"აიაქსი"-"ბენფიკა" - ტრილოგია

“აიაქსის” მიერ 30-ე საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ ამ გუნდის ფანებმა გულწრფელად გაიხარეს. მათი განსაკუთრებული აღფრთოვანება ალბათ “ტვენტესთან” 34-ე ტურის მატჩმა გამოიწვია, როცა “ამსტერდამ არენაზე” ფრანკ დე ბურის გუნდმა ვიცე-ჩემპიონს მოუგო და სანატრელი მესამე ვარსკვლავი დაიმსახურა.

მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ გულშემატკივრებს “აიაქსის” ისტორიაში ყველაზე დიდი მატჩები გაახსენა. ასეთები კი ამსტერდამელებს არა ერთი და ორი ჰქონდათ. წინა ნაწილების მსგავსად ამჯერადაც მეხსიერების სკივრს თავი ჰენი შუმანმა მოხადა, კლუბის ოფიციალურმა არქივარიუსმა. მან გულშემატკივარს 1968/69 წლების ამბები გაახსენა. ამ წელს “თეთრწითლები” “ბენფიკას” სამჯერ შეხვდნენ.

მასმედიის საშუალებებმა, უმეტესად სატელევიზიო არხებმა, გადაწყვიტეს, რომ ლისაბონიდან მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის მოწყობა არ ღირდა, რადგან ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ შინ 1:3 წაგებით. ჰენი ლისაბონში მაინც გაემგზავრა: “ჩემი ღრმა რწმენით, ეს თამაში გახდა საუკეთესო “აიაქსის” ისტორიაში. მაშინაც ასე ვფიქრობდით და დღესაც ასე მგონია. დიდებული ფეხბურთი და ვარსკვლავური გუნდი. თამაში არნახულად ლამაზი იყო - მომხიბლავი იყო გათამაშებული კომბინაციებიც და მატჩის რიტმიც. დღემდე გული მწყდება, რომ ასეთი თამაში ტელევიზიით არ გადაიცა”.

“აიაქსს” 12 წუთი ეყო, რომ შინ ორბურთიანი წაგების შემდეგ სხვაობა აღმოეფხვრა. ინგე დანიელსონმა და იოჰან კრუიფმა თითო გოლი გაიტანეს - 2:0. კრუიფმა კიდევ ერთი გაიტანა პორტუგალიელთა კარში, რასაც მასპინძელთაგან ჟოზე ტორესმა უპასუხა. მატჩი ამ ანგარიშითვე დასრულდა. ყველაფერი მესამე მატჩს უნდა გაერკვია, ოღონდ ამჯერად თამაში პარიზში უნდა გამართულიყო.

“ფანები პარიზში კეს გროტის წყალობით წავედით. ავტობუსით მგზავრობას ორგანიზება მან გაუწია,” - იხსენებს შუმანი. "სტად დე კოლომბის” 63 ათასიანი ტრიბუნები ჰოლანდიელმა და პორტუგალიელმა ფანებმა შეავსეს. “აიაქსმა” დებიუტშივე შეძლო დაწინაურება - კრუიფი 1:0. მეორე და მესამე გოლები დანიელსონმა გაიტანა. პორტუგალიელები განადგურდნენ. ამის შემდეგ “აიაქსმა” ტრნავის “სპარტაკიც” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მას “მილანი” ელოდა. შუმანი იხსენებს: “ამსტერდამელები ფინალში თამაშობდნენ და მათთვის ეს უკვე ნამდვილი მოვლენა იყო. არამარტო ფეხბურთელების, ჩვენთვის, ფანებისთვისაც, რადგან ჰოლანდიური კლუბი ევროთასის ფინალში პირველად თამაშობდა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა