ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U18 - ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ

U18 - ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში, საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა.

მეტოქის თამაშს "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც უპირატესობას სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებენ:

„ვცდილობთ, 26-ივე მორაგბეს მივცეთ სათამაშო დრო, რათა ფინალისთვის ოპტიმალური 15-ეული შევარჩიოთ. საბედნიეროდ, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. ჩეხეთთან თამაშში გვქონდა წუნი, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული. ოფიციალურ თამაშს თან ახლავს წნეხი და გარდა ამისა, აისახა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. რაც მთავარია, ვთანხმდებით, რომ მეტის მოლოდინი გვქონდა. გავაკეთეთ ვიდეოანალიზი და მომდევნო მატჩში რადიკალურად უკეთეს თამაშს ველით“.

„რაც შეეხება ბელგიას, ის საკმაოდ სიმპათიური გუნდია. ინდივიდუალურად და ხელდახელ, მათ ბევრად უკეთ ითამაშეს და მოგებაც დაიმსახურეს. იყო მომენტი, როდესაც რუსეთი მოლით ორჯერ შევიდა მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწა, რამაც ბელგიას დამაჯერებლობა შესძინა. ისინი ფრანგულთან მიახლოებულ რაგბის თამაშობენ. გამოვარჩევ 12, 13 და 15 ნომრებს. სწრაფია მათი 9 ნომერი და ასევე დამამახსოვრდა ფერადკანიანი 7 ნომერი ჩაფხუტით“.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა, რომელთაგან 4 შერკინებაზე მოდის. ბადრი ციხისთავის ნაცვლად მარჯვენა ბურჯად თამაშს ირაკლი აფციაური იწყებს. შერკინების მეორე ხაზში ნიკოლოზ კინწურაშვილის ადგილს გიგი ქურხული დაიკავებს, რომელიც ჩეხეთთან შერკინების შემკვრელი იყო. მესამე ხაზში გამოჩნდნენ რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე. ერთი ცვლილებაა ხაზში, სადაც თამაშს დიტო ბერაია იწყებს.

შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დარწმუნებულია, რომ ბელგიასთან თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე ჩეხეთთან იყო:

„უძლიერესი შერკინება გვყავს და მოლოდინიც შესაბამისია. რაც მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მაქსიმალურად ვეცდებით, სტატიკურ ფაზებში დომინანტები ვიყოთ. ჩეხეთთან შერკინებამ თავისი კოზირები სრულად არ გამოიყენა და ამას დარჩენილ ორ თამაშში ვიხილავთ. ბელგია ლაღი გუნდია, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლებმაც რუსეთს მრავლად შეუქმნეს საფრთხე და შანსებიც მაქსიმალურად გამოიყენეს. შერკინებიდან მათ 7 ნომერს გამოვარჩევ“.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი პორტუგალიას ეთამაშება. ფინალი 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ნახევარფინალი. 6 ოქტომბერი

კალინინგრადი. 21:00 საათი

საქართველო – ბელგია

საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. დავით იმნაძე (იუნკერები), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზმომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი: თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

rugby.ge

• სოსო

37-3.და თან შერკინება ფაქტობრივად არ გამოგვიყენებია.მართალია მეტოქე არ იყო ძლიერი,მაგრამ ჩვენ სანახაობრივი რაგბი ვითამაშეთ და ასე გავიმარჯვეთ.ასე რომ გილოცავთ და ყოჩაღ ბიჭებო!პორტუგალიამ სრულიად მოულოდნელად ძალიან მაგრად დჯაბნა ესპანეთი და პირველ 20 წუთში დაამთავრა თამაში.მეორე ტაიმში,ესპანეთლა ოდნავ შეალამაზა ანგარიში.პორტუგალია მართლაც მომეწონა და ცოტა შემაფიქრიანა.ძალიან ორგანიზებული და სწრაფი გუნდია,კარგი დამრტყმელით.ხელით კარგად თამაშობენ და საკმაოდ იშვიათად ცდებიან.საინტერესო იქნება,მათთანაც ასე გაშლილი და სწრაფი რაგბი რომ ვითამაშოთ,ხელით თამაშზე აქცენტით,რა გამოგვივა.ვფიქრობ ბევრს არ დავუთმობთ,მაგრამ დამრტყმელების ხარჯზე გვაჯობებებენ.ამ თამაშში რაქს სწრაფად ვასუფთავებდით და ბურთიც სწრაფად გამოგვქონდა,მაგრამ დარტყმებში მოვიკოჭლებდით ძალიან.ვერც დარტყმის ძალით და ვერც სიზუსტით ვერ დავიტრაბახებთ.ძალიან ბევრი გარდასახვა გავაფუჭეთ,დაუშვებლად ბევრი.აუტებშიც ვერ გადაგვაქვს ბურთი შორს და ზუსტად.ეს უკვე ჩვენი რაგბის სენად იქცა,მეკო კვირიკაშვილის შემდეგ,დამრტყმელის პოზიცია,მუდმივად პრობლემური გვაქვს და არც ამ ასაკში გვიჩანს, ვინმე საიმედო.ვულოცავ ბიჭებს კარგ თამაშს და გამარჯვებას.ფინალში,პორტუგალიასთან ვფიქრობ სერიოზული ბრძოლა გვექნება და ასე ადვილად ვერ დავამარცხებთ,თუმცა მაინც ვირჩევდი დღევანდელის მსგავსად,გაშლილად გვეთამაშა.

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე

18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ