გუშინ, 16 ოქტომბერს "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს რომის "ლაციო" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდნენ და მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

ანგარიში მე-12 წუთზე ივან პერიშიჩმა პენალტით გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 64-ე წუთზე ჩირო იმობილემ პენალტითვე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის მთავარი მოვლენებიც ამის შემდეგ განვითარდა

81-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა ვერ შეამჩნია, რომ მისმა თანაგუნდელმა ტრავმა მიიღო და თამაში გააგრძელა. ბურთი პეპე რეინას მიუვიდა, რომელსაც როგორც თანაგუნდელებმა, ისე "ინტერის" ფეხბურთელებმა მიუთითეს, ბურთი აუტზე გადაეგდო. ნაცვლად ამისა, ესპანელმა ბურთი მილონკოვიჩ-სავიჩს გადააწოდა, რომელმაც ძირს მყოფი დიმარკოს გასწვრივ პასი ფელიპე ანდერსონს გაუკეთა. ბრაზილიელმაც არ შეიმჩნია დიმარკო, შეტევა განაგრძო და გოლით თვითონვე დაასრულა. ამას კი "ინტერის" ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით ლაუტარო აქტიურობდა... მსაჯმა რამდენიმე ყვითელი აჩვენა...

90+1-ე წუთზე მილინკოვიჩ-სავიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირა - 3:1.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. "ლაციოს" მცველი ლუის ფელიპე საფინალო სასტვენის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელ ხოაკინ კორეას ზურგზე შეახტა. ბრაზილიელის ეს ჟესტი მეგობრულად ვერც კორეამ და ვერც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეაფასა. ამ მოქმედებას მორიგი კონფლიქტი მოჰყვა, რომელიც ბრაზილიელი მცველის წითელი ბარათითა და აცრემლებული თვალებით დასრულდა...

მაურისიო სარის გუნდმა 8 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. სიმონე ინძაგი კი ყოფილ კლუბთან დამარცხდა და 17 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა.

[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
მარიო ბალოტელიმ სერია A-ს საუკეთესო შემტევი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის პირველი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
მესის საგოლე პასი და ლაუტარო მარტინესის ულამაზესი გოლი პერუსთან [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"ლაციომ" ფეხბურთელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაშვება უარყო
დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს
სერია A. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლორენცო პაშიუტის უცნაური პოკერი
"ლაციო" ყველა კანონს არღვევს და არც ადარდებთ
"მეგონა სიაში უფრო წინ ვიქნებოდი, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ უსამართლოა" - ლაუტარო მარტინესმა "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"იუვენტუსი" ზაფხულში "ლაციოს" ნახევარმცველით გაძლიერდება
იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა
არც ვინისიუსი, არც როდრი და არც მბაპე - მესიმ "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტი დაასახელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
ფელიპე ანდერსონი ლონდონში ჩაფრინდა და დღეს "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ფელიპე ანდერსონი: შანსები თანაბარია, "ბაიერთან" "ლაციოს" კოზირი კი ტიფოზებია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი