კვიპროსის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში აეკ-თან დამარცხების (1:2) შემდეგ „ანორთოსისის“ მწვრთნელი თემურ ქეცბაია განრისხებული იყო. მან პრესკონფერენციაზე ჭკუის მასწავლებელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები გააკრიტიკა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით. იმ სიტუაციაში ვართ, რომელში ყოფნაც არ გვინდოდა. მე რაღაც სხვა რამით დავკავდები. ყველა, ვინც გუნდის, ფეხბურთელების და მწვრთნელების გვერდითაა, გამოცდას გადის. როდესაც გუნდს სირთულეები ექმნება, დახმარებას საჭიროებს. ზოგიერთს დაავიწყდა უტიტულო 13 წელი და ის, თუ რას მივაღწიეთ ამ ბოლო 2 წელში.

უმადურობასაც გააჩნია საკუთარი საზღვრები. ახლა გუნდს მხარდაჭერა ყველასგან სჭირდება. არ მინდა გავამხილო დეტალები იმისა, რა გამოვიარეთ მოსამზადებელი ეტაპისას. გუნდის ამ მდგომარეობაში ყოფნა ბევრს უხარია. ბევრი გვეხვეწებოდა ევროტურნირებზე გასვლას. წარმატების მისაღწევად მსხვერპლის გაღება გიწევს. აი, თქვენ, ყველამ, რატომ არ უნდა დაივიწყოთ ჩვენი მიღწევები. ტრიბუნებზე მწვრთნელები არ გვჭირდება.

წარმატებებს ძალიან ადვილად ვივიწყებთ. იქ ტრიბუნის ასეთი ბევრი მწვრთნელი იყო და ეს თქვენ შესანიშნავად იცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვართ. ეს ადვილი წელი არ იქნება, გუნდის შექმნას შევეცდებით და თანადგომა გვჭირდება. ვისაც ეს არ სურს, შეუძლია სახლში დარჩეს და აქ მოსვლით პრობლემები არ შეგვიქმნას. უმადურობა ყველაზე ცუდია, რაც მსოფლიოში არსებობს. მე ყველაფრის პატიება შემიძლია, მაგრამ უმადურობა ყველაზე საშიში დანაშაულია. ზოგიერთი ჩვენს მიღწევებს აფასებს. მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარეთ, წინ მთელი სეზონია.

გუნდს მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ დავტოვებ. გუნდს ფეხზე დასადგომად მხარდაჭერა უნდა. ტრიბუნების მწვრთნელები ვერ გვეხმარებიან. გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც იმას მიაღწია, რაც ვერავინ შეძლო. ფეხბურთი ჩვენი სამუშაოა. მათი სწავლება არ გვჭირდება, ჩვენ ეს სხვებზე უკეთ ვიცით.

ზოგიერთი უსარგებლო ადამიანი და ჟურნალისტი გვეუბნება, რა უნდა ვაკეთოთ. ნებისმიერი, ვისაც გუნდი უყვარს, ახლა უნდა მოვიდეს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ზოგიერთი ამას სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.

ვიღაც წარუმატებლები ჭკუას ნუ გვასწავლიან, პამპერსებიანები, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ამიტომ უჯობთ, ხმა ჩაიკმინდონ. ჭეშმარიტი ქომაგები საგულშემატკივროდ მოვიდნენ. ლაპარაკში ყველა ვაჟკაცია.

„ანორთოსისისთვის“ ერთ სეზონში წარუმატებლობა კატასტროფა არ არის. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ყოველ წელს ჩემპიონები გავხდებით. ეს ძნელია. ხომ ხედავთ, „ომონია“ „პაეკთან“ დამარცხდა. ეს ფეხბურთია, გაიღვიძეთ. ჩენ მოგებას ტყუილად არავინ მოგვცემს. მეტოქესაც გააჩნია საბრძოლო ჟინი. მათ არ მიუღწევიათ იმისათვის, რასაც „ანორთოსისმა“ მიაღწია და ამისკენ მიისწრაფვიან“, - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

კვიპროსული პრესის მტკიცებით, ფანები იმის გამო დარჩნენ უკმაყოფილოები, რომ 61-ე წუთზე ქეცბაიამ ნახევარმცველი ამრ ვარდა ნიკა კაჭარავათი შეცვალა და ნამატჩევს თემურს უსტვინეს.

ზურა
ამას რა თავში აქვს ავარდნილი,ოქრი რომ გაგექცა,მაგის ღირსეული შემცვლელი უნდა გეპოვა! იმ ტლანქი წოწოლას იმედზე გყავს გუნდი?გოლი ვინ უნდა გაიტანოს? მუქთად ვინც ყავდა დათრეული და ნახევარ ხელფასს ვისაც უხდიდა გაექცა! ყველა გამარჯვებას დააყვედრებდა გულშემატკივარს,როგორც ჩვენ დაგვაყვედრა ნაკრების ფრეები!

ამ კაცმა თავის მოთოკვა რო იცოდეს ბევრად წინ იქნებოდა. არაადეკვატური ხდება რო აკრიტიკებენ(სამართლიანად თუ უსამართლოდ მაინც არ იღებს კრიტიკას). სულ მართალი ვერ იქნები და ამიტომ ეს გაფსიხება ისევ თვითონ ავნებს. კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ, როგორც მწვრთნელს დიდი ვერაფერი მიღწევები აქვს
ნოდოს
6:1 კი არა 20:1 რომ წააგონ აქ გულშემატკივრები მაინც ჩუმად იქნებიან და კაჭარავას გამო ქეცბაიას რომ უსტვინეს აქ მასეთი რამ დიდიხანია აღარ ხდება და შედეგიც იმიტომ გვაქვს ასეთი სამარცხვინო
123პპპ
კაჭარავა რომ გუნდში გეყოლება რა უნდა მოიგო?
ნოდო
ჩემი მტერი ჩაცარდა ბატონი თემურის ყბაში ისე ესეთი პირდაპირი მთქმელი ხალხი რო იყოს ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკასი კლუბებიც და ნაკრებიც შეიძლება ევრო თასეებზე მაინც ვერ მოხვდნენ მაგრამ უკეთესი შედეგი ექნებათ ვიდრე 6-1 წაგება მარტო საქართველოში შეიძლება მომხდარიყო იმ 6-1ს მერე არავის ეგო პასუხი და 1 კვირის მერე ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?