ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 21 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად კალინინგრადში, პორტუგალიასთან იბრძოლებენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ თამაშობს. 2015-2017 წლებში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თასი ზედიზედ ორჯერ აღმართეს – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის (8:3) და 2019 წელს ესპანეთის (20:10) დამარცხებით. 2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა.

წლევანდელ ფინალამდე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა. პორტუგალიამ ჯერ ნიდერლანდებს მოუგო 26:15, მერე ესპანეთს 31:12.

ნახევარფინალის სასტარტო შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა ფინალისთვის უცვლელი დატოვა. მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს:

„ჯანმრთელობის მხრივ ნორმალური სიტუაციაა. მცირე დაზიანება აქვს ვაჟა მიქაძეს და პორტუგალიასთან მის თამაშს არ გავრისკავთ. დავაკვირდებით საბა არჩვაძეს. ის მენჯს იტკიებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღებთ“.

„გავაკეთეთ ვიდეოანალიზი და პორტუგალია ძალიან კარგი გუნდია. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით. მათ ესპანეთს თავს მოახვიეს ის თამაში, რაც სურდათ. პორტუგალია ძლიერია კონტრშეტევაზე და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვნახოთ როგორ შევძლებთ მის მოედანზე გადატანას“.

„ბელგიასთან თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა როგორც მწვრთნელს, უფრო მეტი მსურდა. გვქონდა შეცდომები, რაქში რამდენიმე ბურთი დავკარგეთ და მაღალი გვქონდა ჯარიმის მაჩვენებელი, რაც მოუთმენლობის ბრალია. მივიღეთ ორი ყვითელი ბარათი, რასაც ძლიერი გუნდი სხვანაირად გამოიყენებს. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ვეცდებით ფინალში გამოვასწოროთ“.

rugby.ge

სოსო
იქნებ რეპორტაჟი მოგეხერხებინათ?მე რუგგერ ინფოზე ვუყურებ ხოლმე,მაგრამ რეპორტაჟის გარეშე,ბევრს ვერაფერს ვიგებ.წინა თამაშში ორი სინბინი გვქონია,ერთხელ კი მოვკარი ბარათს თვალი,მაგრამ მეორედ ვერ დავინახე და ისიც არ ვიცოდი,ვინ გაგვიძევა.პორტუგალიაც კარგი გუნდია და ვიცი,საკმაოდ დაძაბული თამაში იქნება.ჩვენი ბიჭებიც სანახაობრივ რაგბის თამაშობენ და რატომ არ უნდა გადმოსცეთ?
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს