ვუჩინიჩმა მოლაპარაკებები უარყო
იყო დრო, ალეშანდრე დონი “რომას” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, თუმცა შემდეგ აშკარად უკლო თამაშს და ადგილი თანამემამულე ჟულიო სერჟიოს დაუთმო.

მართალია, ვინჩენცო მონტელამ კვლავ დონი დააბრუნა სასტარტოში, მაგრამ 31 წლის კიპერმა აშკარად ვერ გაამართლა მოლოდინი და უამრავი შეცდომა დაუშვა. შედეგად, დასრულდა თუ არა სეზონი, დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ ალეშანდრეს გუნდის დატოვება მოუწევდა - სულ მალე, კიპერს ძალიან საინტერესო ვარიანტი გამოუჩნდა, რადგან მისით თვით “ლივერპული” დაინტერესდა.

კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თითქოს ტრანსფერს წინ არაფერი ედგა, მაგრამ თავად მეკარემ ინგლისში გადაბარგება არ ისურვა. მაშინ ბევრმა გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ალეშანდრე დონის პეპ რეინას კონკურენციის შეეშინდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა - მოვუსმინოთ დონის:

“როდესაც შევიტყვე, რომ ჩემით “ლივერპული” იყო დაინტერესებული, ძალიან მესიამოვნა - პრემიერლიგას აქტიურად ვადევნებ თვალს და ინგლისში ძალების მოსინჯვაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. მით უმეტეს, როდესაც შენით ევროპული ფეხბურთის გრანდია დაინტერესებული. თუმცა, მერსისაიდული კლუბის მესვეურებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა იმედები გამიცრუა, რადგან სრულიად მიუღებელი პირობები შემომთავაზეს. არც “რომაში” ვიღებ კოლოსალურ გასამრჯელოს, “ლივერპულში” გადასვლის შემთხვევაში კი ხელფასის ოდენობა 60%-ით მიმცირდებოდა. დამწყები მოთამაშე ნამდვილად არ ვარ და ჩემთვის ფინანსური მხარე უმნიშვნელოვანესია”.

არ წყდება სპეკულაციები მირკო ვუინიჩის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. 27 წლის ჩერნოგორიელი ფირვარდი “კორიერე დელო სპორტს” გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა: “ბოლო დღეებში ძალიან ბევრ უსაფუძვლო ჭორს გავეცანი ჩემს მომავალთან დაკავშირებით და მინდა, რომ ყველაფერს წერტილი დავუსვა. ჯერჯერობით, არც ერთ გუნდთან მოლაოპარაკებას არ ვაწარმოებ და შესაბამისად, ახლოსაც არ ვარ იმასთან, რომ “რომადან” ავიბარგო. დღეს მხოლოდ კარგად დასვენებაზე ვფიქრობ, დავბრუნდები იტალიაში და დანარჩენს შემდეგ გავარკვევ.

პირველ რიგში, ლუის ენრიკეს დაველაპარაკები და გავიგებ, რამდენად ვჯდები მის გეგმებში - აი შემდეგ კი უკვე ბევრი რამის თქმა შემეძლება. ბევრს გონია, რომ “ჯალოროსიდან” აბარგების სურვილი მაქვს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის - იტალიის დედაქალაქში თავს შესანისნავად ვგრძნობ და არსებულ კონტრაქტსაც სიამოვნებით გავახანგრძლივებდი”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა