„სელტიკის“ მიერ სამიზნეში ამოღებული 20 წლის კენიელი ვიქტორ ვანიამა ამბობს, რომ გლაზგოს კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის
„სელტიკის“ მიერ სამიზნეში ამოღებული 20 წლის კენიელი ვიქტორ ვანიამა ამბობს, რომ გლაზგოს კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ვანიამა, რომლის ფასი 1 მილიონი ფუნტი ანუ 1,1 მილიონი ევროა ბელგიურ „ჟერმინალში“ თამაშობს.

თუ ის „პარკჰედზე“ გადავა, ამ ზაფხილს ნილ ლენონის პირველი შენაძენი გახდება. აღსანიშნავია, რომ კენიელს „ჟერმინალში“ ყოფნის ერთი წელიწადიღა დარჩა, ასე რომ ანტვერპენის გუნდისთვის მისი ახლავე გაყიდვა გახლავთ უპრიანი.

არ იფიქროთ, რომ ვიქტორ ვანიამა მხოლოდ „სელტიკმა“ შეამჩნია. მისი ყიდვა უნდოდათ „რეინჯერსს“, „ასტონ ვილას“, „გენკს“ და „სტანდარდსაც“, თუმცა ჩამშლელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მან „სელტიკთან“ პირადი საკითხები უკვე შეათანხმა.

ფეხბურთელი, რომელიც სტილით ძალიან ჰგავს „ჩელსის“ განელ ნახევარმცველ მიკაელ ესიენს, ამბობს: „უკიდურესად გახარებული ვარ. „სელტიკი“ ლეგენდარული გუნდია და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ მის ფორმას. „ჟერმინალში“ დიდებული დრო გავატარე, მაგრამ, დროა ახალი ცხოვრება დავიწყო და ეს „პარკჰედზე“ მოხდება“.

ვიქტორ ვანიამა „ინტერის“ 24 წლის მოთამაშის, მაკდონალდ მარიგა ვანიამას უმცროსი ძმა გახლავთ. მას კენიის ნაკრების მაისური პირველად 15 წლისას ანდეს. ეს ნიგერიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. ზემოთ ვახსენეთ, რომ „სელტიკის“ თავკაც ლენონს ამ ზაფხულს ჯერ ფეხბურთელი არ უყიდია, მაგრამ გუნდში ორი ახალი მოთამაშე მაინც ჰყავს. ეს როგორ მოხდა? „კარდიფ სიტის“ მარჯვენა მცველ ადამ მეტიუზთან და „ნოტინგემ ფორესტის“ უკანახაზელ კევინ უილსონთან მან ჯერ კიდევ იანვარში გააფორმა წინასწარი კონტრაქტები.

„სელტიკიდან“ მიდიან კიდეც, ოღონდ... თუ მოახერხეს. მოკლედ, „პარკჰედის“ დატოვება ჩრდილოირლანდიელ ნილ მაკგინს სურს. 23 წლის ფეხბურთელს ძალიან ეწყინა, როდესაც შეიტყო, რომ ლენონმა ავსტრალიაში, სეზონისწინა შეკრებაზე წასაყვანთა სიაში არ ჩაწერა. მაკგინმა „ტვიტერზე“ ჯერ დაწერა, რომ საშინლად გაბრაზებულია, შემდეგ კი დაამატა, მომავალშო მეტი მუშაობა მომიწევსო. სწორადაც მოიქცევა, მისი შეძენით ხომ არავინ არის დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა