მილანის "ინტერის" 29 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია მადრიდში გადაბარგება სურს და ამისთვის ძალღონეს არ იშურებს
დუგლას მაიკონის “რეალში” გადასვლას არა და არ დაადგა საშველი, არადა, ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია მადრიდში გადაბარგება სურს და ამისთვის ძალღონეს არ იშურებს.

ერთი ხანობა, 29 წლის მცველს თითქოს გული მიუბრუნდა მილანური გრანდისკენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ლეონარდომ დატოვა, კვლავ ესპანეთისკენ მიაპყრო მზერა. ამაზე მისი აგენტის ანტონიო კალიენდოს სიტყვები მეტყველებს:

“დღეს ძნელია იმაზე გადაჭრით ლაპარაკი, სად გააგრძელებს კარიერას ჩემი კლიენტი. “ინტერში” თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ არც ისაა დასამალი, რომ კარიერის “რეალში” გაგრძელების სურვილი აქვს. ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა, თუმცა ჩემი ინფორმაციით, მადრიდელები აუცილებლად შეეხმიანებიან “ინტერის” მესვეურებს. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას”.

“ინტერთან” დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც დიდია შანსი, გორან პანდევი “ჯენოაში” გადავიდეს, როდრიგო პალასიომ კი შავ-ლურჯი ამუნიცია მოირგოს. მას შემდეგ, რაც ჯანპიერო გასპერინი მილანური გრანდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, “ინტერსა” და “ჯენოას” შორის ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში გადავიდა - როგორც უკვე მიხვდით, ლაპარაკია ბარტერზე, რომლის ინიციატორი სწორედ გასპერინი ყოფილა.

“გაძეტა დელო სპორტის” მტკიცებით, პალასიო თანახმაა “ინტერში” გააგრძელოს კარიერა, არც “ჯენოაა” ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჯერჯერობით გორან პანდევოს პოზიციაა უცნობი. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი თუ მაკედონიელი შემტევი გენუურ გუნდში გადასვლაზე უარს იტყვის და მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს - ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა