საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მეორე წრე დაიწყო
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მეორე წრე დაიწყო. ლიდერები "ბათუმი XV" და თბილისის "ჯიქები" ისევ წარმატებულად განაგრძობენ ასპარეზობას. IX ტურში ბათუმელმა მორაგბეებმა სტუმრად დამაჯერებლად დაამარცხეს ქუთაისის "ბაგრატი" - 34:5 და კვლავ დაუმარცხებლად უდგანან სათავეში სატურნირო ცხრილს.

"ჯიქებს" კი შედარებით უფრო მძიმე ბრძოლა გადახდა თბილისში "ხულიგანასთან", თუმცა გამარჯვებას მაინც მიაღწია - 21:17. აღსანიშნავია, რომ ფარ-ხმალს არ ყრის და ლიდერებს კვალში უდგას თბილისის "თი ბი სი", რომელმაც შინ დაამარცხა ფოთის "რაინდები" - 41:10.

"თი ბი სი"-ს და "ჯქებს" თანაბარი, 14-14 ქულა დაუგროვდათ, თუმცა ამ უკანასკენელს ერთი თამაში თადარიგში აქვს, შინ ქუთაისის "ბაგრატთან".

I ლიგა

IX ტური

თი ბი სი-რაინდები 41:10, დევები-არწივები 16:10, ხულიგანა-ჯიქები 17:21, ბაგრატი-ბათუმი 5:34

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი - 18 ქულა, 2. ჯიქები - 14, 3. თი ბი სი - 14, 4. ხულიგანა - 8, 5. ბაგრატი - 6, 6. დევები - 6, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.

გადატანილი, 3 ივლისი

ჯიქები-ბაგრატი, რაინდები ხულიგანა

X ტური, 4 სექტემბერი

არწივები-ბაგრატი, ბათუმი XV-ხულიგანა, ჯიქები-თი ბი სი, რაინდები-დევები

დამთავრდა რეგულარული გათამაშება ჭაბუკთა A და B ლიგებში. A ლიგაში რვა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. საუკეთესო შედეგი ქუთაისის "აიამ" აჩვენა, რომელმაც A ჯგუფში შვიდიდან შვიდივე თამაში მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. მისი მეტოქე მეოთხდფინალში B ჯგუფის მეოთხეადგილოსანი რუსთავის "ხარები" იქნება.

B ჯგუფში კი პირველ ადგილზე ასპარეზობა შვიდიდან ექვსი მოგებით თბილისის "აკადემიამ" დაასრულა, ასეთივე შედეგი აჩვენა "ჯიქებმაც", თუმცა ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით უპირატესობა "აკადემიას" მიენიჭა. ამ გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში A ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასული "ყოჩები" იქნება. "ჯიქები" კი მესამეადგილოსან "ლელოს" დაუპირისპირდება.

A ლიგა

მეოთხედფინალი

ხარები-აია, ყოჩები-აკადემია, ლელო-ჯიქები, ივერია-თი ბი სი

B ლიგაში სადაც ასპარეზობა სამ ჯგუფში მიმდინარეობდა მედლებისთვის ბრძოლას ორ-ორი საუკეთესო განაგრძობს. ეს ექვსი გუნდი ორ ჯგუფში განაწილდა და ერთმანეთს ორ წრედ შეეჯიბრება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები პირდაპირ ფინალში ითამაშებენ. მეორეადგილოსნები კი ერთმანეთს ბრინჯაოს მედლებისთვის დაუპირისპირდებიან.

შეგახსნებთ, რომ დასკვნითი ეტაპი როგორც A, ისე B ლიგაში სექტემბრიდან დაიწყება.

B ლიგა

A ჯგუფი

აკადემია, ხულიგანა, აია.

B ჯგუფი

ლელო, ჯიქები, აია.

დასრულდა პირველი წრე ესპუართა შეჯიბრებაშიც. აქ სატურნირო ცხრილს სამ-სამი მოგებით სათავეში თბილისის "ლოკომოტივი" და რუსთავის "ხარები" უდგანან. მათ ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის "აკადემია". აქ მეორე წრე სექტემბრიდან განახლდება.

ესპუარები

სატურნირო მდგომარეობა

1. ლოკომოტივი - 6 ქულა, 2. ხარები - 6, 3. აკადემია - 5, ლელო - 2, 6. ყოჩები - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა