საბერძნეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი არა მარტო უბრალო მოქალაქეებზე, არამედ ქვეყნის უმდიდრეს სპორტულ კლუბებზეც აისახა
როგორც გახსოვთ, NBA-ის ახალ ჩემპიონს, "დალას მავერიქსს" დრაფტზე კალათბურთელი არ აუყვანია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ტრეიდი განახორციელა - "პორტლენდიდან" ესპანელი რუდი ფერნანდესი გადაიბირა. გაირკვა, რომ ამ გარიგების გამო დასრულდა დეშოუნ სტივენსონის დალასური კარიერა.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, "მავერიქსის" გენერალურმა მენეჯერმა დონი ნელსონმა გადაწყვიტა, არ გააგრძელოს კონტრაქტი მცველთან, რომელმაც წლევანდელ ფინალურ სერიაში თავი კარგად წარმოაჩინა.

თავად რუდი ფერნანდესს კი მშვენიერი პერიოდი უდგას. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ თუ NBA-ში ლოკაუტის გამო სეზონი ჩაიშალა, უკვე აქვს ორი ევროპული გრანდისგან - "რეალისგან" და "ოლიმპიაკოსისგან" შეთავაზებები.

თუმცა დარწმუნებულები არ ვართ, რომ რუდისთვის სასარგებლოა კარიერის "ოლიმპიაკოსში" გაგრძელება. საბერძნეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი არა მარტო უბრალო მოქალაქეებზე, არამედ ქვეყნის უმდიდრეს სპორტულ კლუბებზეც აისახა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ "ოლიმპიაკოსი" უდიდეს მონსტრად მოჩანდა, რომელსაც ნებისმიერ ფასად შეეძლო ნებისმიერი მოთამაშის შეძენა. მაგრამ ბერძნული პრესის ბოლო ინფორმაციის თანახმად, პირეული კლუბი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.

როგორც ირკვევა, "ოლიმპიაკოსი" უკვე ოთხთვენახევარია მოთამაშეებს ხელფასს ვერ უხდის. მოთამაშეთა აგენტები იმუქრებიან - თუ უახლოეს ხანში დავალიანება გასტუმრებული არ იქნება, კალათბურთელები სხვა კლუბებთან გააფორმებენ კონტრაქტებს.

დალხენილი სიტუაცია არც "ოლიმპიაკოსის" მთავარ მეტოქეს - "პანათინაიკოსს" აქვს. საბერძნეთისა და ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის მფლობელები, ძმები იანაკოპულოსები კლუბის გაყიდვის ვარიანტზე ფიქრობენ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჯერ არც ერთ კლუბს არ გაუფორმებია ახალი კალათბურთელი, არადა, სეზონი უკვე კარგა ხანია დასრულდა.

NBA-ის დავუბრუნდეთ. დრაფტის შემდეგ "დეტროიტ პისტონზში" მცველების მოზღვავებაა. ნიჭიერ ახალბედას, ბრენდონ ნაითს კონკურენცია მოუწევს რიჩარდ ჰემილტონთან, ბენ გორდონთან, როდნი სტაკისთან და უილ ბინუმთან.

ვარაუდობენ, რომ "დეტროიტის" პრეზიდენტი ჯო დუმარსი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს და შესაბამისად, ეცდება ვეტერანი რიჩარდ ჰემილტონის გაცვლას. თუმცა ასეთი ტრეიდის გაჩარხვა ძალიან რთული იქნება, რადგან ჰემილტონს დიდი კონტრაქტი აქვს - მომდევნო ორ სეზონში მას 25 მილიონი დოლარი ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, "მინესოტა ტიმბერვულვზი" მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი - ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ ცუდი შედეგების გამო პოსტიდან დაითხოვა კურტ რემბისი.

"მგლებმა" მის შემცვლელად დიუკის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკ კრჟიჟევსკი მიიწვიეს. ადრე ამ სპეციალისტს NBA-ის გრანდები - "ბოსტონი" და "ლეიკერსი" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ახლა ჯერი "მინესოტაზე" მიდგა და ამ შემთხვევაშიც პასუხი იგივე აღმოჩნდა - გამოცდილმა სპეციალისტმა არ მოისურვა პროფესიონალებში გადასვლა.

"მაიამი ჰიტის" პრეზიდენტმა პატ რაილიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდის ორი სნაიპერი - ედი ჰაუსი და ჯეიმს ჯონსი ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას მოისურვებენ. სიმართლე ითქვას, გამოცდილი მწვრთნელის სურვილი ცოტათი გაუგებარია, რადგან მთელი პლეი ოფის განმავლობაში ეს კალათბურთელები ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

"დენვერ ნაგეტსის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნენე ილარიომ ოფიციალური განცხადება გააკეთა - მან უარი თქვა ამერიკის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე. ეს პირველობა ლონდონის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი გახლავთ.

ბრაზილიის კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, "დენვერის" ცენტრის გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით არის ნაკარნახები. ტურნირი არგენტინაში 30 აგვისტოს დაიწყება.

გასულ სეზონში ნენემ 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 14.5 ქულა და 7.6 მოხსნა დააგროვა.

სხვათა შორის, დღეს "დენვერის" მთავარი ამოცანა ბრაზილიელის შენარჩუნებაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნენემ გამოიყენა კონტრაქტში არსებული პუნქტი და უარი თქვა ხელშეკრულების ბოლო წელიწადზე. ამით ცენტრი მაქსიმალური კონტრაქტის მიღებას ცდილობს.

"ნაგეტსის" ხელმძღვანელობა ყოველდღე უკავშირდება ბრაზილიელს და ხვდება მის აგენტებს. ასეთი მონდომება არ შეინიშნება სხვა თავისუფალ აგენტებთან - კენიონ მარტინთან და ჯეი არ სმიტთან მიმართებაში, რითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "დენვერის" დატოვება ერთ-ერთ მათგანს (ან ორივეს) მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა