ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ერთი ნაბიჯი უკვდავებამდე

ერთი ნაბიჯი უკვდავებამდე

უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
დღეს გთავაზობთ ბოლო სტატიას ციკლიდან - "უიმბლდონის 10 დიადი მატჩი". 2008 წლის ფინალი უიმბლდონის კორტებზე ჩატარებული მატჩებიდან საუკეთესოდ არის აღიარებული. მაშ ასე, როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.

2008 წლის 29 ივნისს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ტრიუმფალურად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ესპანეთის ქალაქებში კარნავალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ ისინი ახლოს იყვნენ ორმაგ საზაფხულო ტრიუმფთან - იმდენად ბრწყინვალე იყო მათი თანამემამულე პარალელურად მიმდინარე უიმბლდონზე.

იმ წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი საბოლოოდ უნდა შესულიყო ლეგენდებში. მან უკვე გაიმეორა ბიორნ ბორგის სახელობის "ღია ერის" რეკორდი (ზედიზედ ხუთი მოგება) და ახლა უილიამ რენშოუს "სამუდამო" რეკორდის გამეორებას უმიზნებოდა - ზედიზედ ექვსი ტიტული. ფინალამდე გამართულ ექვს მატჩში მან ერთი სეტიც არ დაუთმო სიოდერლინგს, ჰიუიტს, საფინსა და სხვებს. წინ ერთი მატჩი რჩებოდა, რომელსაც შვეიცარიელისთვის უკვდავება უნდა მოეტანა.

არადა, არაოფიციალურად აღიარებულ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს ნადალთან კატასტროფული პირადი სტატისტიკა ჰქონდა. თუმცა ესპანელთან წაგებების ძირითადი წილი გრუნტის საფარზე მოდიოდა, ბალახზე კი როჯერს ორიდან ორი თამაში ჰქონდა მოგებული რაფასთვის. მართალია, ფედერერმა ერთი თვით ადრე როლან გაროსის მორიგი ფინალი წააგო, თანაც სამ სეტში, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ "ნადალის კომპლექსი" წარსულს ჩაბარდა.

რაფაელი ლონდონში ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. მან კორტებთან ახლოს იქირავა სახლი და ფეხით დადიოდა მატჩებზე. სეირნობდა ქალაქში, ესალმებოდა გამვლელებს, გულშემატკივრობდა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს, რომელმაც არ დააღალატა. მოსინჯა ძალები ჟურნალისტიკაში - საკუთარი ბლოგი ჰქონდა The Times of London-ში, კითხულობდა მარიო პიუზოს...

პარალელურად, ნადალი თავის ცხოვრებაში საუკეთესო ჩოგბურთს თამაშობდა. ერთადერთი პარტია ფინალამდე ლატვიელ ერნესტ გულბისთან წააგო. მეოთხედფინალში მთელს ბრიტანეთს ენდი მიურეის იმედი ჰქონდა, რომელიც უსასტიკესად დაამარცხა ესპანელმა. შესაძლოა, მატჩი ცხრა პარტიისგან რომ შემდგარიყო, ბრიტანელს მართლაც გაემარჯვა - ყოველ სეტში ენდი ერთით მეტ გეიმს იღებდა - 2:6, 3:6, 4:6. ნახევარფინალში გერმანელ რაინერ შუტლერზე გამარჯვებამ ყველას მოაგონა ევრო 2008-ის ფინალი, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა. რაფამ სამი სეტი აიღო და ფინალში გავიდა.

არ ღირს ამ მატჩის დეტალების დაწვრილებით აღწერა. ის სულ რაღაც სამი წლის ჩატარდა და ყველას ნანახი ექნება. ვისაც არ უნახავს, სჯობს ჩაუჯდეს, რადგან ერთხელ ნანახი სჯობს მოყოლილს.

ბუნება სუპერმატჩის სრულფასოვანი მონაწილე გახდა. ფინალის დაწყება წვიმის გამო ნახევარი საათით გადაიდო. შეხვედრის სტარტი ნადალის ზეწოლით მიმდინარეობდა - პირველი ორი სეტი მან ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოიგო. თავიდან ფედერერმა უკვე მესამე გეიმში დაკარგა მოწოდება, შემდეგ კი ბრეიკ-პოინტის რეალიზება ვერ შეძლო. მეორე პარტიაში, როგორც იქნა, ამუშავდა როჯერის ფორჰენდი. ამან თავისი შედეგი გამოიღო - 1:0-ზე ფედერერმა ბრეიკი გააკეთა. ის მეშვიდე გეიმამდე ლიდერობდა, მაგრამ 30:40-ზე ნადალის მოჭრილმა დარტყმამ იმუშავა - ბადესთან გასულმა შვეიცარიელმა მას ვერაფერი მოუხერხა და ბურთი აუტში გაუშვა. ყველაფერი თავიდან დაიწყო.

საინტერესო მომენტი მოხდა მერვე გეიმში - "თანაბარზე" ნადალის მოწოდებისას შვეიცარიელი ბადესთან გავიდა, მაგრამ ჰაერიდან დარტყმისას შეცდა. მანამდე წამით ადრე ტრიბუნაზე ვიღაცამ ვერ მოითმინა და ხმამაღლა დაიყვირა. ყოველთვის თავშეკავებული და კორექტული როჯერი იმ მომენტში განრისხებულ ლომს ჰგავდა. ასეა თუ ისე, ესპანელმა გადაარჩინა გეიმი და მოიგო მეორე სეტი. თუმცა ფედერერის განრისხების შემდეგ ნერვიულობის საბაბი ნადალსაც მიეცა - ბოლო გეიმში 30:30-ზე ფრანგმა მსაჯმა ესპანელს მოწოდებისას დროის გაყვანისთვის გაფრთხილება მისცა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა უიმბლდონის ფინალების ისტორიაში. თუმცა შვეიცარიელი ამაზე ნაკლებად ფიქრობდა - გავიდა საათნახევარი, ის კი უიმედოდ აგებდა მატჩს, რომელიც მისი ტრიუმფის უმაღლესი წერტილი უნდა გამხდარიყო.

მომდევნო პარტიის მესამე გეიმში სველ კორტზე რაფას ფეხი დაუცდა და კინაღამ დაიზიანა ისედაც ტრავმირებული მარჯვენა მუხლი. შესაძლოა, ამან იმოქმედა ფედერერზე დადებითად, ან კიდევ იმან, რომ შვეიცარიელმა, როგორც იქნა, გაიხსენა ვინ იყო სინამდვილეში. ასეა თუ ისე, ესპანელმა უფრო ფრთხილად დაიწყო თამაში. და უცნობია, რა იქნებოდა შემდეგ, ბუნებას ნადალისთვის ბოდიშის მოხდა რომ არ გადაეწყვიტა - ისევ გაწვიმდა და 5:4-ზე ფედერერის სასარგებლოდ მეტოქეები იძულებულ შესვენებაზე გავიდნენ.

ეს პაუზა ზუსტად 100 წუთი გაგრძელდა. ფედერერი კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა, მაგრამ რაფამ მაინც მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე. თუმცა იქ უკვე როჯერმა გამოავლინა გადამწყვეტ გათამაშებებში მისთვის დამახასიათებელი დიადი ხელოვნება. 6:5-ზე მან ეისი ჩააწოდა და სეტი მოიგო.

იმ მომენტისთვის მეტოქეები პრაქტიკულად გრუნტზე თამაშობდნენ - წვიმით გაფუჭებული და გათელილი ბალახი როლან გაროსის საუკეთესო ტრადიციებით მოქმედებდა. მეოთხე სეტის მეათე გეიმში როჯერი 0:30-ს აგებდა, მაგრამ გადაარჩინა თამაში. და მაყურებელს კვლავ ტაი-ბრეიკის ხილვა მოუწია.

იქ ფედერერმა ისევ წარმოაჩინა თავისი სიდიადე. მინი-პარტია 2:5-დან გადაარჩინა, როცა ბრწყინვალე სტილში მოიგერია ესპანელის ორი მატჩბოლი, შემდეგ კი მეორე მოწოდებიდან აიძულა რაფას მიღებისას კორტისთვის აეცილებინა ბურთი. 10:8 და სტატუს-ქვო აღდგა. თამაშის დაწყებიდან სამ საათზე მეტი იყო გასული.

უკვე ყველა ხვდებოდა, რომ ლეგენდის დაბადებას ესწრებოდა. და ისევ ჩაერია საქმეში ინგლისური ამინდი. ფედერერის მოწოდებისას 2:2-ზე და "თანაბარზე" მეტოქეები მეორედ გავიდნენ გასახდელში. შესვენება ნახევარი საათი გაგრძელდა და როცა ჩოგბურთელებმა მატჩი განაახლეს, ადგილობრივი დროით უკვე ცხრის ნახევარი იყო. ჩამოწოლილ ბინდთან ერთად ჩოგბურთელებს დაღლილობა შეეპარათ. პირველ რიგში, ეს შვეიცარიელზე ითქმის. მე-11 და მე-13 გეიმებში ის ნადალს ბრეიკ-პოინტებს აძლევდა, მაგრამ საკუთარი ოსტატობისა და იღბალის წყალობით ახერხებდა მატჩის გადარჩენას. მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა. 7:7-ზე ფედერერის მოწოდებისას ესპანელმა ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, როჯერმა ორივე საფრთხე მოიგერია, შემდეგ მესამეც, მაგრამ მეოთხეზე ძალა აღარ ეყო - მოედნის ცენტრიდან შვეიცარიელმა ფორჰენდით ბურთი უკანა ხაზს გადააცილა.

გადამწყვეტი გეიმი ნადალმა თითქმის იდეალურად ითამაშა. პირველი ქულის წაგების შემდეგ, ორ მომდევნო გათამაშებაში მოწოდების ხარჯზე კორტს მიღმა უშვებდა ფედერერს და ჰაერიდან იღებდა ქულას. საინტერესოა, რომ სწორედ ამ მომენტში გამოიყენა რაფამ ქულის მოსაგებად serve-and-volley-ის სტილი. ფედერერმა 40:40-მდე მიიყვანა ანგარიში - მოიგერია რიგით მესამე მატჩბოლი. მაგრამ საკმარისი იყო მისი გამომეტყველებისთვის შეგეხედათ, მაშინვე მიხვდებოდით, რომ ის მხოლოდ ინსტინქტებით მუშაობდა და არ სჯეროდა საკუთარი გამარჯვების. ესპანელმა იდეალურად შეასრულა პირველი მოწოდება - როჯერი მიწვდა ბურთს, მაგრამ სადღაც შორს გაუშვა. ესპანელმა მეოთხე მატჩბოლი მიიღო და მოკლე გათამაშების შემდეგ ფედერერმა ბურთი ბადეს მოარტყა. ჩამავალი მზის სხივების ფონზე ექსტაზში მყოფი რაფა ბალახზე ეცემა. უიმბლდონის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი მატჩი დასრულდა!

ერთი თვის შემდეგ ნადალმა ბოლო მოუღო ფედერერის სარეკორდო, 237-თვიან ბატონობას მსოფლიოს რეიტინგში. მატჩი, რომელიც ბევრი ექსპერტის მიერ ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოდ არის აღიარებული, ერთგვარად გარდამტეხი მომენტი იყო ორივესთვის - როჯერმა ვერ მიაღწია აბსოლუტურ სიდიადეს, რაფამ კი მორიგი ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ მომავალში დაეწიოს ან გაუსწროს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს. შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ ისტორია განმეორდეს და ნადალს დაუდგეს ანალოგიური მომენტი - უკვდავებამდე ერთი ნაბიჯიღა იყოს დარჩენილი. ეს სავსებით შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ