ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

განა "შერიფი" ასე დაჩიავდა?

განა "შერიფი" ასე დაჩიავდა?

ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონის" მეტოქე კიშინიოვის "დაჩიამ" საკონტროლო მატჩების შესახებ ინფორმაცია გაასაიდუმლოვა
ძალიან კი გვინდოდა, "ზესტაფონის" საჩემპიონთალიგო მეტოქის საკონტროლო მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვეწოდებინა, მაგრამ "დაჩიას" ოფიციალურ ვებგვერდზე ამის თაობაზე ცნობები ძალიან მწირია და ვერც სხვა მოლდოვურ საფეხბურთო საიტებზე მოვიძიეთ კიშინიოვური კლუბის ოქმები - იწერება მხოლოდ შეხვედრათა ანგარიშები და მეგოლეები.

არადა, ვერ ვიტყვით, რომ "დაჩიას" უხეირო ვებგვერდი აქვს. პირიქით, საიტი საკმაოდ ინფორმაციულია და კლუბის წარსულისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ამომწურავ ცნობებს გვაწვდის. დაწვრილებითაა მიმოხილული "ზესტაფონი" და თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ზესტაფონის სტადიონი, რომელიც კლუბის აწ განსვენებული ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დავით აბაშიძის სახელს ატარებს, სახელოვანი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის სახელობისა ჰგონიათ, სხვა მხრივ იმერული კლუბის შესახებ ზუსტ და კომპეტენტურ ინფორმაციას ფლობენ.

რაკი "დაჩიას" ბოლო მატჩებზე კლუბის საიტი არაფერს წერს, მოდი, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციებს გადავავლოთ თვალი და სხვა მოლდოვურ საიტებზე განთავსებულ ცნობებზეც ვიმსჯელოთ. დაგვერწმუნეთ, თვალში არაერთი საინტერესო დეტალი გეცემათ.

უპირველესად, "დაჩიას" ინტერნეტგვერდზე კლუბის ხელმძღვანელთა ვინაობას გადავავლოთ თვალი. მათ შორის, ბუნებრივია, მოლდოველებიც არიან, თუმცა ყურადღებას კავკასიური ჟღერადობის გვარი იქცევს. კლუბის პრეზიდენტია 37 წლის რუსტამ პოლონკოევი, სპორტული დირექტორი კი - 35 წლის მუჰაჯირ პოლონკოევი. მოქალაქეობის გრაფაში ორივეს რუსეთი აქვს მითითებული. გადავხედეთ მოლდოვურ საფეხბურთო ფორუმებს, სადაც წერენ, რომ პოლონკოევები უახლოესი ნათესავები არიან, ეროვნებით ინგუშები. ასევე ინგუში ყოფილა "დაჩიას" ყოფილი პრეზიდენტი თემურ ქურიევი. ეს უკანასკნელი კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია - "დაჩია" 1999 წელს შეიქმნა.

"დაჩიას" გაჩემპიონება მოლდოვურ საფეხბურთო სამყაროში დიდ სენსაციად მოინათლა. როგორც იცით, მანამდე იქაურ ფეხბურთში ტირასპოლის "შერიფი" დომინირებდა, რომელიც ზედიზედ ათჯერ გაჩემპიონდა, ამას გარდა, ორჯერ გავიდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და რა გასაკვირია, რომ სეპარატისტული მხარის კლუბის ამხელა წარმატებები დედაქალაქში ძალიან აღიზიანებდათ.

ბოლო წლებში "დაჩია" დნესტრისპირელთა ყველაზე გამორჩეული კონკურენტი იყო, თუმცა არც ისე ძლიერი, მისი ჰეგემონიისთვის რეალური საფრთხე რომ შეექმნა. კიშინიოველთა გაჩემპიონება კი მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ არც "შერიფი" დაბეჩავებულა და არც "დაჩიას" განუხორციელებია სუპერტრანსფერები.

ყოველივე ამან ქომაგებსა და ჟურნალისტებში დიდი ეჭვი გააჩინა და ბევრი ისეთი მატჩიც "ამოქექეს", რომლებიც "დაჩიამ" ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მოიგო, მაშინ, როცა "შერიფს" არადნესტრისპირულმა კლუბებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ქულებიც გვარიანად დააკარგვინეს. ძნელია იმის დამტკიცება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობა არ არის, მაგრამ გვარიან ეჭვებს რომ აღძრავს, ფაქტია.

მოლდოველი ჟურნალისტის კითხვაზე, დალიეთ თუ არა შამპანური "დაჩიას" საჩემპიონო თასიდანო, ერთ-ერთი მოლდოვური კლუბის პრეზიდენტმა გაღიზიანებულმა მიუგო, ვისი რა საქმეა, მე საიდან რას დავლევო...

P.S. "დაჩიას" განცხადება

ძვირფასო გულშემატკივრებო და მოლდოვური მასმედიის წარმომადგენლებო:

გაცნობებთ, რომ "დაჩიასა" და "ზიმბრუს" საკონტროლო მატჩი ჩვენი კლუბის თხოვნით, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ახლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისთვის ვემზადებით, რომლის ფარგლებშიც გავმართავთ როგორც ღია, ასევე დახურულ თამაშებს. ეს ერთადერთი მიზნით კეთდება - მაქსიმალური წარმატებით წარმოვადგინოთ მოლდოვა საერთაშირისო არენაზე.

მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ თქვენთვის გახსნილები ვიყავით. "დაჩია" და მასმედია მუდამ წარმატებით თანამშრომლობენ, ყოველთვის გეხმარებით მატჩების ტრანსლაციაში, შეკრებებისა თუ მატჩების გაშუქებაში.

მოგმართავთ ურთიერთგაგების იმედით. გვერწმუნეთ, თამაშების დახურვა მედიისთვის ინფორმაციის დამალვას კი არა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაშს უკავშირდება. გვესმის თქვენი უკმაყოფილება, მაგრამ გთხოვთ, ჩვენი პოზიციაც გაიზიაროთ. დარწმუნებულები ვართ, "დაჩია" და მასმედია მოლდოვური ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლოდაც წარმატებით ითანამშრომლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა