ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე, საქართველოს ნაკრების დასახვედრად და საქომაგოდ მასტერტონელები აქედანვე ემზადებიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე სექტემბრის ბოლოს პატარა ქალაქ მასტერტონში დაბინავდება, რომელიც ამ ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში, ვირაპარას რეგიონში მდებარეობს.

ქალაქი პალმერსთონი, სადაც "ბორჯღალოსნები" ორ მატჩს გამართავენ რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან, მასტერტონიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული.

მასტერტონელები საქართველოს ნაკრების დასახვედრად და საქომაგოდ აქედანვე შეუდგნენ მზადებას. ვირაპარაში მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორმა კეტრინ როსსიტერ-სტიდმა ყველაფერი იღონა, რათა ახალ ზელანდიაში ქართველები მოეძია.

"ჩვენ დავბეჭდეთ სპეციალური ბიულეტენები, განცხდება გავავრცელეთ ტელევიზიითა და რადიოთი, აქტიურად ვიყენებდით Facebook-საც, მაგრამ ახალ ზელანდიაში მცხოვრები ქართველები მოუხელთებელნი გამოდგნენ.

გვინდა, შევქმნათ საქართველოს ნაკრების ქომაგთა გუნდი. ვინაიდან აქაური ქართველები ვერ მოვიზიდეთ, მოვუწოდებ ყველა ჯორჯს და ჯორჯიას, რათა მობრძანდნენ და ჩვენს ღონისძიებებზე საქართველოს წარმოადგენდნენ.

14 ივლისს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, კარგი იქნება თუ საქართველოს ნაკრების პოტენციური ქომაგები თეთრ-წითელი მაისურებით გვეწვევიან. ღონისძიებაზე მსოფლიოს თასის ორი მატჩის ბილეთს გავათამაშებთ. სამომავლოდ კი საკმაოდ მრავალფეროვან, საინტერესო პროგრამას შემოგთავაზებთ", - თქვა კეტრინ როსსიტერ-სტიდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
როგორ არ ვართ, ბილეთებიც აღებული გვაქვს და ვემზადებით.
llgg
მივესალმები ფანკლუბის შექმნას და ვუსურვებ წარმატებებს ბორჯღალოსნებს. ისე დავიჯერო ქართველები არ იქნებიან ზელანდიაში?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა