"იამაჰამ", რომელიც მოტოგრანპრის რბოლებში გამოსვლის 50 წლისთავს ზეიმობდა, საიუბილეო ჰოლანდიის ეტაპზე გამარჯვება იზეიმა
ჰოლანდიის ეტაპზე მოტოგრანპრის რბოლებში გამოსვლის 50 წლისთავს ზეიმობდა "იამაჰა" და საიუბილეო გრანპრიზე იაპონელებმა გამარჯვებას მიაღწიეს. თანაც ტრიუმფატორი აღმოჩნდა არა ამ გუნდის აღიარებული ლიდერი ხორხე ლორენსო, არამედ ამერიკელი ბენ სპისი, რომელმაც მოტოგრაპრიში თავისი პირველი რბოლა მოიგო.

შაბათს პოული იტალიელ მარკო სიმონჩელის დარჩა, მაგრამ მისგან ბოლო რბოლებში შეცდომებს მივეჩვიეთ და გამონაკლისი არც ჰოლანდიის გრანპრის ყოფილა. მარკომ სტარტზე ინერვიულა და უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა. თავიდან მან წინ გაუშვა ორი მოწინააღმდეგე (პელოტონს სათავეში ბენ სპისი ჩაუდგა), შემდეგ კი ტრასა ვერ გაიყო მოქმედ ჩემპიონ ლორენსოსთან, რის გამოც მოტომრბოლები ერთმანეთს შეეჯახნენ. მართალია, მათ შეძლეს რბოლის გაგრძელება, მაგრამ ლიდერთან ძალიან დიდი ჩამორჩენა მიიღეს.

პირველი წრის შემდეგ ანდრეა დოვიციოზომ საერთო ჩათვლის ლიდერ კეისი სტოუუნერს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. სტოუნერმა გადაწყვიტა რისკისგან თავი შეეკავებინა, რადგან ტრასაზე მიმდინარე მოვლენები (კერძოდ, ლორენსოს ავარია) მის წისქვილზე ასხამდა წყალს.

სპისმა თანდათან დაიწყო ჰანდიკაპის შექმნა, ლეგენდარულმა ვალენტინო როსიმ კი ისევ გაიბრწყინა ოსტატობით - მეორე წრისთვის მეთერთმეტედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. უფრო მეტიც, იტალიელი მიღწეულით არ დაკმაყლფილდა და კელ კრატჩლოუსაც გაუსწრო, რომელსაც მოტოციკლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

ამასობაში, სტოუნერმა ტემპს ოდნავ მოუმატა და ეს საკმარისი აღმოჩნდა დოვიციოზოს გასასწრებად. სპისის დაწევა კი იმ დღეს შეუძლებელი იყო. რბოლის პირველი ნახევარი ბენი და კეისი თითქმის ერთ ტემპში მიდიოდნენ, მაგრამ შემდეგ სტოუნერმა გადაწყვიტა, რომ მეორე ადგილიც საკმარისი იქნებოდა. ლოგიკა ამაში იყო, რადგან სპისი არ არის მისი პირდაპირი კონკურენტი. ამერიკელი მიქროდა კარიერაში პირველი გამარჯვებისკენ და რბოლაში საუკეთესო წრეც (1,35,240) კი დააფიქსირა, დანარჩენები კი მისგან საკმაოდ შორის იყვნენ. მაგალითად, დოვიციოზო წრეზე დაახლოების წამს აგებდა, თუმცა იტალიელმა მაინც მოახერხა პოდიუმზე ასვლა.

რაც შეეხებათ სიმონჩელისა და ლორენსოს, კონტაქტის შემდეგ მათ ბოლო ადგილებიდან ზემოთ ასვლა დაიწყეს და ამ საქმეში უფრო წარმატებული ხორხე აღმოჩნდა. მოქმედი ჩემპიონი მეექვსე მივიდა ფინიშთან (სიმონჩელი მეცხრე იყო), რამაც მნიშვნელოვანი 10 ქულა მოუტანა საერთო ჩათვლაში. ამჟამად სტოუნერს 28-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა წინ კიდევ 11 ეტაპია დარჩენილი.

ჰოლანდიის გრან-პრი

1. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 41:44.659; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +7.697; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +27.506; 4. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +30.684; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +43.172; 6. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +44.536...

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 136 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 108; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 99; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 81; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 71; 6. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 7. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 61; 8. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - 51; 9. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - 46; 10. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - 39...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა