13 ოქტომბერს რუსეთში, მოსკოვში გამართულ ექსკლუზიურ ღონისძიებაზე Lexus-მა წარადგინა უახლესი LX. ახალი LX, რომელიც განასახიერებს ბრენდის მისწრაფებას, დააკმაყოფილოს კლიენტების განსხვავებული მოთხოვნილებები და ცხოვრების წესი, გლობალური მასშტაბით 2022 წლის დასაწყისში ჩაეშვება გაყიდვაში.

1996 წელს, მისი გამოშვების დღიდანვე, LX წარმატებით იქნა აღიარებული Lexus-ის ფლაგმან სპორტულ უნივერსალად (SUV) უაღრესად კომფორტული მართვისა და გამავლობის გამო, რომელიც უძლებს ყველანაირ საგზაო პირობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც ასევე მხარდაჭერილია მისი უბადლო სანდოობით, გამძლეობით და უსწორმასწორო გზებზე ეფექტურად გადაადგილების შესაძლებლობით. მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 50-ზე მეტ ბაზარზე 500,000-ზე მეტი ერთეული LX-ია გაყიდული.

ახალი LLX-ის ძირითადი მახასიათებლები

Lexus-ის ახალი თაობის დიზაინის ენა, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ფუნქციონალურობას და ელეგანტურობას.

დიზაინის საერთო კონცეფცია მიზნად ისახავს ისეთი ვიზუალის შექმნას, რომელიც აერთიანებს ფლაგმანური ჯიპის შესაფერის დახვეწილობას და ძლიერ, მომნუსხველ წარმოსადეგობას.

ახალი შპინდელის ცხაური, რომელიც მოჰყვება ახალი თაობის Lexus–ის ახალ, ფუნქციურ დიზაინს, არის სამგანზომილებიანი და არ აქვს ქრომირებული ჩარჩო, რაც ხაზს უსვამს მანქანის კორპუსთან მის ერთიანობას და იძლევა მასის აღქმის საშუალებას ისეთი ფუნქციების შესრულებისას, როგორებიცაა გაგრილება და რექტიფიკაციის ეფექტურობა.

Tazuna-ს კონცეფციის საფუძველზე, რომელიც ამყარებს კომუნიკაციას მძღოლსა და ავტომობილს შორის, მონიტორი და სხვა გადამრთველები განლაგებულია იმგვარად, რომ შეიქმნას კოკპიტის სივრცე, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს, გააკონტროლოს მანქანა სურვილისამებრ, პოზის მინიმალური ცვლილებით, თუნდაც უსწორმასწორო გზებზე.

მართვის გამორჩეული ხარისხი, როგორც სწორ გზაზე, ასევე უგზოობის პირობებში.

ახალი GA-F პლატფორმა შეიქმნა პირველად, Lexus-ის მიერ ინერციის იდეალური კოეფიციენტის მისაღწევად. მანქანის წინა/უკანა სიმძიმის ცენტრი ოპტიმიზებულია მასიური ძრავის უფრო უკან განთავსებით.

გარდა ძრავის ზომის შემცირებისა და უფრო მსუბუქი, ახალი აქტიური სიმაღლის კონტროლის (AHC) საკიდარისა, სახურავის მასალა, რომელიც განთავსებულია ავტომობილის სიმძიმის ცენტრის ზემოთ, შეიცვალა მსუბუქი ალუმინით. ამან გამოიწვია სიმძიმის ცენტრის მნიშვნელოვნად კლება და წონის შემცირება დაახლოებით 200 კგ-ით.

ისტორიაში პირველად, ქაფპოლისტიროლის (EPS) და კორპუსზესტრუქტურული წებოს გამოყენება უზრუნველყოფს მყისიერ რეაგირებას როგორც საჭის მართვისას, ასევე გაზის პედლის გამოყენებისას.

2,850მმ-იანი თვლების ბაზა, რომელიც წარმოადგენს პირველი თაობის მემკვიდრეობას და საგზაო ღრეჩოს კუთხეები (წინა განაკიდის კუთხე, უკანა განაკიდის კუთხე და რამპაზე გადასვლის კუთხე), რაც ეკვივალენტურია წინა მოდელის მონაცემებისა, უზრუნველყოფს როგორც გადაადგილებას უსწორმასწორო გზის პირობებში, ასევე მაღალი დონის შიდა სივრცეს.

აქტიური სიმაღლის კონტროლის (AHC) საკიდარი, რომელიც, მგზავრობის პირობების შესაბამისად, იძლევა საგზაო ღრეჩოს რეგულირების საშუალებას, ამჯერად წარმოდგენილია საგზაო ღრეჩოს პოზიციების უფრო ფართო არჩევანით. გარდა ამისა, ახლა AHC ახდენს ავტომობილის მდგომარეობის სტაბილიზაციას მოსახვევში, აჩქარებისა და შენელების დროს, საჭიროებისამებრ, ზამბარის სიხისტის კოეფიციენტის ოპტიმიზირების საშუალებით.

ახალი მულტი-რელიეფური მონიტორი იყენებს ოთხ კამერას, რომლებიც ეხმარება მძღოლს გააკონტროლოს ავტომობილის გარშემო არსებული მდგომარეობა. ასევე, წარმოდგენილია ახალი მანქანის ძირის ხედვის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ავტომობილი ხდება გამჭვირვალე იმგვარად, რომ მძღოლმა შეძლოს როგორც მანქანის მდგომარეობის, ასევე, წინა და უკანა ბორბლების მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება.

ინსტრუმენტთა პანელზე მოცემულია ვერტიკალურად განთავსებული ორმაგი მონიტორი, როგორც Lexus-ის ექსკლუზივი. ზედა ნაწილი არის 12,3-დიუმიანი სენსორული მონიტორი, რომელიც აჩვენებს ნავიგაციას და აუდიოკონტროლს და რომელიც გამოიყენება, როგორც მულტი-რელიეფური მონიტორი ოფ-როუდ (off-road) რეჟიმში მართვის დროს. ქვედა, 7-ინჩიანი სენსორული მონიტორი გვიჩვენებს კლიმატ-კონტროლის ეკრანს და გამოიყენება, როგორც ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული ეკრანი, მულტი-რელიეფური ფუნქციის არჩევანით, მართვის რეჟიმის ასარჩევად და ა.შ.

მძლავრი და ეფექტური ძრავების ახალი სპექტრი

ახალი, LX 600-ის 5-ლიტრიანი, V6 ორტურბინიანი ბენზინის ძრავა უზრუნველყოფს მძლავრ დაბალი ბრუნვის მომენტს და შესანიშნავ რეაგირებას. მაქსიმალური სიმძლავრეა 305 კვტ (415 DIN ცხენის ძალა), ხოლო მაქსიმალური ბრუნვის მომენტია 650 ნმ. ძრავა უზრუნველყოფს სასიამოვნო აჩქარების შეგრძნებას, რაც ასახავს გაფართოებული ბრუნვის მახასიათებლებს მაღალ rpm (ბრუნთა რაოდენობა წუთში) დიაპაზონამდე.

Lexus-ის პირველი 3.3-ლიტრიანი, V6 ორტურბინიანი დიზელის ძრავა LX 500d-ში, აღჭურვილია ოპტიმიზებული სტრუქტურებით ძრავის თითოეული ნაწილისთვის, მაქსიმალური სიმძლავრის - 220 კვტ (299 DIN ცხენის ძალა) ოდენობით და მაქსიმალური ბრუნვის -700 ნმ-ს ოდენობით, ასევე საწვავის მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევის მიზნით. ძრავა იყენებს ბრუნვის მახასიათებლებს, რომლებიც იწყება დაბალი rpm დიაპაზონიდან, რათა მიაღწიოს იმ სიმძლავრის აჩქარებას, რომელიც უკეთ გამოხატავს მძღოლის სურვილებს.

ორივე ძალური აგრეგატი აღჭურვილია 10-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და მწყობრი და კომფორტული მართვის რიტმით. ასევე, გაუმჯობესებული საწყისი გაქანებით, ოფ-როუდ (off-road) მართვის რეჟიმით და მაღალ სიჩქარეზე საწვავის ეკონომიით.

ახალი VIP კლასი

VIP კლასი, ოთხი დამოუკიდებელი ადგილით, აღჭურვილია უკანა სავარძლებით, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის კომფორტს, კერძოდ, გვერდითი G-ძალებისა და გზის ზედაპირზე ზემოქმედების მაღალი წინააღმდეგობის უზრუნველსაყოფად. მათი დახრა შესაძლებელია 48 გრადუსამდე და აღჭურვილია ერთფუნქციური უკანა სავარძლის კონსოლით. უკანა სავარძლის მონიტორი, რომელიც განთავსებულია წინა მგზავრის საზურგეზე, შესაძლოა ჩაიკეცოს, რათა უზრუნველყოს წინ ხილვადობა, გააჩინოს სივრცის შეგრძნება და შექმნას მოსასვენებელი სივრცე ფეხის განსათავსებლად 1100 მმ სიგრძის მანძილით. გარდა ამისა, ფეხის მოსასვენებელი შეიძლება განთავსდეს წინა სავარძლის უკან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უფრო მოსახერხებელი მდგომარეობა თავიდან ფეხებამდე.

კომფორტის ელემენტები, როგორებიცაა მზისგან დამცავები გვერდით და მცირე ფანჯრებზე, სპეციალური ნათურები კითხვისთვის და უკანა სავარძლების მონიტორები, უზრუნველყოფილია სტანდარტის მიხედვით. VIP კლასის ჭერის ექსკლუზიური კონდიციონერის ნასვრეტები ჰაერს აფრქვევს ზემოდან, შხაპისმაგვარი კონდიცირების ფუნქციით, უკანა სავარძელზე განთავსებული მგზავრებისთვის კომფორტის შესაქმნელად. გარდა ამისა, სავენტილაციო ხვრელები დამატებულია უკანა სავარძლების ექსკლუზიური ცენტრალური კონსოლის ბაზის გვერდებზეც, რათა ზამთარში ცხელი ჰაერის ნაკადმა უზრუნველყოს უფრო მეტი კომფორტი თავის გაგრილების და ფეხების გათბობის მეთოდით.

უკანა მართვის პანელი, რომელიც ცენტრალურად აკონტროლებს უკანა სავარძლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების სხვადასხვა ფუნქციასა და აღჭურვილობას, შემუშავებულია დიდი ყურადღებით, საჭიროებების პრიორიტეტულობის მიხედვით, უმცირეს დეტალებამდე, განლაგების და ფორმის გათვალისწინებით.

მოწინავე ტექნოლოგები დაცვისა და უსაფრთხოებისათვის

Lexus-ის დაქოქვის (push-start) ღილაკზე არსებული პირველი თითის ანაბეჭდის ავთენტიფიკაცია ამცირებს ქურდობის რისკს.

უახლესი თაობის Lexus-ის უსაფრთხოების სისტემა + აქტიური უსაფრთხოების პაკეტი და მძღოლის დახმარების ფუნქციები, გაძლიერებული წინასაავარიო სისტემა, საგანგებო სიტუაციაში საჭის მართვის დამხმარე ფუნქციით, გაუმჯობესებული მოსახვევის კონტროლის დამხმარე სისტემა, დინამიკური რადარის მქონე კრუიზ-კონტროლი, მოხვევის სიჩქარის მაკონტროლებელი ფუნქციით და საგზაო ნიშნების ასისტენტი.

BladeScanTM ადაპტირებული შორი განათების სისტემის დანერგვა, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს, გამოიყენოს შორი განათება და ამოიცნოს ქვეითად მოსიარულეები და საგზაო ნიშნები სხვა მძღოლებისთვის ხილვადობის შეფერხების გარეშე.

Video

(R)

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ