საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ბერძნული “პრომეთეასი” ჩაიბარა. საბერძნეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა ზუროსს კონტრაქტი გაუფორმა, რომლის საფუძველზეც ის “პრომეთეასის” მთავარი მწვრთნელი იქნება და გუნდს საბერძნეთის ჩემპიონატთან ერთად ევროთასზეც გაიყვანს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ “პრომეთეასთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ილიას ზუროსმა – ამ გუნდში ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაში ხელი არ შემეშალოს. პირიქით, კლუბში მუშაობა ჩემთვის აუცილებელიც იყო, რადგან მუდმივად კალათბურთით ვიქნები დაკავებული. აქამდეც სულ კალათბურთში ვიყავი ჩართული, მაგრამ სულ სხვაა, როცა მთელი სეზონი პროფესიულად მუშაობ და სულ საქმეში ხარ, მონაწილეობ ოფიციალურ მატჩებში, თანაც სად – საბერძნეთის ჩემპიონატში, რომელიც ძალიან დაძაბული და მაღალი დონისაა”.

- აქამდეც გქონდათ საკმაოდ მაღალი დონის კლუბისგან შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვით…

- ესპანეთის ჩემპიონატის და ევროლიგის წესები განსხვავებულია. ამ ტურნირებში მოთამაშე კლუბების მთავარი მწვრთნელი არ უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. კონტრაქტს ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდი “ბურგოსი” მთავაზობდა, მაგრამ რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვერ ვიმუშავებდი, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ზოგადად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის მიზანშეწონილი და კარგია კლუბში მუშაობა, რადგან ესაა დიდი გამოცდილების, პროფესიული ზრდის საშუალება. უამრავი მაგალითი შემიძლია დავასახელო: რაღა შორს წავიდეთ, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი “პერისტერის” მთავარი მწვრთნელია. ასევე ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელიც კლუბშია დაკავებული და კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ქალაქ პატრასის გუნდი “პრომეთეასი” საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა. წინა სეზონში პატრასელებმა შიდა ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს.

GBF.GE

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას