როგორც ველოდით, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალ რეიტინგ-ლისტში ლევან გორგაძეს იერარქიაში რანგით მე-4 ტიტული მიანიჭა
როგორც ველოდით, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 ტიტული, კომუსუბობა მიანიჭა.

ივლისის ბაშოზე 23 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბის რანგში იჭიდავებს. შეგახსენებთ, რის გამო დაიმსახურა ლევანმა დაწინაურება - მაისის ბაშო მან 12-3 ბალანსით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, გარდა ამისა მან "მებრძოლი სულის" პრიზიც დაიმსახურა. ამიტომაც, არავის გაჰკვირვებია, როცა გუშინ დასავლეთის მე-6 მაეგაშირას კომუსუბის ტიტული მიანიჭეს. ახლა სუმოს იერარქიაში მასზე წინ მხოლოდ 9 რიკიშია.

პირველი ქართველი, ვინც კომუსუბის ტიტული მიიღო, ლევან ცაგურია (კოკაი) იყო - მან 2006 წლის სექტემბრისა და ნოემბრის ბაშოებზე იასპარეზა ამ ტიტულით. სხვათა შორის, მხოლოდ კოკაიმ შეძლო ერთხელ მაინც ტიტულის შენარჩუნება ჩვენებურთაგან. ამის შემდეგ კოკაის დაღმასვლა დაეწყო, წლეულს კი 7-წლიანი ელიტელობის შემდეგ, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა კიდეც. ტოჩინოშინმა ტიტული პირველად შარშან ივლისის ბაშოსთვის მიიღო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. შემდეგ კომუსუბობა მან ნოემბრის ბაშოსთვის დაიბრუნა და კვლავ ვერ შეინარჩუნა. გუშინ ის მესამედ გახდა კომუსუბი და "შავ ზღვას" რეკორდიც წაართვა - ის პირველი ქართველია, ვინც ამ ტიტულით მე-3 ბაშოზე გავა.

დადებითი ბალანსი დაუფასდა ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), ის მე-14 მაეგაშირობიდან დასავლეთის მე-7 მაეგაშირამდე დააწინაურეს.

ელიტაში ძალთა განლაგება ასეთია, არის მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონი იგივე იოკოძუნა - მონღოლი ჰაკუჰო. ოთხი რიკიში ფლობს ჩემპიონის (ოძეკი) ტიტულს: ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კაიო და კოტოოშუ. სეკივაკე სამია: კოტოშოგიკუ, კისენოსატო და კაკურიო, კომუსუბი ორი - გოეიდო და ჩვენებური. უმაღლეს დივიზიონში 4 ახალწვეული იჭიდავებს: ტაკარაფუჯი, ტაკაიასუ, დაიდო და ფუჯიაზუმა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - კოკაიმ მაისის ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა, მაგრამ თუკი სხვა დროს, ამის გამო ძურიოს დივიზიონიდან გავარდებოდა, ახლა რეიტინგში დაწინაურდა კიდევაც - ძურიოს მე-6 ნომრიდან მე-4 ნომერი გახდა და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსიც გაუჩნდა.

ივლისის ბაშო აიჩის პრეფექტურის დარბაზში, ნაგოიაში გაიმართება. ის 10 ივლისს დაიწყება და 24-ში დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა