ესპანური გაზეთის "მარკას" ცნობით, დევისის თასის მეოთხეფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს თავისი ლიდერის - რაფაელ ნადალის გარეშე მოუწევს თამაში
ესპანური გაზეთის "მარკას" ცნობით, დევისის თასის მეოთხეფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს თავისი ლიდერის - რაფაელ ნადალის გარეშე მოუწევს თამაში. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაკრების კაპიტანს ალბერტ კოსტას აცნობა, რომ ამ პერიოდის დასვენებისთვის გამოყენებას აპირებს.

"გამოვტოვებ ამერიკასთან შეხვედრას, - ამბობს ნადალი "მარკასთან" კომენტარში. - დღეისთვის ჩემი პრიორიტეტი - ჯანმრთელობაა. აუცილებლად უნდა დავისვენო. შეუძლებელია ყველა ტურნირში მოვასწრო გამოსვლა. სეზონის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გონს მოსასვლელად 15-20 დღე დამჭირდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზმი მწყობრში ჩადგება და კარგ ფორმაში შევხვდები სეზონის მეორე ნაწილს.

აუცილებლად უნდა შევამოწმო მუხლების მდგომარეობა და ვნახო, რა შედეგი მოაქვს შესაბამისი მიმართულებით მკურნალობას. გარდა ამისა, მინდა მაქსიმალურად კარგად მოვემზადო ამერიკის ღია პირველობისთვის და იქ ისევე გამოვიდე, როგორც შარშან".

ნადალმა არც გადატვირთული კალენდარი დაივიწყა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია.

"ფედერაცია არჩეული კურსიდან გადახვევას არ აპირებს. ეს კურსია დევისის თასის მოუხერხებლად შედგენილი ფორმატი და კალენდარი. ამ ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა უნდა მოუსმინონ ჩოგბურთელებს. თუ საუკეთესო მოთამაშეები უარს იტყვიან ნაკრებში თამაშზე, ეს შესანიშნავი ტურნირი პრესტიჟს დაკარგავს. ფედერაციის ხელმძღვანელობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამაზე", - განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

ნადალის გარეშე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: დავიდ ფერერი, ფერნანდო ვერდასკო, ფელისიანო ლოპესი და მარსელ გრანოლერსი, რომელიც ნიკოლას ალმაგროს შეცვლის.

ამერიკელთა კაპიტანმა ჯიმ კურიემ შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა არჩევანი: ენდი როდიკი, მარდი ფიში, ბობ ბრაიანი და მაიკ ბრაიანი. მატჩი ტექსასის ქალაქ ოსტინში 8-10 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა