეს ფეხბურთელებს შეუძლიათ. მაგრამ! ეს არ ნიშნავს რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გქონდეს ნაკრების მიმართ. ერთია რომ გიყვარს ქვეყანა და მეორე რომ მოიქცე სწორად როცა საჭიროა. მე ვთვლი, რომ უბრალოდ უპასუხისმგებლობა იყო რაც შენ გააკეთე რომ არ ჩამოხვედი ნაკრებში, ან რომ არ ახსნები შენი საქციელი, არასდროს არ მითქვამს ტრავმა არ ჰქონდაო, მაგრამ ისიც ცხადია რომ ეს ტრავმა მადლობა ღმერთს მსუბუქი იყო და მალევე ითამაშე. მე უბრალოდ იმას ვწერდი ჩემო კარგო ადმაიანო, ჩემო ხვიჩა - რომ არ შეიძლება შენ ტიპიურ ქართველ ფეხბურთელს დაემსგავსო მენტალობაში. განსაკუთრებული კაცი ხარ და ამიტომ მეტს ვითხოვთ შენგან. და ბოლოს ვიღაცეები წერდნენ, რომ ამოიცნეს ხვიცა რუსეთში და აწი ვერაფერს ვერ იზამს და პასები უნდა დაარიგოს... ვნახე ბოლო თამაშები და ვნახე რომ სულ პასს ცდილობს! დაიკიდე ეს სულელური რჩევები, აკეთე დრიბლინგი და იცოდე რომ მთელ რუსეთის ჩემპიონატში შენნაირი ნიჭიერი კაცი არაა. ეხლა ხასიათის განმტკიცებაა საჭირო და ნაკრებში მოვა შენი გაბრწყინების შესაძლებლობებიცა და დროც. ხვიჩა არ დაუჯერო ცილისმწამებლებს შენზე ცუდი არაფერი მიფიქრია არასდროს! ერთი ის, რომ დაგსვამდი სკამზე როცა გაბრაზებული ვიყავი :) თორე აბა ისე გიჟი ვარ რუბინის ტამაშებს რომ ვუყურებ? წარმატებები მეგობარო!
ზურას
ზურა, ეს სხვისი კომენტარის გამეორება, რას ნიშნავს? გაგვიშიფრე ძმურად.
სოსო
ილია სამოშნიკოვმა ეს ერთი წელია მაგრად მოუმატა და ნაკრებშიც მოხვდა.ის და ხვიჩა,ერთობლივად იკლებენ მეტოქეების ფლანგს.ამ წელიწადში,მანაც ისწავლა ხვიჩას სტილში,სწრაფი დრიბლინგით,ფლანგიდან გაჭრა და შესაბამისად მასაც მაგრად ურტყამენ,ფეხებში.ვერ იტანენ რუსეთში ტექნიკურ ფეხბურთელებს,თავისსაც კი და ხვიჩას ვინ დაინდობს?ის რომ არ დამტვრეულიყო,ხვიჩას მეორე ტაიმში შეუშვებდა,სლუცკი.პენალტის დარტყმა კი,დრაიერს ჰქონდა დავალებული,მაგრამ ხვიჩამ თვითონ გაიწია დასარტყმელად და მანაც დაუთმო,გუნდის ლიდერს.მეორე საპენალტო ეპიზოდში პენალტი არ იყო დასანიშნი.სანამ მცველი ხელს მოსდებდა,ხვიჩამ წინასწარ დაიწყო ვარდნა.აშკარად იჩქარა.სამწუხაროს თამაშს ვერ ვუყურე,და მხოლოდ ნაჩვენები ფრაგმენტების მიხედვით ვმსჯელობ.
ზურა
ხვიჩა! სპორტში წაგება მოგება, ძმები არიანო. არა უშავს ყველაფერი ხდება, გული არ გაიტეხო! ჩასაფრებულ კრიტიკოსებს კი ყურადღება არ მიაქცი. ნამდვილი შენი გულშემატკივარი რას წერს შენზე, ეგ არის მთავარი! ისეთ ლეგენდებს როგორნიც არიან მესი და როლანდო, რამდენიც გინდა გაცუდებიათ პენალტები. ისე, რომ ხვიჩა შენი ნიჭის პატრონს,მაგარი საფეხბურთო მომავალი გელოდება! არავითარი დეპრესია და ეგეთები, არ გაგვაგონო! წინ წარმატებებისკენ! მაპატიეთ გამეორებისთვის.
სოსო
"ჩემპიონატ რუს"გადავხედე და მართლაც საზიზღარი პოსტებია.სხვათაშორის,ხვიჩასთან ერთად,ზახარიანიც ჰყავთ ნახსენები.ზახარიანი,რუსეთის ნაკრებში თამაშობს და მართლაც კარგი ბიჭია,მაგრამ ვერც მაგან უშველა,ნაცისტების თვალში.რას ვიზავთ,ვერაფერს ვუშველით.არც თავისები ჰყავთ და ვერც სხვისას იტანენ.დიდი არაფერი ხელფასი აქვს,რამდენადაც ვიცი და თუნდაც არ ათამაშონ,იაფად მაინც არ გაჰყიდიან,სავარაუდოდ.არ ვიცი,რა უნდა ვურჩიო ხვიჩას.არ ითამაშოს წესიერად?აღარავინ წაიყვანს.ითამაშოს და ხომ ვხედავთ,როგორ ნადირობენ.ალბათ ისევ პასებით თამაში უკეთ აითვისოს,ის ურჩევნია.ნაკლებ კონტაქტში,მასაც ნაკლები მოხვდება და ძალასაც ნაკლებს დახარჯავს.რუსები მეტის ღირსნი არ არიან.თანაც პასებით თამაში,მართლაც აუცილებელია და უფრო მეტად შედეგის მომტანი.დრიბლინგი,მხოლოდ საჭირო დროს უნდა გამოიყენო.ეს შენივე ჯანმთელობისთვისაა პირველ რიგში უკეთესი.მესი რომ მესია,ისიც კი,ბოლო წლებში,ძალიან ხშირად პასებით შედიოდა საჯარიმოში.არ გატყდე ხვიჩა!შენ შეგიძლია უფრო მაღალ დონეზე თამაში და აუცილებლად უნდა ითამაშო.ნურავის და ნურაფერს მიაქცევ ყურადღებას,არც ტყუილად მაგინებელი მოგაკლდება და არც შენი ნამტნავად მაქებარი.დაივიწყე ყველაფერი და ისევ სწავლაზე გადაერთე.ნაკლები რისკით და მეტი ეფექტით.სადაც ძალით ვერ გადიხარ,ხერხით უნდა შემოუარო.ფეხბურთშიც ასე და ცხოვრებაშიც.
ჯიგარი ხარ.
ნამდვილი გულშემატკივრის, ნორმალური კომენტარი.
Herbst
სანაკრებო თამაშებზეც ნუ ქმნით ამხელა მოლოდინებს. მაინც აღარ გვაქს ჯგუფიდან გასვლის შანსი და მარტო ხვიჩას თამაშზე ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. გაგიცრუვდებათ მერე იმედები და მოჰყვებით ისევ მის ლანძღვას. დაანებეთ თავი, ისე შეხედეთ როგორც რიგით ფეხბურთელს და ნუ სთხოვთ 20 წლის ბიჭს მთლიანად შეცვალოს ნაკრების თამაში. ამხელა მოლოდინები უფრო დიდ სტრესს აყენებს მას და უარესად მოქმედებს. უბრალოდ შეეშვით ცოტახნით მაინც. გვიხარია რომ იქნება ნაკრებში, ცოტა სანახაობას მაინც შესძენს ამ მკვდარ თამაშს მარა ნუ ვთხოვთ მარტომ მოიგოს
ლადო
ვის მოვეფერებით თუ ძმა ხარ? ბოლო თამაშების მერე, არ გახსოვს ნაკრების ფეხბურთელები რა დღეში ჩააგდო ხალხმა?
Michael
კი ეგეც ბევრჯერ ავღნიშნე. ვერცერთი რუსი ისე ვერ გატეხავს ფსიქოლოგიურად, როგორც ქართველები. ნაკრების თამაშისას დავუსტვინოთო იმასაც ხომ იძახდა ე.წ ქართველი გულშემატკივრობა. ამ ბიჭის ფსიქოლოგიურად გატეხვას პირველ რიგში ქართველებს ვაბრალებ
გვჯერა შენი ხვიჩა!!!!!!!!!!!
ხვიჩა! სპორტში წაგება მოგება, ძმები არიანო. არა უშავს ყველაფერი ხდება, გული არ გაიტეხო! ჩასაფრებულ კრიტიკოსებს კი ყურადღება არ მიაქცი. ნამდვილი შენი გულშემატკივარი რას წერს შენზე, ეგ არის მთავარი! ისეთ ლეგენდებს როგორნიც არიან მესი და როლანდო, რამდენიც გინდა გაცუდებიათ პენალტები. ისე, რომ ხვიჩა შენი ნიჭის პატრონს,მაგარი საფეხბურთო მომავალი გელოდება! არავითარი დეპრესია და ეგეთები, არ გაგვაგონო! წინ წარმატებებისკენ!
სოსო
რუსებს რას ერჩი,როცა ქართველი არ ინდობს?გადახედე პოსტებს,რას წერენ,ძალიან ბევრი.
თენგო
ჩამოდი ნაკრებში ჩვენ მოგეფერებით და დაგაყენებთ ფეხებზე ეგენი არ მოგეფერებიან თუ გოლი არ მიართვი ხონჩით ნუ განიცდი უნიჭოების მუჯლუგუნს
nk
ხოდა მაგიტომაც დაიწყო სათადარიგოდან, ბოლო 30 წუთი, რომ შემოეშვა, უბრალოდ სამოშნიკოვი გაიტრამვა და ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გუნდისთვის ისევ კვარას შესვლა იყო. და რაც შეეხება პენალტის დარტყმას, მანდ კვარამ წაართვა ბურთი თავის გუნდელ ონუგხას, რომელსაც მაგრად გაუტყდა აშკარად (თუმცა მერე როგორც სლუცკიმ თქვა დრეიერს უნდა შეესრულებინა პენალტი). მაგიტომაც ტიროდა თამაშის ბოლოს, რეალურად მაგ მომენტმა გადაწყვიტა მოგებულ/წაგებულის ბედი. რეაბილიტაციისთვის კი ჭირდებოდა ეგ გოლი, მაგრამ მაგისი მოპოვებული პენალი და სხვისი გატანილიც არ იქნებოდა ცოტა, ბოლო პერიოდის მის უიღბლობებსა და წარუმატებლობებს თუ დავუკვირდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სანაკრებო შეხვედრებში დაიტენება და თავის სიტყვას, როგორც ნაკრებში ასევე გუნდშიც უახლოეს თამაშებში იტყვის
Michael
თამაშის გაკრიტიკების უფლება ყველას აქვს, ამისთვისაა გულშემატკივარი ზოგადად. უბრალოდ ინსტაგრამზე ხვიჩას ბოლო პოსტი რაც უდევს, იქ რომ შეუვარდნენ ფეიქ აქაუნთებით და საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ ეგ არის ყოვლად სამარცხვინო. თუმცა რუსებს რა მოვკითხო, როცა ქართველებიც იგივეს აკეთებდნენ ამ ერთი თვის წინათ, როცა ნაკრებში ვერ ჩამოვიდა. რუსები რომ ლანძღავენ აღარ გვსიამოვნებს ახლა. თუ შეგიძლიათ შედით მის ინსტაგრამზე და ვინც რუსული იცით პასუხი მაინც გაეცით იმ უმადურებს
klimenti
თითქოსდა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ ბიჭს მგონი რუბინი უჩალიჩებს. არადა, პირიქით უნდა იყოს - მართლაც უფასოდ ნაყიდს, რაც უფრო ძვირად გაყიდის, ხომ მის ინტერესებში უნდა იყოს. მწვრთნელიც ბევრ შეცდომას უშვებს მის მიმართ. აი, თუნდაც ამ პენალტის ხვიჩასგან დარტყმა უდიდესი შეცდომა იყო. არაა ხვიჩა ფსიქოლოგიურად მზად. ურჩიოს ვინმემ ვისაც უჯერებს (ჯუღელის გარდა) - ნუ განიცდის სკამზე დასმას. მას ახლა ყველაზე მეტად დასვენება და მხოლოდ ბოლო 20-30 წუთით მოედანზე შესვლა ჭირდება
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია