ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა "ინდიანას" ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც "პეისერსის" ხელმძღვანელობას სპორტსმენის შენარჩუნება ურჩია.

"ინდიანამ" სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათ შემადგენლობას საბოლოო სახე მისცეს. ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო - ვეტერან სპორტსმენებს კონტრაქტი გაუგრძელეს, ხოლო არასასურველი კალათბურთელები გაუშვეს. თუმცა მათ ერთი ვარიანტი განსახილველი ჯერ კიდევ აქვთ, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი შეეძლებათ, რომ 2021/22 წლების სეზონზე მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 1-ლი ნოემბერი ბოლო ვადაა იმისა, რომ გადაწყვიტონ იმ კალათბურთელების ბედი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახალწვეულის კონტრაქტი აქვთ. "პეისერსს" გუნდში ასეთი ერთი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ჰყავს. თუ ხელმძღვანელობა მისი სამსახურით დაინტერესდება, მაშინ 2022/23 წლების სეზონში ქართველი კალათბურთელი 4.8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. მაგრამ ყველაფერი ასეთი მარტივი სულაც არ არის, გზად რამდენიმე განსახილველი პრობლემაა... სწორედ ამიტომ უჭირთ "პეისერსის" წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღება.

ბითაძე უნიკალური მოთამაშეა. შეგახსენებთ, 2019 წელს ქართველი სპორტსმენი "პეისერსმა" ლატარიაში მე-18 ნომრად აირჩია. გოგა პროგრესირებს, უმატებს, თუმცა ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი - "ინდიანას" გუნდში მის პოზიციაზე ორი ახალგაზრდა მაღალი დონის კალათბურთელი - დომანტას საბონისი და მაილის ტერნერი ჰყავს. სწორედ ამიტომ, გოგას სათამაშო პროგრესთან ერთად წუთები ვერ ეზრდება... ამ მომენტისთვის, ბითაძე, მისი დრაფტის დროს მოსულ კალათბურთელთა შორის ნათამაშები წუთების მიხედვით, 33-ე ადგილს იკავებს, ეს ტენდენცია კი, დიდი ალბათობით, კვლავაც გაგრძელდება, რადგან სამივე კალათბურთელი ინდიანაპოლისურ გუნდში რჩება (ჯერჯერობით).

"ჩვენ 4 კარგი ახალგაზრდა კალათბურთელი გვყავს. მათ შორის ყველაზე ასაკოვანი დომანტას საბონისი და მაილის ტერნერი არიან (25 წლის)" - განაცხადა "პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

მეოთხე კალათბურთელი გუნდის ახალწვეული აიზია ჯექსონი გახლავთ.

"აიზია 19 წლისაა, გოგა კი - 22-ის. ჩვენ ამ სათამაშო პოზიციაზე დიდი ფუფუნება გვაქვს. კარგად ვიცით, რომ 4-ივე კალათბურთელი სათამაშოდ მზადაა".

ერთ კონკრეტულ პოზიციაზე ასეთი სიღრმე კარგია, თუმცა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს ყველაფერი კარგად არ აისახება, რადგან რომელიმე მათგანი ყოველ საღამოს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებს. ილუსტრაციისთვის, სეზონის საწყის რამდენიმე შეხვედრაში გოგამ მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან მთელ დროს დომანტასი და მაილისი იღებდნენ; ახალწვეული აიზია მოედანზე რამდენიმე წუთით შედიოდა, თუმცა, როგორც კი ლიდერებს ჯარიმების გამო დრო შეეზღუდათ, ქართველი უმალ გამოჩნდა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ერთი შეხედვით, არც ერთი კალათბურთელის სათამაშო დრო გასაკვირი და დამაბნეველი არ არის. ძირითადი ხუთეულის ორივე კალათბურთელი, საბონისი და ტერნერი, ცენტრის პოზიციაზე დიდ ტალანტად ითვლება. ჯექსონს თავისი გამორჩეული ნიჭი აქვს, რაც მის თამაშს მშვენიერს ხდის, თუმცა ამ სიტუაციას თუ კარგად დავაკვირდებით, მაშინ გოგასთვის ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ წუთების მისაღებად ძირითადი ხუთეულის რომელიმე წევრმა ტრავმა მიიღოს.

რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია მისი განვითარებისთვის კარგი არაა. ძნელია ამხელა წნეხის ქვეშ თამაში მაშინ, როდესაც ამის შანსს იღებ.

"არ მოგატყუებთ, რთულია, როდესაც არ იცი, როდის მოგიწევს თამაში, მაგრამ ყოველივე ამისდა მიუხედავად, ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მოეკიდო. ეს NBA არის. მაშინ უნდა გაიმარჯვო, როდესაც შანსს მიიღებ. ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყო" - განაცხადა 22 წლის ქართველმა.

თუ სათამაშო დროის კუთხით შევხედავთ, იმ დროის მიხედვით, რა დროც ბითაძემ მოედანზე უნდა გაატაროს, 4.8 მილიონი აშშ დოლარის მიცემა არასწორი არჩევანია. ამ თანხად "პეისერსის" ხელმძღვანელობას გუნდში გოგაზე ახალგაზრდა კალათბურთელის მოყვანა შეუძლია, რომელსაც მომავლისთვის მოამზადებენ, თუმცა აქ ერთი შეკითხვა ისმის - არის გოგა ის კალათბურთელი, როგორსაც "ინდიანა" მოიაზრებს? იქნებ და შეუძლია მას არათუ სარეზერვო, არამედ ძირითად ხუთეულში თამაში.

პირველ რიგში, ბითაძე ნებისმიერ სარეზერვო კალათბურთელზე უკეთესია. ქართველ სპორტსმენს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ნებისმიერ მაღალ სპორტსმენს, რომელსაც გუნდში პატარა როლი აქვს. დაცვის კუთხით, ახალგაზრდა ცენტრი უბრალოდ ბრწყინავს. 2020/21 წლების სეზონში დაფარების პროცენტი 8.7 ჰქონდა, რაც იმ კალათბურთელებს შორის, რომლებმაც 500 წუთზე მეტი ითამაშეს, მე-2 საუკეთესო შედეგი იყო. გოგასთან ერთად "ინდიანას" კალათში ზუსტად 58.23% სრულდებოდა. ცნობისთვის, გოგას გარეშე ეს ციფრები 61.98%-მდე იზრდებოდა. შევეხოთ გოგას პერსონალური ჯარიმების პრობლემასაც, ქართველი კალათბურთელი ყოველთვის ლიმიტირებული დროით იტვირთებოდა, რის გამოც თავის გამოჩენისთვის ბრძოლაში ხშირად უხეშობა მოსდიოდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, გუნდში ჩარიცხვისთანავე ის "პეისერსისთვის" მნიშვნელოვანი კალათბურთელი გახდა. სწორედ ის ეხმარებოდა თანაგუნდელებს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები შეეჩერებინათ.

ამ თემასთან დაკავშირებით გუნდის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმაც ისაუბრა:

"თუკი საშუალოდ 1 წუთის განმავლობაში მის მიერ შესრულებულ დაფარებებს ჩავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ საკითხში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ჩვენ ფარის საიმედო დამცველები გვჭირდება. ამიტომ გოგასი ნამდვილად გვეიმედება".

პრიტჩარდმა ასევე აღნიშნა, რომ ბითაძეს შეტევით კუთხეში მუშაობა სჭირდება. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოსვლამდე გოგა სამქულიანის კარგ მსროლელად მიიჩნეოდა, თუმცა ლიგაში ამ კომპონენტის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა, რაზედაც ციფრებიც მეტყველებს - ამ დროისთვის ქართველმა სამქულიანი 124-ჯერ ესროლა, საიდანაც ზუსტი 23.4% გამოდგა. მისთვის პრობლემატურია ფარის ქვემოდან შეტევა, მაშინ, როდესაც დამცველთან უპირატესობა არ აქვს. ამ ყველაფერს კუნთოვანი მასის ნაკლებობა განაპირობებს. ასევე შედარებით იოლია მისი დაყენებული ბლოკისთვის გვერდის ავლაც.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ბითაძე მოედნის ამ ნაწილში არ პროგრესირებს. მისი ბურთის გათამაშების ნიჭი და ზოგადად თამაშის წაკითხვის უნარი მშვენიერია, ასაკის მიუხედავად კი, არავის უშინდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამ წნეხისგან შედარებით გათავისუფლებულია. სამწლიან კარიერაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ გოგა მიიღებს მეტ სათამაშო დროს, უფრო სოლიდურ ციფრებს დააფიქსირებს, ნელი პროგრესი კი ე.წ. მეორეხარისხოვანმა კალათბურთელობამ გამოიწვია.

"მე მისი თამაში მოედნის ორივე მხარეს მომწონს. მას მართლაც რომ დიდებული საკალათბურთო აზროვნება აქვს. ამავდროულად, ყველაფერს ნიჭიც ემატება. სამქულიანებსაც ნორმალურად ესვრის. სწორედ ამიტომ ვეუბნები და ვურჩევ, რომ როდესაც პერიმეტრის ხაზზე მარტო დარჩება, აუცილებლად ისროლოს" - განაცხადა კარლაილმა.

"ის მშვენივრად გადაადგილდება. აკეთებს ისეთ რაღაცებსაც, რასაც, მაგალითად, გუნდის საუკეთესო კალათბურთელი დომანტას საბონისი".

იმის თქმა, რომ გამორჩეული უნარის მატარებელია, ცოტა ზედმეტი იქნება, თუმცა ვითარდება, მომავალ წელს კი, ამ დროს, შეიძლება რადიკალურად შეცვლილი მოგვევლინოს. პროგრესი იქნება თუ არა ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიმედო სათადარიგო ცენტრისთვის 4.8 მილიონი ამერიკული დოლარის მიცემა სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, იმავეს აკეთებდნენ 2018/19 წლებში კაილ ოქუინის შემთხვევაშიც. ამიტომ, თუ გუნდის ხელმძღვანელობა ასე მოიქცევა, გამართლებული იქნება.

"იმისთვის, რომ უფრო სწრაფი კალათბურთელი გავმხდარიყავი, ზედმეტი ცხიმის მასა მოვიშორე" - განაცხადა სეზონის დაწყებამდე გოგამ, როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე მუშაობდა ყველაზე მეტად.

"შევეცდები, მივიღო კარგი გადაწყვეტილებები და ვითამაშო იდეალურად. შევეცდები, პერიმეტრიდან უკეთესად გავისარჯო, რადგან ჩემ მიერ ჩაგდებული სამქულიანის პროცენტული მაჩვენებელი საუკეთესო ნამდვილად არ არის".

ეჭვგარეშეა, რომ გოგას საკითხის გადაწყვეტის დროს "ინდიანას" ხელისუფლებას სახელფასო ჭერის გათვალისწინება მოუწევს, მოგეხსენებათ, იგივე სიტუაცია იყო ტიჯეი ლიფის დროსაც, მაგრამ მაშინ ეს კალათბურთელი გუნდიდან პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო გაუშვეს. ახლა კი, დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას კარგად გააზრების შემდეგ მიიღებენ და მაინც, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ გოგა კარგად ათამაშდება და მწვრთნელის იმედებსაც გაამართლებს? მაშინ მათ 4.8 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გვიან გამოაცხადებენ. თანაც, ამასთან ერთად, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ კონტრაქტს ის კალათბურთელები თანხმდებიან, რომლებიც ასაკში არიან და ცდილობენ, მანამ ითამაშონ, სანამ ამ ტემპის ატანის თავი ექნებათ. გოგა ასეთი არაა, დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა კალათბურთელი ასე არ მოიქცევა...

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. თუ "პეისერსი" მომდევნო წელს გოგასთვის კონტრაქტის ახალი პირობებით განახლებაზე დაფიქრდება, ქართველს სხვა გუნდებთან მოლაპარაკება შეეძლება, რადგან შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდება, ამ შემთხვევაში კი ის ბევრად მაღალ შემოთავაზებას განიხილავს, შემდეგ კი "ინდიანას" მისი დაყოლიება გაუჭირდება.

ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ "პეისერსის" ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, მაშინ ნათელია, რომ ისინი ამ გზის გათვლას მართლაც რომ ცდილობენ.

"მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა კალათბურთელი ვარ და განვითარება შემიძლია. ჩემს პოზიციაზე ორი მაღალი დონის კალათბურთელი თამაშობს. ამ სეზონში უნდა მოვუმატო" - განაცხადა გოგამ.

ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ცხადია, ხელმძღვანელობას გოგას მიერ ნახსენები ორი მაღალი კალათბურთელის ფაქტორი არ უნდა გამოეპაროს. ტერნერი და საბონისი რამდენიმე წელია ერთად თამაშობენ, თუმცა კითხვის ნიშანი დიდია, მოაქვთ თუ არა მათ გუნდისთვის სარგებელი.

თუ პრიტჩარდი გადაწყვეტს, რომ რომელიმე მაღალი გაცვალოს, გოგა მეტად მნიშვნელოვანი კალათბურთელი გახდება, დაიტვირთება დიდი დროით და ითამაშებს მეტი სულისკვეთებით, ხელფასის სახით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 4.8 ამერიკულ დოლარს მიიღებს. ნებისმიერი სახის გაცვლა გამოარკვევს იმას, თუ რა შეუძლია და რამდენად დასაყრდნობი ძალაა ბითაძე გუნდისთვის.

"ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. გოგა მაღალი კლასის კალათბურთელია, რომელიც სიღრმეს გვაძლევს" - განაცხადა კარლაილმა.

გოგას მომავალთან დაკავშირებით არაერთი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა ფაქტი ერთია, "პეისერსი" მისი შენარჩუნებით უფრო მეტ პოზიტივს მიიღებს, ვიდრე ნეგატივს. ახალგაზრდა კალათბურთელის შენარჩუნება, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და ვითარდება, ცუდი რატომ უნდა იყოს?

დედლაინამდე რამდენიმე დღე დარჩა. თუ ჩვენ გვკითხავთ აზრს, მაშინ გეტყვით, რომ ის უნდა დაიტოვონ" - წერს Forbes-ი.

zura222
აუცილებლაად უნდა წამოვიდეს მანდედან ასე როდემდე უნდა იყოს საბონისის და ტერნერის ჩრდილში ? თანაც თითქოს 4 ცენტრი არ ყოფნიდათ და ეხლა მეხუთეც დაიმატეს @ და უკვე ნასღდია რომ უფრო მყარად დაჯდება სკამზე @
D.Chank
გოგამ გამოავლინა ხასიათი და შედეგსაც ვხედავთ. ბევრ კომპონენტში საბონისზე უკეთესია ბევრი ტერნერზეც 3იანს ორივეზე უკეთ ისვრის და შეუძლია მომატება. თავდაჯერებულია უფრო მეტად ვიდრე წინა სეზონში და უკეთაც თამაშობს
ფეოლა
საინტერესო სტატიაა. ქართველო ჟურნალისტებო, მიბაძეთ და ისწავლეთ სტატიების წერა. ანალიზი უნდა ჩანდეს, რომ საინტერესო იყოს, თორე რომელიმე შეხვედრა რა ანგარიშით დამთავრდა და გუნდი შემდეგ შეხვედრაში ვის ხვდება, ეგეთ მშრალ ინფორმაციას სხვაგანაც მოვიძიებთ.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე - "ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა"
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 7 წუთი "ბოსტონთან" - "ორლანდომ" პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა