საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. 30 ოქტომბერს გუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბება, სადაც სავარჯიშო პროცესს გაივლის და 2 ნოემბერს რუმინეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

რუმინული შეკრების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინეთს ეწვევა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფის მატჩები უნდა ჩატარდეს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: დიდი ბრიტანეთი (5 ნოემბერი), ფინეთი (6 ნოემბერი) და ესტონეთი (7 ნოემბერი). ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ნაკრებს ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე დააკლდება, თუმცა ბოლო ტურნირის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ნიკოლოზ კალანდაძე და რატი მსხვილიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე („პრილეპი“, ჩრდ. მაკედონია), ხაზეინ რუსტამოვი, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“, ჩრდ. მაკედონია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“, გერმანია), რატი მსხვილიძე („ტრაბზონი“, თურქეთი), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ბაკაუ“, რუმინეთი), ნიკოლოზ კალანდაძე („შამბერი“, საფრანგეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (სამივე ბსბ), ზურაბ სიმონია („ქუთაისი“).

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა